ჯარედ სკიდმორი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
2 წელი 4 თვე

სტატიები

საქართველოსთვის რომელი უფრო საშიშია-ვესტერნიზაცია თუ ნაციონალიზმი?

რამდენიმე დღის წინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ილია ჭიღლაძემ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ გაუპატიურების მუქარაზე გაიგო, ასეთი რეაქცია ჰქონდა: “ნუთუ პატრიოტიზმი ასეთი სულიერი ხრწნაა?!”მამა ილიას სიტყვებზე გამახსენდა პროპაგანდა - თითქოს დასავლურ კულტურას უზნეობა შემოაქვს და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.მებადება ასეთი კითხვები: საქართველოსთვის რომელი უფრო საშიშია - ვესტერნიზაცია თუ ნაციონალიზმი? რომელს მოაქვს უფრო მეტი სულიერი ხრწნა?ნაციონალიზმს რომ ვამბობ, იმ...

ქართველთა მარში ქართულ საქართველოს ეწინააღმდეგება

როცა ამერიკელებს საქართველოზე ვუყვები, ბევრი მეკითხება - "როგორი ხალხი ცხოვრობსო"? პირველი,  რაც მაფიქრდება არის, რომ საქართველოში ყველაზე კარგად იციან სტუმართმოყვარეობა. ამით ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ შანსი მქონდა და მაქვს, ისეთ სტუმართმოყვარე ქვეყანაში მეცხოვრა და დღესაც ვიცხოვრო, როგორიც საქართველოა.ქართველთა მარშის ამბავი რომ გავიგე, გამიკვირდა და შემრცხვა. ვიფიქრე, ესენი არ არიან ის ქართველები, ვისაც ვიცნობ, ვინც შემიყვარდა, და ვისზეც ამერიკელ მეგობრებს სიამოვნებით...

როგორ მილოცავენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ქართველები

სამი წელია, რაც ამერიკაში არ აღმინიშნავს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. თავისთავად, ამ დღეს, ჩემი სამშობლო უფრო მენატრება. ეს არის მესამე 4 ივლისი საქართველოში და ისევ და ისევ მაოცებს ქართველების სტუმართმოყვარეობა.ამერიკის დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი ჩემთვის არის ეს: ყველაფერი დამშვენებულია წითლით, თეთრითა და ლურჯით, ოჯახის შეკრება და რაც, მგონი, ყველა დღესასწაულის ნაწილია - ბევრი ჭამა. კერძები დროშის ფერებს უხდება - საზამთრო, მოცვის ტორტი და ბარბეკიუს ყველანაირი ვარიანტი (მეტნაწილად...