ირაკლი გუნია

41 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 2 თვე

სტატიები

დიდი გარიგება ისრაელში

ისრაელში პოლიტიკური ამინდი მოულოდნელად შეიცვალა – ვადამდელი არჩევნების ნაცვლად, პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მთავარ ოპოზიციურ პარტია კადიმასთან კოალიციის ფორმირება გამოაცხადა. დიდი გარიგების მიხედვით, კადიმა მთავრობას შეუერთდება და ვადის ამოწურვამდე ნეთანიაჰუს პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება. ამის სანაცვლოდ, პარტიის ახალარჩეული ლიდერი შაულ მოფაზი ვიცეპრემიერის პორტფელს ჩაიბარებს, ხოლო კადიმას წევრები მინისტრის და საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტებს მიიღებენ. ბირთვული ირანის...

სომხეთში მმართველი პარტია იმარჯვებს

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმეტესობა მოიპოვა. საკუთარი პარტიის გამარჯვებამ, მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს პოზიციები უფრო გაუმყარა. საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 44% მიიღო. მეორე ადგილზე 30%-ით ამჟამინდელ სამთავრობო კოალიციაში მყოფი აყვავებული სომხეთის პარტია გავიდა. პარლამენტში...

ბირთვული დიპლომატია

წელიწადზე მეტი ხნის შექმნილი ჩიხის შემდეგ, ბირთვული პროგრამის საკითხზე ირანთან პირველი მოლაპარაკებები გაიმართა. სტამბოლში გამართულ შეხვედრებზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები „5+1” ფორმატით (გაეროს ხუთი მუდმივი წევრი + გერმანია) იყვნენ წარმოდგენილი. მხარეებმა კონკრეტული განცხადებებისგან თავი შეიკავეს და 23 მაისს, ბაღდადში, მოლაპარაკებათა ახალ რაუნდზე შეთანხმდნენ....

სამხრეთ კორეის არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ

სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ მოულოდნელ გამარჯვებას მიაღწია. კონსერვატორები არაპოპულარული პრეზიდენტის, ლი მიონ ბაკისგან დისტანცირებას შეეცადნენ. დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიაში გამოიკვეთა ახალი კანდიდატი პაკ კინ ჰე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება....

ანანის გეგმა ასადისთვის

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დაეთანხმა. გაეროს და არაბული ლიგის საერთო ემისრის გეგმა ითვალისწინებს 10 აპრილამდე დაკავებული ქალაქებიდან რეჟიმის ძალების უკან დახევას და ცეცხლის შეწყვეტას. ასადის მთავრობამ ახალი პირობებიც წამოაყენა, რაც ამბოხებულმა მხარემ არ მიიღო. სირიის მოკავშირეების, გაეროსა და არაბული ლიგის მხარდაჭერილი ერთადერთი...

ობამას ფავორიტი პოლიტიკოსი საკუთარმა პარტიამ უარყო

ისრაელის მთავარი ოპოზიციური პარტია კადიმა ლიდერს იცვლის. ცენტრისტულმა პარტიამ ისრაელის მეორე ქალ პრემიერს, ციპი ლივნის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი არჩია. პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრე ლივნის აგრესიულად განწყობილი ფიგურით ჩანაცვლება ამომრჩევლის განწყობას ასახავს. ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ცხარე დებატების ფონზე,...

„ბაღდადის ჯიმი“: ივანიშვილის შესაძლო ლობისტი

დემოკრატმა კონგრესმენმა ვაშინგტონის შტატიდან, ჯიმ მაკდორმეტმა საკანონმდებლო ორგანოში შემოიტანა ’საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიის აქტი 2012’. კანონ-პროექტი წინადადებით გამოდის საქართველოს ყველანაირი (მათ შორის სამხედრო) დახმარება შეუწყდეს, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულად არ ცნობს. ანგარიშში ყველაზე მოულოდნელი ბიძინა ივანიშვილზე ყურადღების გამახვილებაა. ცხრა-გვერდიან დოკუმენტში იგი 13-ჯერ იხსენიება, მაშინ...

ეგვიპტელი ქრისტიანები პაპის სიკვდილის შემდეგ

ათიათასობით ეგვიპტელი ქრისტიანი ქაიროს წმინდა მარკოზის კათედრალში კოპტური ეკლესიის პაპის, შენუდა III-ის გასვენებას დაესწრო. 88 წლის ასაკში გარდაცვლილი პატრიარქი ოთხი ათწლეულის მანძილზე უძღვებოდა ქვეყნის ქრისტიანულ უმცირესობას. მისი სიკვდილი, პოლიტიკური ისლამის აღმავლობის პირობებში, კოპტების უძველეს თემს კიდევ უფრო ბუნდოვან მომავალს უქმნის. შენუდა დიდი პოპულარობითა...

ახალი კიმის დებიუტი

ჩრდილოეთ კორეა, ამერიკული დახმარების სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის მზადაა. 29 თებერვალს მიღწეული შეთანხმებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირებას, ურანის გამდიდრებას და გრძელი დისტანციის რაკეტების გაშვებას შეწყვეტს. ქვეყანა საერთაშორისო ინსპექტორების მიერ მთავარი რეაქტორის მონიტორინგზე თანხმობას აცხადებს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველი შეთანხმება იზოლირებული სახელმწიფოს მხრიდან, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ, პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა გარიგება ორი კვირის შემდეგ საფრთხეში...

გეგმა სომალისთვის

თებერვალს ლონდონში გამართული საერთაშორისო კონფერენცია სომალის მომავლისთვის გარკვეულ იმედს იძლევა. კონფერენციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, არაბი შეიხები, თურქი დიპლომატები და 40 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა ახლებური დიპლომატიური მიდგომა შეიმუშავეს. დედაქალაქ მოგადიშოში „გარდამავალი ფედერალური მთავრობის” შექმნის ნაცვლად, ისინი ქვეყნის ხუთ-ექვს გავლენის ზონად...