ხატია ღოღობერიძე

3117 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
4 წელი 3 თვე

პოსტები ბლოგიდან

უფლებების ჩამორთმევა, მოძალადეთა ბაზა, უვადო პატიმრობა - სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ

2019 წლის 9 თვეში სექსუალური დანაშაულისთვის პასუხისგებაში 152 პირი მისცეს, ამათგან სრულ უმრავლესობას - 114 ადამიანს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაული.2018 წელს რეგისტრირებული იყო სექსუალური დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.2017 წელს რეგისტრირებული იყო სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი...

ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის - რას გულისხმობს და რას შეცვლის შსს-ს ახალი ინიციატივა

ელექტრონული სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია შემაკავებელ ორდერს გამოწერს და სიტუაციის შეფასებისას ჩათვლის, რომ მსხვერპლის დასაცავად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები. შსს-ს წარმომადგენელი შესაბამის ოქმს შეადგენს, 24 საათის ვადაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ.სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევია, შესაბამისად, ორდერის გარეშე, მას არ გამოიყენებენ. გამომდინარე იქედან, რომ შემაკავებელი ორდერი მაქსიმუმ, ერთ...

"3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

გაფრთხილება: სტატია შეიცავს ნატურალისტურ დეტალებსანა, 25 წლისჩემზე ოჯახური ძალადობის ისტორია როდის იწყება არ ვიცი. ბუნდოვნად მახსოვს როგორ სვამდა მამა, ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი. დიდი, კერძო სახლი გვქონდა. მახსოვს ხრეშზე მანქანის საბურავების ხმა და ფარების შუქით განათებული ჭიშკარი... მერე მამას მძიმე, არეული ნაბიჯები და აგრესიული სახე, როგორ ათვალიერებდა სახლს, საჩხუბრად საბაბი რომ ეპოვა. მახსოვს დედას რამდენიმე საათიანი ნერვიული მოლოდინი და მისი გათეთრებული თითები ჩემი და ჩემი ძმის კანზე - წინა...

ყოფილი თანამშრომელი დეპუტატის წინააღმდეგ - ინტერვიუ ილია ჯიშკარიანის ადვოკატთან

ტაბულა უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს როგორც ილია ჯიშკარიანთან, ასევე, მის ადვოკატთან ინტერვიუს ჩაწერას. აღკვეთის ღონისძიების გასვლითი სხდომის შემდეგ, რომელიც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ჩაატარა, შესაძლებელი გახდა ინტერვიუს ჩაწერა მარიამ კუბლაშვილთა.​ადვოკატი ტაბულას ძირითად კითხვებს არ პასუხობს, იმ არგუმენტით, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ გაცნობია. ის არ საუბრობს არც იმაზე, რას ჰყვება თავად ჯიშკარიანი 30 სექტემბერზე. კითხვების ნაწილმა მარიამ კუბლაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რის...

"რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი" - უვადო მოსამართლეობის მსურველი თამთა თოდაძეზე

აღსანიშნავია, რომ შავაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველთა თავდაპირველ სიაში მოხვდა, სადაც 50 ადამიანი იყო, თუმცა შემდეგ საფეხურზე ვერ გადავიდა.ფეისბუქ პოსტი მან უკვე წაშალა. აღარ იძებნება არც ის გვერდი, სადაც ანალოგიური და სხვა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერა. თუმცა, ტაბულამ მოახერხა ე.წ. სქრინშოთების შენახვა.მაგალითად, უვადო მოსამართლეობის მსურველი თამთა თოდაძის შესაძებ ასევე წერს:"არის ასეთი კატეგორიის ქალები, იღგზნებიან გინებით, ცემით, ფურთხებით,...

"არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

იმის გამო, რომ პროკურატურა მას ამ დრომდე არ მიიჩნევს დაზარალებულად, საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს თამთა თოდაძის ადვოკატს. მან მხოლოდ პროკურორზე დაყრდნობით იცის რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. თამარ ლუკავასთვის ასევე უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს გამომძიებლებმა.თამთა თოდაძე ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა მართლმსაჯულება და კანონის მიხედვით მოძალადის დასჯა."რადგანაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მოხდა ჩემი დაზარალებულად ცნობა და რადგანაც ამ დრომდე არ მოხდა რიგი...

ლომჯარია: ძალადობაზე რეაგირება უნდა ყოფილიყო, სადავოა - რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა

როგორ აფასებთ 20 ივნისის აქციას - შეძლეს თუ არა მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა და ხელისუფლებამ რეაგირება მათ მოთხოვნებზე?შეძლო თუ არა ხელისუფლებამ ეფექტური რეაგირება მოთხოვნებზე, ეს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს უნდა ჰკითხოთ.რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, ის დაიწყო მშვიდობიანი ფორმით, სამართლიანი პროტესტის გამოსახატად სპონტანურად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთმა ჯგუფმა დაიწყო აგრესიული, ძალადობრივი...

"მარტო ვერ ვრჩებოდი, მეგონა, გავიგუდებოდი" - რა ვიცით პოსტსამშობიარო დეპრესიაზე

"შემოსასვლელში გრძელი სარკე გვედგა. საკუთარი თავი რომ არ დამენახა, დიდი ნაჭერი ჩამოვაფარე"."ოთახშიც ვეღარ ვრჩებოდი მარტო, მეგონა, რომ გავიგუდებოდი. მეშინოდა, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი რისი. გარეთ გავრბოდი ბავშვთან ერთად და საათობით ეზოში ვიყავით, რადგან სახლში მარტო მიწევდა დღის განმავლობაში ყოფნა".სამშობიაროდან რომ დავბრუნდი და კარი შევაღე, კედელზე დაკიდებულ დიდ სარკეში დავინახე ვიღაც სრულიად უცნობი, გაფითრებული ადამიანი. ერთადერთი, რაც მინდოდა, ხმამაღლა მეჯღავლა. მაგრამ ჩემი...

ვინ აფინანსებს "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ხელახალ ჩაწერას, სადაც ქალებს არ ამღერებენ

სიმღერის პრემიერა ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტის ფარგლებში შედგება, რომლის ორგანიზატორი გიორგი ტეტიაშვილი და სტუდია "1, 2, 3" არიან. კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.ტეტიაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერი თბილისის მერიაა, ხოლო ფინანსური კულტურის სამინისტრო. მისი განმარტებით, კულტურის სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა უკვე აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - უწყებას წერილითაც მიმართა და პასუხს ელოდება.რაც შეეხება ჯემალ სეფიაშვილის...

იღებდა თუ არა დევდარიანი ფულს CiDA-სგან გადადგომის შემდეგ - განსხვავებული პასუხები

სალომე ზურაბიშვილი ტაბულასთან ადასტურებს, რომ მის წინამორბედს, ზვიად დევდარიანს თანამდებობის დატოვების შემდეგ ორგანიზაციის კუთვნილი ნაღდი ფული მისცა. მისი თქმით, ეს დევდარიანის ბოლო სამუშაო თვის ანაზღაურება და ოფისის იჯარა იყო, რომელსაც ორგანიზაცია დევდარიანის ცოლისგან ქირაობდა.სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ ამ პერიოდში ის მოვალეობის შემსრულებელი იყო და ფინანსურ დოკუმენტს მისი გაყალბებული ხელმოწერა აქვს."ეს იყო ერთი შემთხვევა. დევდარიანი 23 მარტს გადადგა თანამდებობიდან, მარტის...