ქეთი ხუციშვილი

3039 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
2 წელი 3 თვე

სტატიები

მთები მეგობრების ნაცვლად - ვინ არიან ქურთები და რა ბედი ელით მათ სირიაში

“ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ - მხოლოდ მთები” - ასეთია ქურთული გამოთქმა, რომელიც დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გამოყვანით და ქურთი მოკავშირეების გაწირვით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.აშშ-ის ჯარის გასვლისთანავე თურქეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და მხოლოდ სანქციების მუქარის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დათანხმდა ცეცხლის დროებით შეწყვეტას. რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მაიკ პენსს შორის მიღწეული შეთანხმება ჩრდილოეთ სირიაში მყოფ ქურთებს ტერიტორიის დასატოვებლად 5 დღეს აძლევს. კითხვაზე...

ტრამპის იმპიჩმენტის გზამკვლევი: რა შუაშია უკრაინა და რა შანსები აქვთ დემოკრატებს

“ჯულიანი ხელყუმბარაა, რომელიც ყველას ააფეთქებს.” ეს სიტყვები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ეკუთვნის. როგორც მისმა თანაშემწემ კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას თქვა, ბოლტონმა ამგვარად უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალი და ტრამპის პირადი ადვოკატი შეაფასა.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა....

რას ნიშნავს დონალდ ტრამპის მიერ სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოყვანა რეგიონისათვის?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარის რეგიონიდან გამოყვანის თაობაზე.იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად თურქეთი ამ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება, რათა ე.წ. უსაფრთხო ზონები შექმნას სირიელი მიგრანტების დასაბრუნებლად, ტრამპის გადაწყვეტილება თურქეთს მწვანე შუქს უნთებს.აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და...

ჟურნალისტის გაუჩინარება, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, ტრამპი და არაბული რკინის ფარდა

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მართლაც მოკლულია და თუ დამტკიცდება, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებას ამასთან რაიმე კავშირი აქვს, მკაცრად უნდა დაისაჯონ. ეს კომენტარი მან სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან საუბრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ჯერ ერ-რიადში, შემდეგ კი ანკარაში იმყოფებოდა. პომპეომ ტრამპს ურჩია საუდის არაბეთს კიდევ რამდენიმე დღე მისცეს გამოძიების ჩასატარებლად.ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი სტივენ...

ვინ არიან პომპეო და ბოლტონი და როგორ შეცვლის მათი მოსვლა აშშ-ის საგარეო პოლიტიკას

13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონს CIA-ს ხელმძღვანეილ, მაიკ პომპეო ჩაანაცვლებდა. მალევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჰერბერტ მაკმასტერის გათავისუფლებასაც აპირებდა, თუმცა უცნობი იყო ვინ იქნებოდა მისი შემცვლელი. 23 მარტს ტრამპმა ამ კითხვას პასუხი კვლავ Twitter-ზე გასცა. ჰერბერტ მაკმასტერის მოვალეობებს 9 მაისიდან ჯონ ბოლტონი გადაიბარებს.ვინ არიან პომპეო და ბოლტონი და რა...

რა უნდა იცოდეთ იტალიაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიები ან უკვე არსებული კოალიციები შექმნიან მთავრობას და აირჩევენ ახალ პრემიერმინისტრს. შესაბამისად პარტია ან კოალიცია რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს განსაზღვრავს იტალიის საშინაო პოლიტიკას და საგარეო კურსს რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იტალიაზე, არამედ ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე ევროპაში და რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე.იტალია ევროპის სიდიდით მეოთხე ეკონომიკას ფლობს და ამასთანავე...

რუსული კერძო სამხედრო კომპანიები კრემლსა და სირიაში

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სირიაში მხოლოდ საჰაერო დარტყმების განხორციელებას, სამხედრო ბაზის ქონას, სირიის ძალების წვრთნას და შეზღუდული რაოდეონობით სპეცრაზმის ყოლას აღიარებს, სხვადასხვა წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად დაქირავებულ რაზმებს იყენებს და ისინი მისიებს და ბრძანებებს რუსეთის სამხედრო ძალებისაგან იღებენ. ერთ-ერთი მსგავსი კერძო სამხედრო კომპანიაა “Wagner Group” რომელიც ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში მომხდარი შეტაკებებისას მოექცა.7...

რა ხდება ირანში - ინტერვიუ ალექსანდრე ლაცაბიძესთან

28 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში გამოსვლები დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ტაბულა კანადაში საქართველოს ყოფილ ელჩს, დიპლომატს და ირანის სპეციალისტს, ალექსანდრე ლაცაბიძეს ესაუბრა.ირანში საპროტესტო გამოსვლები პროდუქტებზე ფასების გაძვირების გამო დაიწყო და...

ინტერვიუ ნასას ასტრონავტ ჰაიდი ფაიფერთან ღია კოსმოსში ყოფნის გამოცდილების შესახებ

აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ნასას ყოფილი ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ჩამოვიდა. ჰაიდი მერვე ქალია, ვინც ღია კოსმოსში გავიდა. მას ღია კოსმოსში ჯამში 34 საათი აქვს გატარებული და ამ მაჩვენებლით ასტრონავტებს შორის 39-ე ადგილზეა.ჰაიდი ფაიფერმა ნასაში 1996 წელს დაიწყო მუშაობა. 2006 წელს კოსმოსური ხომალდით „ატლანტიდა“, ხოლო 2008-ში „ენდევერით“ გაფრინდა კოსმოსში.ტაბულამ ჰაიდი ფაიფერს რამდენიმე კითხვა დაუსვა.როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე?ჯერ-ჯერობით ძალიან...

რას ნიშნავს ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნისა და ევროპისათვის?

კვირას ავსტრიაში ეროვნული საბჭოს არჩევნები ჩატარდა.ეროვნული საბჭო ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს და კონსტიტუციის მიხედვით ზედა პალატაზე ანუ ფედერალურ საბჭოზე და პრეზიდენტზე მეტი უფლება-მოვალეობებით სარგებლობს.  უკანასკნელი მონაცემებით ყველაზე მეტი ხმა (31,5%) ავსტრიის სახალხო პარტიამ დააგროვა და შესაბამისად კანცლერი მათი ლიდერი, 31 წლის სებასტიან კურცი გახდება. მეორე ადგილზე სოციალ დემოკრატები გავიდნენ (26,9%) ხოლო მესამეზე მემარჯვენე პოპულისტური თავისუფლების პარტია (26%)....