ირაკლი კიკნაველიძე

590 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

ჟურნალ „ტაბულას“ საზოგადოების განყოფილების მიმომხილველი, ჟურნალში მუშაობს დაარსების დღიდან. არის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი. მუშაობს ისტორიასთან დაკავშირებულ თემებზე, ამზადებს არქივის რუბრიკას.

სტატიები

ირაკლი კიკნაველიძე: ივანიშვილის საბჭოთა სამშობლო

ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებული საქართველოს, როგორც სამშობლოსა და როგორც სახელმწიფოს შეპირისპირებითი „ანალიზი“, საბჭოთა აზროვნებისა და ჩვენს ქვეყანაზე საბჭოთა წარმოდგენის ტიპური მაგალითია.ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, მზიური საქართველოს “მოტრფიალე” რუსები გაკვირვებულები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას - რა აკლდათ ჩვენთან?! რატომ უნდათ, ან რაში სჭირდებათ ქართველებს რაღაც უცნაური სახელმწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირში თითქოსდა ყველაფერი ჰქონდათ.საქართველოს...

დევიდ მაქქროუ - ბიზნესი კარგავს ბეჭდური პროდუქტის რწმენას

თანამედროვე ტექნოლოგიების გაჩენამ ტრადიციულ მედიასაშუალებებს პრობლემები შეუქმნა – ისინი მკითხველს კარგავენ, რადგან ადამიანები ახალი ამბების გაგებას ინტერნეტით ამჯობინებენ.რა არის ტრადიციული მედიასაშუალებების მთავარი გამოწვევა, როგორ ინარჩუნებს ის მკითხველს და უმკლავდება გამოწვევებს, ამ თემებზე ტაბულა ბათუმში მყოფ New York Times-ის ვიცეპრეზიდენტსა და სამართლებრივ საკითხებში მრჩეველს, დევიდ მაქქროუს, ესაუბრა.როგორ ფიქრობთ, ინტერნეტი და სხვა ახალი საშუალებები როგორ მოქმედებს ტრადიციულ მედიაზე?...

ინტერვიუ რეჯებ ჟორდანიასთან

  26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ადამიანი საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. მათ შორისაა 1918-21 წლების რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილი, 90 წლის რეჯებ ჟორდანია. ტაბულამ მას 1918-21 წლების დღევანდელობასთან შედარება სთხოვა.  ბატონო რეჯებ, პირველ რიგში გილოცავთ საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენის მიღებას. კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მოგენიჭათ ეს ჯილდო?   ჩემთვის ჯილდოზე უფრო მნიშვნელოვანი დაჯილდოების...

ამნისტია დაჯარიმებულთათვის

ალბათ ხშირად დაგინახავთ ავტობუსებში, ქაღალდის ფულით ხელში მდგარი დაბნეული ადამიანი, რომელიც ვერსად ახერხებდა ფულის დახურდავებას და გზის საფასურის გადახდას. ამას კი აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე კონტროლიორის მძიმე ნაბიჯები და... ჯარიმა. ე.წ. ყვითელ ავტობუსებში ხომ კონტროლიორები დღეში საშუალოდ 500 საჯარიმო ოქმს ადგენდნენ და უბილეთო მგზავრებს 5 ლარით აჯარიმებდნენ. 2009 წლიდან მგზავრი ბილეთს სპეციალურად დამონტაჟებულ აპარატში ხურდის ჩაყრის, ან პლასტიკური ბარათის გატარების შემდეგ იღებდა.  2010...

ლეგალური სექსი

ცდა ძვირად ფასობს - წერდა სოციოლოგი ლაშა კიკალეიშვილი 1986 წელს გაზეთ „დვრიტაში”. ნაადრევ ქორწინებაზე, ნაადრევ ტვირთზე და დაშლილ ოჯახებზე იყო საუბარი. იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ 16 წლის ახალგაზრდები ერთმანეთს, რატომ ქორწინდებოდნენ ასე ადრე, რას ეძებდნენ. ეძებდნენ იმას, რასაც დღეს. პარადოქსია, მაგრამ 26 წლის წინ დაწერილი წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, შორეულ 80-იანებში. მასში აღწერილი პრობლემები თუ დასმული კითხვები, სამწუხაროდ, დღესაც იგივე სიმწვავით იგრძნობა ჩვენს...

სკოლის ასაკობრივი დაყოფა

იანვარში, პედაგოგებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განათლების სამინისტროს ახალი გამოწვევის - „უსაფრთხო სკოლის” შექმნის შესახებ ისაუბრა. უსაფრთხოების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს საკითხად სააკაშვილმა სკოლების ასაკობრივი ნიშნით დაყოფა დაასახელა. თუმცა, სხვა იდეებისგან განსხვავებით, ეს ინიციატივა ზოგისთვის გაუგებარი, ზოგისთვის კი შეუმჩნეველი დარჩა. არადა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სკოლის რეფორმირების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებასთან. საქართველოში სკოლა უკვე...

უგვირგვინო გვირგვინოსნები

დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონის უიღბლო ქორწინებამ ბევრის ოცნებას წერტილი დაუსვა. ბევრმა კი ახალი მემკვიდრის ძებნა დაიწყო. ბაგრატიონთა შტოებს შორის დავას ბოლო არ უჩანს. რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი, ღვანკითელი ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც, ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, იმერეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა.„თუ გვინდა ნამდვილი მემკვიდრის მოძებნა, ათვლა ბოლო მეფიდან უნდა დავიწყოთ. ბოლოს ბაგრატიონი 1810 წელს იმერეთში მეფობდა. ამ დროს ქართლ-კახეთის ტახტი აღარ არსებობდა,...

ძველი თბილისის რთული აწმყო და ბუნდოვანი მომავალი

ძველი თბილისის მძიმე მდგომარეობას ჩამონგრეული სახლები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები დროდადრო გვახსენებს. წელს უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა. მერიის ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის სახლების 60% ავარიულია. სიტუაციის გამოსწორებას მერია პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლით” ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი გრძელვადიანი ხედვის არარსებობასა და ისტორიული ძეგლების მიმართ ზერელე დამოკიდებულებაზე საუბრობენ. „თბილისის ახალი სიცოცხლე” 2009 წელს დაიგეგმა და...

წყალს ისევ სახელმწიფო გველეშაპი დარაჯობს

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსებით ევროპული ქვეყნების უმრავლესობას უსწრებს. ამის მიუხედავად, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. გამონაკლისი არც დედაქალაქია. თბილისის არაერთი უბნის მცხოვრებლებისთვის ტაშტებით წყლის მომარაგება კვლავ ჩვეული პროცედურაა. 2005 წელს თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიისთვის, თბილწყალკანალისთვის, ტენდერით შეირჩა პარტნიორი - ფრანგული ჯენერალ დეზო. ფრანგებთან დადებული ხელშეკრულება სამ წელიწადში მუდმივი წყალმომარაგების...

როგორ იწრთობოდა სტალინი

ეს შეხვედრა ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში გაიმართა. 1921 წლის ცხელი მაისი იდგა — კომუნისტური საქართველოს პირველი გაზაფხული. დარბაზში ტევა არ იყო, ჩეკისტები და გადაცმული ჯაშუშები ხალხში დაძვრებოდნენ. ქართველმა კომუნისტებმა იცოდნენ, რომ საზოგადოება აგრესიულად იყო განწყობილი ახალი რეჟიმის მიმართ, ამიტომ უსაფრთხოებაზე 100-მდე ადამიანი ზრუნავდა. გასაბჭოებული საქართველოს მუშათა წინაშე იმ დღეს პირველად წარსდგა ყველაზე პოპულარული ქართველი კომუნისტი იოსებ ჯუღაშვილი....