ირაკლი გუნია

41 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 12 თვე

სტატიები

ევროკომისია გაზპრომის წინააღმდეგ

ევროკომისიის გამოძიება რუსეთის მთავრობის კონტროლირებად კომპანია გაზპრომს სერიოზულ პრობლემებს უჩენს. დაწყებულ გამოძიებას უფრო და უფრო ფართო მასშტაბებში გადასვლის პერსპექტივა აქვს. მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატი უძღვება. დირექტორატს დომინანტობის ბოროტად გამოყენების საქმე ევროპული სასამართლოს წინაშე მას შემდეგ არ წაუგია, რაც 1958 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. კომისია არ იწყებს გამოძიებას, სანამ...

მორსი და მისი ძმები

ახალარჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის გაბედულმა ქმედებებმა ეგვიპტეში პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. წამყვანი სამხედრო პირების გათავისუფლებამ მედია „მსუბუქ გადატრიალებაზე” აალაპარაკა. ყველასთვის მოულოდნელად, მორსის ხელში უპრეცედენტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება აღმოჩნდა. ამასთანავე, ისლამისტი პრეზიდენტი სასამართლოს და მედიის თავისუფლებას უტევს....

ქურთული ოცნება

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას მეტი აქტუალობა შესძინა. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის დამასკოს კონტროლისგან გათავისუფლებამ და ერაყის ქურთისტანის ფართო ავტონომიამ ქურთების მრავალი თაობის ოცნება უფრო რეალური გახადა. სხვა საკითხია, რამდენად ეხმიანება ქურთების დამოუკიდებლობა დიდი სახელმწიფოების ინტერესებს და რა პრობლემები...

უკანასკნელი რევიზიონისტი

წლის 30 ივნისს, 96 წლის ასაკში, თელ-ავივში გარდაიცვალა ისრაელის მე-7 პრემიერმინისტრი იცჰაკ შამირი. მას 1983-1984 და 1986-1992 წლებში ქვეყნის პრემიერის თანამდებობა ეკავა და იმავე პერიოდში პარტია ლიკუდის ლიდერიც იყო. შამირის უკომპრომისო პოზიცია და დამოკიდებულება პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამოხატულია მის ცნობილ ფრაზაში – „ზღვა იგივე...

სირიული საგა

წლის მარტში დაწყებული ამბოხებიდან თექვსმეტი თვის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი კვლავ რჩება დომინოს ქვად, რომელიც უარს აცხადებს დაცემაზე. რეჟიმის ძალადობრივ პასუხს უკვე თოთხმეტი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასი ათასამდე დევნილად აქცია, ხოლო ნახევარ მილიონს სახლის დატოვება აიძულა. სირია სამოქალაქო ომში ჩათრევის ზღვარზე დგას, ხოლო მზარდი კრიზისი რეგიონულ...

მორსი სამხედროების წინააღმდეგ

ეგ­ვიპ­ტის პირ­ვე­ლი არა­სამ­ხედ­რო პრე­ზი­დენ­ტი, მუ­ჰა­მედ მორ­სი, მმარ­თ­ველ სამ­ხედ­რო­ებს უპი­რის­პირ­დე­ბა – მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლახ­ლა მო­იხ­მო გავ­ლე­ნი­ა­ნი გე­ნერ­ლე­ბის და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბის მი­ერ დათხოვ­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტი. ეგ­ვიპ­ტე­ში კვლავ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბაა და მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მწიფ­დე­ბა. ქვე­ყა­ნას აშ­შ­-ის სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვა­ნი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი სტუმ­რობს, ზე­სა­ხელ­მ­წი­ფოს ეგ­ვიპ­ტის მი­მართ სტრა­ტე­გი­ის გა­და­ხედ­ვა უწევს. პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე...

ახალი ძველი ეგვიპტე

ეგვიპტის პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო რბოლა ძველი დაპირისპირებით დასრულდა. 16-17 ივნისს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში მუსლიმური საძმოს კანდიდატი მუჰამედ მურსი და ძველი რეჟიმის წარმომადგენელი აჰმედ შაფიქი გავიდნენ. გასული ათწლეულების მსგავსად, მოსახლეობას ახლაც ორ გავლენიან პოლუსს შორის უწევს არჩევანის გაკეთება – ან პოლიტიკური ისლამი ან სეკულარული...

ირანი არ შეიძლება ბირთვული იყოს. წერტილი

დანიელ იაილონი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და პარლამენტის (ქნესეთი) წევრია (პარტია ჩვენი სახლი – ისრაელი). 2002-2006 წლებში იყო ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, 2009 წლიდან კი ბინიამინ ნეთანიაჰუს ახალარჩეულ მთავრობაში საგარეო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მისი პროფესიონალიზმის გამო, ავტორიტეტული გამოცემა Foreign Affairs იაილონს დღევანდელ...

მესაფლავე თომა ევროპული გზიდან არ გადაუხვევს

სერბეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ყველასთვის მოულოდნელად, ტომისლავ ნიკოლიჩმა მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დაამარცხა. ბალკანური სახელმწიფოს სათავეში ლიბერალის ნაციონალისტით ჩანაცვლებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე და კოსოვოს მომავალზეც. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ხმების 49.5 პროცენტი მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგე ტადიჩმა – 47.4%. ბელგრადის ცენტრში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს...

შიში და სიძულვილი ლიბიაში

კადაფის დამხობას ლიბიაში მშვიდობა არ მოჰყოლია, რევოლუციით მხოლოდ ქვეყნის პრობლემების პანდორას ყუთი გაიხსნა. ქვეყნის დროებითი მმართველობა საჰარული სამხრეთ ნაწილის კონტროლს ვერ ახერხებს, ხოლო შიდა რეგიონული დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. მსოფლიოს ყველაზე შეიარაღებულ სახელმწიფოში სამხედრო ფორმირებები კანონს არ ემორჩილებიან, ერთ-ერთი მათგანი კი პრემიერმინისტრის ოფისსაც დაესხა თავს. არჩევნები ივნისშია დაგეგმილი, თუმცა მოსახლეობა დემოკრატიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. 40-წლიანი დიქტატურის...