ქეთო გიორგობიანი

18 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სტატიები

სამუდამო დისტანცია

„Eternal Distance” – ასე ჰქვია დავით მესხის ფოტოგამოფენას, რომელიც 16 ივნისს, ვენაში, გალერეა anika handelt-ში გაიხსნა. სამუდამო დისტანცია თითქმის ყველაფერთან, რითაც ქართული ვიზუალური ხელოვნება 90-იანებიდან ბოლო დრომდე ინტერესდებოდა – სამოქალაქო ომის, მათხოვარი ბავშვების, ქუჩაში დაყრილი ნაგვის, დანგრეული შენობების, ოსეთ-აფხაზეთის, ეკლესია...

თქვენ იცნობთ ალოის ლუეფს?

  სანგრიით ხელში, თეთრ კოსტიუმსა და ნარინჯისფერ, პალმებიან პერანგში გამოწყობილი, სარკისებრი სათვალითა და ჩალის ცილინდრით – ჩემი რესპონდენტი ევროპელზე მეტად ჰავაის კუნძულების ბინადარს მოგაგონებთ. ის იმდენად ამოვარდნილია ქალაქის საერთო ესთეტიკიდან, რომ ინტერვიუსას, ვენური კაფეს ტერასაზე თითქმის ყველა გამვლელის ყურადღებას იპყრობს.   ცოტამ თუ...

სიცოცხლის მეჯლისი სამყაროს დასასრულის დღეს

2 მაისამდე ცოტა ხნით ადრე, ნიუ იორკის ქუჩები სამყაროს დასასრულის მომასწავებელი ინფორმაციით აჭრელდა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვინმე ფიცპატრიკმა ამ აქციას 140 ათასი აშშ დოლარი „მიუძღვნა”. დღეს უკვე რთული სათქმელია, რამდენად ეფექტურად იმუშავა უცნაურმა კამპანიამ, მაგრამ ფაქტია,  განკითხვის ჟამი არც ნიუ იორკში და არც მის საზღვრებს გარეთ 21 მაისს არ დამდგარა. მეტიც – “სამყაროს დასასრულის” დღეს, ვენაში, ევროპის ყველაზე მასშტაბური ანტიშიდსის ღონისძიება...

ინტერვიუ დიტო ცინცაძესთან

დიტო ცინცაძე ვენაში თავისი ახალი ფილმის დასამონტაჟებლად ჩამოვიდა. პროექტი, პირობითი სახელწოდებით – Invasion (შემოჭრა) – გერმანულ-ავსტრიული პროდუქციაა, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი გერმანელი მსახიობი ბურგჰარტ კლაუსნერი („კაცი საელჩოდან”) და მერაბ ნინიძე ასრულებენ. Invasion-ში ავსტრიელი როკ-მომღერლის, ანა ფ.-ის დებიუტი შედგება. ფილმში მოქმედება ერთ სივრცეში – კლაუსნერის პერსონაჟის სახლში ვითარდება. Invasion თქვენი და მერაბის მეორე ერთობლივი ნამუშევარია.  ...

„არაფრით გამორჩეული” მარტინ პარი

საშუალო ბრიტანელისთვის დამახასიათებელი, არაფრით გამორჩეული გარეგნობა, ჩაცმულობა, მუდამ მომღიმარი გამომეტყველება – ყველაფერი ეს მარტინ პარს, ნებისმიერი კარგი ჯაშუშის მსგავსად, უჩინარს ხდის. 24 მარტს, ვენაში Anzenberger Gallery-მ მარტინ პარისა და რიმალდას ვიკსრაიტისის ფოტონამუშევრების გამოფენა – “The Real World” – გაიხსნა. მოსაწყენამდე არარომანტიკული თემატიკა, მყვირალა ფერები და თავხედურად ახლო დისტანცია ნატურასთან – ჩვენი ყოველდღიურობის „პარისეული...

ქეთევან პაპავა – ქართველი ბალერინა ვენის სახელმწიფო ოპერაში

28 თებერვალს, ვენის სახელმწიფო ოპერაში (Wiener Staatsoper) მარიუს პეტიპას ლეგენდარული დადგმის, „დონ კიხოტის” განახლებული ვერსია წარმოადგინეს.  ბალეტი, რომელიც პეტიპამ პირველად 1871 წელს, პეტერბურგში, დიდ (Каменный) თეატრში დადგა, რუდოლფ ნურიევმა 1966 წელს, ვენის სახელმწიფო ოპერის სცენაზე განაახლა (თავად ნურიევი ბასილის პარტიას ასრულებდა). თითქმის 40 წლის შემდეგ, პეტიპას დადგმის ნურიევისეული ვარიანტი თავის „სამშობლოს”, ვენას სრული ანშლაგით დაუბრუნდა. ...

არაერთდროულობის ერთდროულობა

„გამოფენის მთავარი მიზანი თანამედროვე ხელოვნებაში სიურრეალურის ახლებურად წარმოჩენა, „არაერთდროულობის ერთდროულობის ჩვენებაა”, – განაცხადა Kunsthalle Wien-ის დირექტორმა, გერალდ მატმა ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას ექსპოზიციის წარდგენისას. Never Sleep With A Strawberry In Your Mouth (არასოდეს დაიძინო მარწყვით პირში) – ამ სახელწოდების გამოფენა ვენაში, MuseumsQuåartier-ის (მუზეუმების უბანი) ერთ-ერთ უდიდეს საგამოფენო სივრცეში, Kunsthalle-ში ხუთშაბათს, 17...

ვიენალე – ვენა დისტანციიდან

1962 წელი. მაშინ, როდესაც ბრიტანეთში The Rolling Stones იბადება, ჯონ შლეზინგერის ფილმი A Kind Of Loving ბერლინალეზე ოქროს დათვით ჯილდოვდება, კანში კი მიქელანჯელო ანტონიონის “დაბნელებასა” და რობერ ბრესონის “ჟანა დარკის პროცესს” ჟიურის სპეციალურ პრიზს გადასცემენ – ავსტრიელი კინოჟურნალისტების ინიციატივით, ვენაში პირველი საერთაშორისო ფესტივალი (შემდგომში ვიენალე) იმართება.   ჯერ კიდევ არ დამდგარა 1968 წელი, როდესაც ლუი მალი, რომან პოლანსკი, ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ...