ირაკლი მაღრაძე

924 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 8 თვე

სტატიები

წერილი თემურს

გამარჯობა, თემურ,როგორ ხარ? იმედია, კარგად. მოიწერე როგორ ჩახვედი და დაბინავდი, ხომ იცი, ჩვენ ძალიან გვაღელვებს შენი ბედი.ყველაფერი რაღაც ისე მოხდა, უსიამოვნოდ. შეიძლება ნაწყენი წახვედი, მაგრამ, თემურ, გულის სიღრმეში შენც ხომ იცი - ეს ასე უნდა მომხდარიყო. უნდა წასულიყავი, მხოლოდ ჩვენთვის კი არა, შენთვისაც ასე ჯობია!დაგაგვიანდა კიდეც. ხომ გახსოვს, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გირჩევდი - წადი-მეთქი.შენი ბოლო მატჩი ნაკრებში - დინამო არენა, საკუთარ კარში მიღებული ოთხი ბურთი და ყველა დროის ანტირეკორდი......

ნიუკასლის ნახევარმცველი: არასოდეს უარვყოფ ქართველობას

რამდენიმე თვის წინ რუსულმა იტარ-ტასმა მცირე წერილი გამოაქვეყნა, სადაც  ინგლისურ ნიუკასლ იუნაიტედში მოთამაშე ახალგაზრდა „რუს ფეხბურთელზე“ იყო საუბარი. რა გასაკვირია, რომ გივი თოდუათი – ასეთი სახელისა და გვარის მქონე ფეხბურთელით მაშინვე დავინტერესდი. 19 წლის ნახევარმცველის შესახებ საქართველოში ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ვერც მოვიძიებდი. გივის ინგლისში, სანდერლენდში დავუკავშირდი და ინტერვიუზე მაშინვე სიამოვნებით დამთანხმდა.რუსულად არც ისე კარგად,...

Der profi

ფილიპ კოკუ, იბრაჰიმ აფელაი, ჯეფერსონ ფარფანი და PSV ეინდჰოვენის სხვა მოთამაშეები მოედნის საკუთარ ნახევარზე იდგნენ და თამაშის დაწყებას ელოდნენ. მათ პირისპირ, გელზენკირხენური პუბლიკის 11 ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იდგა. შალკეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ეინდჰოვენთან სტუმრად მატჩი მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული, ამიტომ, ჯგუფის ფავორიტი მილანის შემდეგ მასაც რომ შერჩენოდა მერვედფინალში გასვლის ამბიცია, ამ თამაშში აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა.რვას რომ თხუთმეტი დააკლდა, ლიუბოშ მიხელმა...

ერთთვიანი სამოთხის მოლოდინში

12 ივ­ნი­სი­დან 13 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით, ბრა­ზი­ლია ის­ტო­რი­ა­ში უკ­ვე მე­ო­რედ უმას­პინ­ძ­ლებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს. რი­გით მე­ო­ცე მუნ­დი­ა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა იქ, სა­დაც შე­საძ­ლოა არ აქვთ სა­უ­კე­თე­სო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნე­ბი, ქვე­...

ცამეტი

1981 წლის 13 მაისი, გამარჯვებული თბილისის დინამო, დამარცხებული კარლ ცაისი, თასების მფლობელთა თასი, კოტე მახარაძის სიტყვები, ანზორ გაბიტაშვილის დაუვიწყარი მომენტი, დახვედრა აეროპორტში და აღნიშვნა თბილისის ქუჩებში... ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს თუ არ ახსოვს, არაერთხელ გაუგია, ვინმესგან მაინც მოუსმენია. 13 მაისი ის თარიღია, რომლითაც ქართული ფეხბურთი დღემდე ცხოვრობს, ცხოვრობს ქართველი გულშემატკივარიც. თუმცა, რა საჭიროა ეს მოკრძალებულობა, არა მხოლოდ ფეხბურთი, მთლიანად ქვეყნისთვის რთულია იპოვო...

მოკრძალებული, თავხედი და შესანიშნავი კაირი ირვინგი

დრედი და მისი მეუღლე ელიზაბეთი, მელბურნის ერთ-ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ უბანში კალათში ბურთს ისროდნენ. 1992 წლის იანვარი იდგა, ელიზაბეთი ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში იყო, მაგრამ ყოფილ კალათბურთელ ქმარს გართობაში მხარს ისე უბამდა, თითქოს გამობერილი მუცელი სულაც არ ჰქონოდა. თავად ყოფილი ფრენბურთელი იყო – ბოსტონის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, დრედი კი ამავე სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ.2014 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის დაწყებამდე...

მოსალოდნელი და მოულოდნელი წარმატების ამბავი

2002 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 17:13 დაამარცხა და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ბორჯღალოსნებმა 2003 წელს ავსტრალიაში პირველად გაიგეს პლანეტის უდიდესი ტურნირის გემო და, ამასთან ერთად, გახდნენ გუნდურ სახეობებში საქართველოს ისტორიაში პირველები, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა შეძლო. სამწუხაროდ, დღემდე ასეა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრების...

რონალდუ და ოქროს ბიჭები

მადრიდის რეალის საწვრთნელი ბაზის ერთ-ერთ ოთახში, კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი და სამედიცინო გუნდის წევრები ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სახლებში წასასვლელად ემზადებოდნენ. პორტუგალიელი მცირე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადიოდა და უკვე გრძნობდა, რომ მოედანს ჯანმრთელი და უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში მყოფი დაუბრუნდებოდა. ბაზიდან გასვლამდე, რონალდუმ ექიმებს უთხრა: ახლა ისე კარგად ვარ, თუ წელს ოქროს ბურთს მოვიგებ, ხუთივეს რომელ ავტომობილსაც მოისურვებთ, იმას გიყიდითო...[[{"fid":"50454","view_mode...

ავთანდილ ჭრიკიშვილი - მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ

ავთანდილ ჭრიკიშვილი სულ რაღაც 22 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად, პერსპექტიული ძიუდოისტიც არის და ტიტულოვანიც. 2013 წელი ჭრიკიშვილისთვის ჯერჯერობით კარიერაში საუკეთესოა. წელს, ახალგაზრდა სპორტსმენმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც პირველი იყო და რიო დე-ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატზეც. მის შემადგენლობაში გამოდიოდა ჭრიკიშვილიც და ორივე...

როდესაც წარმატება კანონზომიერია

წლის ნაკრები: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიწლის ფედერაცია: საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციაინტერვიუ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთანდადგა დეკემბერი, მალე ახალი – 2014 წელი დაიწყება. წლის ბოლო თვეს ყველა იხსენებს, თუ რა მოხდა კარგი და ცუდი დანარჩენი თერთმეტის განმავლობაში. იმედია, ასევე იქცევიან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში, რადგან ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი სპორტში, შეცდომების გაანალიზება და...