ილია ზვიადაური

3 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 5 თვე

სტატიები

ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმება: შიდა და გარე იმპულსები

2013 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან საქართველომ ცალმხრივად, „დროებით შეაჩერა" უვიზო რეჟიმი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თბილისის ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ზეწოლის შედეგია, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უფრო რეალისტური მიზეზი საქართველოს დღევანდელი მთავრობის მზარდად იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკაა, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული ქართული საზოგადოების ახალგამოვლენილ იმპულსებთან.საქართველომ და ირანმა...

გაეროს რეზოლუცია საქართველოს შესახებ

2013 წლის 13 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მოიმატა მხარდამჭერთა რიცხვმა და კიდევ უფრო ღირსშესანიშნავია ის, რომ ეს მოხდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად. ამავდროულად, დამაფიქრებელია ის უსიამოვნო ტენდენციები, რომლებიც წელს შეიმჩნევა. მთავრობა ვალდებულია, კარგად გააანალიზოს ისინი, შესაბამისი დასკვნა გამოიტანოს და...

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის დილემა: არათანმიმდევრული მემკვიდრეობითობა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. მას უწევს ისე­თი ქვეყ­ნის მარ­თ­ვა-­გამ­გე­ო­ბა, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, ნა­წი­ლობ­რივ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, ეს­წ­რაფ­...

ბოსტონის „ჩეჩნური” ტერაქტი გლობალური პოლიტიკის კონტექსტში

ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს, ორშაბათს, 15 აპრილს, საზარელი ტერაქტი მოხდა. დაიღუპა სამი და დაშავდა 183 ადამიანი. ეჭვმიტანილთა შეპყრობის ოპერაციის დროს, პარასკევს, 19 აპრილს, სასიკვდილოდ დაიჭრნენ პოლიციის ოფიცერი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 26 წლის ტამერლან ცარნაევი. მეორე ეჭვმიტანილს, ტამერლანის ძმას, 19 წლის ჯოხარს, იმავე საღამოს მძიმედ დაჭრილს მიაგნეს და საავადმყოფოში მოათავსეს.ესაა პირველი შემთხვევა, როცა ჩეჩნური წარმომავლობის პირები ეჭვმიტანილნი არიან შეერთებული შტატების მიწაზე...

„დეპოლიტიზაცია“: ორიოდე სიტყვა ქართული ბიუროკრატიის პრობლემებზე

კოალიცია ქართული ოცნები" ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ სახელმწიფო სტრუქტურების „დეპოლიტიზაციის“ საჭიროებაზე, მაგრამ პრაქტიკული ხორცშესხმისას ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ პროცესს შეუძლია, დიდ ხიფათს გადაჰყაროს სახელმწიფო მანქანა, რადგანაც „დეპოლიტიზაცია“ თავისი არსით სულაც არაა ისეთი დეპოლიტიზებული, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. და მაინც, რას ნიშნავს დეპოლიტიზაცია? ტერმინის განმარტებისას ერთნი ამბობენ, დეპოლიტიზაცია პოლიტიკის არეალიდან ან პოლიტიკური ზეგავლენისა და ჩარევისგან განთავისუფლებას ნიშნავსო...

ლიბერალური რეფორმები უნდა გაგრძელდეს

საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რომელიც მემარცხენე პოპულისტური ყაიდისაა, მთავარ აქცენტს სოციალურ ვალდებულებებზე აკეთებს, რაც საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ ამგვარ სისტემაში ყოველდღიური ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება და დაგროვება მცირდება, არამედ იმიტომაც, რომ სულ უფრო ცოტა სივრცე რჩება გრძელვადიანი რეფორმების გატარებისთვის, აქედან გამომდინარე პოტენციურად სავალალო შედეგებით. ამათგან ყველაზე საშიში იქნება სახელმწიფო კმაყოფაზე მოქალაქეთა დამოკიდებულების გაზრდა, ინდივიდუალური თავისუფლების შემცირება...

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ხედვის აჩრდილი

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველივე პრესკონფერენციაზე, 2012 წლის 2 ოქტომბერს თქვა: „საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი. ჩვენ უნდა დავრჩეთ რეგიონულ მოთამაშედ და განვსაზღვროთ რეგიონული პოლიტიკა. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ალბათ ძნელია, ჰყავდეს...