კახა ბენდუქიძე

26 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 7 თვე

სტატიები

რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი

ბოდიში მინდა მოვუხადო ახალგაზრდა მკითხველს, თუ მათ ჩემი თხრობა ან მისი ნაწილი ბოდვა ეგონებათ. ჰგავს, მაგრამ მაშინ ასეთი ცხოვრება იყო. 1981წელს, ასპირანტურის შემდეგ, მოსკოვიდან ას კილომეტრში, სპეციალურად მეცნიერებისათვის აშენებულ პატარა ქალაქ პუშჩინოში დავიწყე მუშაობა – საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, დღეში 14 საათი გამომდიოდა. ჩემი ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო ჩემი მუშაობით, მეც – ნაწილობრივ. სამსახურში მოვდიოდი 11 საათის შემდეგ, სამაგიეროდ ღამით...

რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

 დიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე – ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა. მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს.    მაგრამ...   საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?),...

Lingua franca

გავაგრძელოთ აღზრდა-განათლებაზე საუბარი. გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა – ერთი მხრივ – არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და მეორე მხრივ – ეროვნულობის დაკარგვა, ქართველების გადაჯიშება, და ა.შ. საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ) ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს – კორეელებთან, ნორვეგიულს – ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა...

უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო

განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი – ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ, მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ. ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას – ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.რა არის სკოლის მიზანი – აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი? ჩემი აზრით, აღზრდა, სრულფასოვან...

ოკუპაციის 200 წელი

 საქართველოს სკოლებში – ალბათ მომავალი წლიდან – მასწავლებლები შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი”. პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით. მერე მივხვდი – შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს. და არა მარტო მოწაფეებისათვის. რატომ? თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა, მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი...

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა

 ჟურნალის წინა ნომერში ჩემი სვეტი (უფრო მეტსიტყვიანი, ვიდრე სხვა დროს) იყო სამი წარმოდგენა საქართველოს მომავალზე. სამივე შარჟი ანდა კარიკატურა იყო. სამივე სხვადასხვანაირი – იმიტომ რომ მე არ ვიცი, რა მოხდება ზუსტად, და ცხადია სინამდვილე იქნება სხვანაირი. გადაიტანეთ თქვენი წარმოსახვა 1980 წელს, ან 1990 წელს, ან 2000 წელს, და პატიოსნად თქვით, თქვენ იცოდით, 2010 წლის სექტემბერი როგორი იქნებოდა? მე არ ვიცოდი, და იმედია, არც თქვენ. არსებობს მითი, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიან ხალხს შეუძლია მომავალი...

ეძღვნება 1982 წელს

 სპეციალური გაფრთხილება პანიკის თავიდან ასაცილებლად: ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს ნიშნავს; რაიმე არდამთხვევა არაფერს ნიშნავს; საერთოდ, ეს ტექსტი არაფერს ნიშნავს. ზემოთ მივდივართ? პირიქით, ვეშვებით? ძალიან მღლის ნიუ იორკ-თბილისის რეისი. ეს ბოინგის მესამე თაობის სუპერსონიკი არც ისე კომფორტულია, როგორც რეკლამაში. საცურაო აუზი სასაცილოდ პატარაა, რესტორანში არც „უსახელაური გრან-კრიუ” ჰქონდათ, არც „თაკვერის ხვანჭკარა”. მეტრდოტელმა უშნოდ...

რუსული ცხენი

დღეს დილით რომ გავიღვიძე, გორში სტალინის ძეგლი უკვე აღარ იდგა, მუზეუმში გადაიტანეს. ყველას გილოცავთ. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა. ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული სჭირდება. ბევრი საქმის კეთებას კი - ბევრი ფული. მაშინ რა არის უკეთესი - დიდი ბიუჯეტი თუ პატარა? საგადასახადო განხილვებმა ეს დისკუსია გამოაცოცხლა. და საერთოდ, დიდი რომ პატარას აჯობებს, ამაზე რას ვკამათობთ?!  დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი...

ნოხი

ალბათ, ნოხი გადაგიბრუნებიათ და დაგინახავთ - მის პირუკუ მხარეს ისეთივე სურათი აქვს, როგორც ძირითად მხარეს. ქვეყნებიც ეგრე არიან. წარმოიდგინეთ, დიდ ნოხზე გერმანიაა გამოსახული. ხატია პრეზიდენტი, რომელიც არ წყვეტს თითქმის არაფერს - უკანა მხრიდანაც ასეთივე პრეზიდენტია, ოღონდ ისე კარგად არ ჩანს. მერე პარლამენტი - პირზეც და პირუკანაც პარლამენტი იღებს კანონებს, მერე პოლიცია - ის ამ კანონებს იცავს - აქეთაც, იქითაც. მერე ამოქარგულია ბანდიტები და ქურდები - აქედანაც, იქიდანაც. პოლიცია მათ იჭერს, ვინაიდან...

ერთი ბიჭის ისტორია

მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ.ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებდა. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა, წესრიგი უყვარდა.16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა.ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა.მამამ უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული...