ირინა ბაგაური

30 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
8 წელი 2 კვირა

სტატიები

ერთით მეტი სიცოცხლე - ინტერვიუ ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან

„ღვინის კასრების მესამე სიცოცხლე“ - გამოფენა, რომელიც ჯერ წინანდლის სახლ-მუზეუმში მოეწყო, ამჯერად კი რედისონის საგამოფენო...

მისტერ ბი 110 წლისაა

იმ ქარიშხლიან ღამეს, როცა ტალღები უჩვეულო სიმძლავრით ეხეთქებოდნენ ხმელეთის ნაპირებს, ეგეოსის ზღვის ერთ მივარდნილ, კლდოვან კუნძულზე, ღმერთების თვალისთვისაც კი მიუწვდომელ ადგილას, ქალღმერთმა ლეტომ შვა ტყუპი და-ძმა, მთვარე და მზე – არტემიდე და აპოლონი.ეს სიუჟეტი, სინათლის ღმერთის, ხელოვნების, მოგზაურთა და მისანთა მფარველის – აპოლონის დაბადების, სამყაროს შეცნობისა და ოლიმპოს მთაზე შედგომის ამბავი დაედო საფუძვლად 24 წლის გიორგი ბალანჩივაძის მიერ იგორ სტრავინსკის მუსიკაზე დადგმულ ბალეტს – „აპოლონ...

რუსული სიზმარი, ანუ რა სურს დამკვეთს

ადრეულ გაზაფხულობით, სანამ მიწას ბალახის სუნი აუვა, შიმშილის განცდა მძაფრდება და ხორცი უძლურდება. იმისთვის, რომ გადარჩე, ბუნებამ მოწყალება უნდა გაიღოს და მოსავალი მოგცეს. ბუნება მსხვერპლს ითხოვს. ადრეული გაზაფხული ვნებების აღძვრის, მსხვერპლის გაღების დროა – კერპთაყვანისმცემლური რუსეთის მსხვერპლშეწირვის ეს რიტუალი სიუჟეტად დაედო მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუსულ ბალეტს, იგორ სტრავინსკის „კურთხეულ გაზაფხულს”, რომელიც პირველად ვაცლავ ნიჟინსკის ქორეოგრაფიით, 1913 წლის გაზაფხულზე იხილა შანზ-ელიზეს...

ყველა ნოტს რომ მნიშვნელობა ჰქონდეს

„დასავლეთში ყველას ჰგონია, რომ უბედური ბავშვი ვიყავი, მე კი ეს დრო ძალიან ბედნიერად მახსენდება. ინტენსიური ბავშვობა მქონდა, ბევრი მეგობარი მყავდა და ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში”, – ასე იწყებს საქართველოში გატარებული ადრეული ბავშვობის წლებზე საუბარს ლიზა ბათიაშვილი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მევიოლინე. ის თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და დაკვრაც საქართველოში, როგორც თავად ამბობს, მამის მოსწავლეების მიბაძვით დაიწყო. ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში 90-იანი წლების...

ინტერვიუ ჯანლუკა მარჩანოსთან

ჯანლუკა მარჩანო სამი წელია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორია. მასთან ინტერვიუ 13 იანვარს ჩავწერეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თეატრის გაფიცულ მუსიკოსთა ნაწილთან ერთად კულტურის სამინისტროს მიმართავდა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით, გიორგი ჟორდანია გადადგა. რამდენიმე დღით ადრე კი, ტაბულა მთავარ დირიჟორს ოპერის თეატრში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე ესაუბრა.ამჟამად რთულ ვითარებაში ხართ. ერთი მხრივ, წინ გელით საპრემიერო...

დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ

„კაცობრიობის ევოლუციის მანძილზე, მრავალი საოცრების გვერდით, რომელიც ადამიანმა შექმნა ქურაზე ანთებული ცეცხლის საშუალებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიაა", – ამბობს ერმილე მაღრაძე, ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგი და ოსტატი, რომელმაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიების საფუძვლიან და მეცნიერულ კვლევას ოცდაათ წელზე მეტი შეალია. მის მიერ ძველი მეთოდებით 1990 წელს დამზადებული მინანქრის მედალიონის ასლი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და მისი ნახვა ნებისმიერ დამთვალიერებელს...

გელა ჯინჭარაძე – მხატვარი

„ძირითადად თავისით მოდიან ამბები. ვერ ვხედავ, მაგრამ სხეული გრძნობს ხოლმე, რომ აი, ახლა უკვე რაღაც დამწიფდა და როდესაც ეს გრძნობა უკვე აღარ მასვენებს, მივდივარ თეთრ ფურცელთან და ვიწყებ ხატვას. იქ კი უკვე გულის ხმა მეუბნება, რომელი ხაზი საითკენ წავიყვანო". ამბები, რომლებსაც გელა ჯინჭარაძე ფერწერასა და გრაფიკაში აცოცხლებს, ქვემო ფონიჭალაში,...

დივიზმი არამოდურია

ორი თვის წინ, ბერლინში დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით რიმსკი-კორსაკოვის „მეფის ასულში" იმღერა. სცენაზე გვერდს ამჯერადაც მსოფლიო მნიშვნელობის კოლეგები უმშვენებდნენ. მისი გვარი უკვე დიდი ხანია, წამყვანი თეატრების აფიშებს ამშვენებს, თუმცა ლირიკული მუსიკის მოყვარულებისთვის ის დღემდე რჩება ოთხი წლის წინანდელი დაუჯერებელი ამბის მთავარ გმირად: 2009 წლის 7 დეკემბერს, მსოფლიოს ალბათ ყველაზე პრესტიჟული ოპერის თეატრის, მილანის ლა სკალას სეზონი ძალიან ახალგაზრდა და სრულიად უცნობმა ქართველმა გოგონამ...

ფედერიკო ფელინი

„ფელინი დიდი კაცია. მან ეს იცის და ყველა ამავეს ეუბნება, რომ დიდია. შესაბამისად, მის გარშემო სულ დიდი რამეები ტრიალებს – გიგანტური საწოლები, ვეებერთელა ქუდები, ქალების უშველებელი, უკიდეგანო უკანალები. თუმცა, ფელინის მიერ დანახული სამყარო, მისივე ფილმების დეკორისგან განსხვავებით, პატარაა, უზომოდ მცირე და ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. მისი სამყარო პროვინციაა, მიკროკოსმოსი, სადაც ადამიანები ელეფანტიაზით არიან დაავადებულები", – ასე დაახასიათა დიდი მაესტრო მისმა უმცროსმა და ასევე დიდმა კოლეგამ,...

1st Flash

სანამ ბალეტების შექმნას დაიწყებდა, იორმა ელო რამდენიმე პრესტიჟული დასის მოცეკვავე იყო და კიდევ უფრო ადრე, როგორც ბევრი ფინელი ბავშვი, ჰოკეისტობაზე ოცნებობდა, მანამდე, სანამ ერთ დღესაც უფროს დებს არ მიაკითხა ბალეტის გაკვეთილზე და ცეკვით არ დაინტერესდა. დღეს მის სახელს მსოფლიოს ყველაზე დიდი თანამედროვე ქორეოგრაფების გვერდით მოიხსენიებენ და ელოს ბალეტების დადგმის უფლების მოპოვების პატივიც მხოლოდ გამორჩეულ თეატრალურ კომპანიებს აქვთ. მათ ჩამონათვალში კი წელს ნინო ანანიაშვილის თბილისის საბალეტო დასიც...