ქეთი ზუკაკიშვილი

17 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

ქეთი ზუკაკიშვილი არის ჟურნალი „ტაბულას“ მსოფლიო განყოფილების მიმომხილველი. მისი სტატიები საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზს გთავაზობთ. ქეთი „ტაბულას“ გუნდს 2012 წლიდან შემოუერთდა. 2012 წელს მან მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომი. ასევე, სხვადასხვა დროს სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტსა და უტიკა კოლეჯში (აშშ).

ამჟამად არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრანტი.

სტატიები

ევროპის მოტაცება

1 ივლისს ევროპარლამენტმა ახალი შემადგენლობით განაახლა მუშაობა. მაისში გამართული არჩევნების შემდეგ ევროპული სათათბირო ორგანოს უმრავლესობაში კვლავ კონსერვატორი სახალხო პარტია რჩება, თუმცა ახალი მოწვევის პარლამენტში ევროსკეპტიკოსი პოპულისტი დეპუტატების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა – 30% მოხვდა. შედეგად, ისტორიაში პირველად, ევროპული იდეის მოწინააღმდეგეებს შანსი ეძლევათ, 28-წევრიანი ბლოკის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ.ევროპარლამენტი ევროკავშირის 4 მთავარი ინსტიტუციიდან ერთ-ერთია და...

ერდოღანი ყველას წინააღმდეგ

რამდენიმე თვეში თურქეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. რესპუბლიკის 90-წლიანი არსებობის მანძილზე პირველი პირდაპირი არჩევნებისთვის მზადება სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. აგვისტოს არჩევნებში მთავარი კანდიდატები არიან მოქმედი პრეზიდენტი აბდულა გიული და პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თუმცა ერდოღანის საპრეზიდენტო ამბიციებს რეალური საფრთხე არა გიულის, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსლიმი ლიდერის – ფეთულა გიულენის მხრიდან ემუქრება.[[{"fid":"50329","view_mode":"content_image_aside","...

ჩინური საპნის ბუშტი

ჩინეთის ეკონომიკა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სიდიდით მეორეა და ზრდას განაგრძობს. შედეგად, ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ აზიური გიგანტის მომავალი ეკონომიკური ჰეგემონიისა და ახალი გლობალური ძალთა ბალანსის შესახებ. ბოლო 30 წლის განმავლობაში საშუალო 10%-იანი ზრდის მიუხედავად, ჩინეთი დღემდე რჩება ქვეყნად, სადაც ათეულობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობს. ამდენად, მკვლევრების დიდ ნაწილს კომუნისტური პარტიის „ჩინური ოცნების" ახდენა არარეალისტურად მიაჩნია.ისტორიული გამოცდილება...

თურქეთის გეზი

თურქეთი რეგიონული ლიდერის როლს აღარ სჯერდება. ტრანსკონტინენტური რესპუბლიკის გლობალური ამბიციები განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა. პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაპირებები „განახლებული თურქეთის" შესახებ NATO-ს სტანდარტების არმიის, სწრაფად მზარდი ეკონომიკისა და მულტიპოლარული საერთაშორისო კლიმატის ფონზე საკმაოდ რეალისტურია, თუმცა გასათვალისწინებელია სერიოზული გამოწვევებიც.ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია(AKP) თურქეთს 2002 წლიდან მართავს. ცენტრისტულ-მემარჯვენე AKP სოციალურ...

რადიკალიზმის ახალი ტალღა ევროპაში

ევროპაში ექსტრემისტული პარტიების პოპულარობა მატულობს. ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგები და საზოგადოებრივი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ახლო წარსულში მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფები იდეოლოგიური ცენტრის ორივე მხარეს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებად ყალიბდებიან.ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის სამხრეთში, ვარის ოლქში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის კანდიდატის გამარჯვებამ ტრადიციული პარტიების შეშფოთება და ევროპის იდენტობის კრიზისზე განახლებული საუბრები გამოიწვია. საქმე...

ვილნიუსის სამიტის მოლოდინში

აღმოსავლეთის პარტნიორობის მეოთხე წლისთავზე ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთი სამეზობლო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ნოემბრის ვილნიუსის სამიტის წინ ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი არაერთგვაროვან შედეგებს ელიან.ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, სამიტზე უნდა მოხდეს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სომხეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან მსგავსი ხელშეკრულების პარაფირება, აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ტექნიკური...

რეცესია à la française − თავისუფლება, თანასწორობა, უმუშევრობა

„როგორ უნდა მართო ერი, რომელსაც ყველის ორას ორმოცდაექვსი სახეობა აქვს?!" – ქილიკობდა ფრანგების მუდმივ აზრთა სხვადასხვაობასა და ერთფეროვნების სიძულვილზე მეხუთე რესპუბლიკის ფუძემდებელი შარლ დე გოლი. „ატლანტიკიდან ურალამდე" თავისუფალი ევროპის იდეის ავტორი პირდაპირი კენჭისყრით არჩეული პირველი პრეზიდენტი იყო, მას შემდეგ კი ადამიანის უფლებების სამშობლოს ძირითადად მემარჯვენე და ცენტრისტი პოლიტიკოსები მართავდნენ. ფრანსუა ოლანდი 50 წლის მანძილზე მეორე სოციალისტი პრეზიდენტია.ოლანდმა ელისეს სასახლეში ბინა...

პოსტკომუნისტური ევროპის „დაბრუნებული” ლიდერები

ბუდაპეშტი უპრეცედენტო წყალდიდობასთან ერთად, პოლიტიკურ სკანდალებთან გამკლავებასაც ცდილობს. ბოლო დროს, უნგრეთის ხელისუფლების მიერ ევროპული პრინციპებიდან გადახვევა საერთაშორისო საზოგადოების განსჯის საგანია.კრიტიკოსების აზრით, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ქვეყნის „მოდერნიზაციისა" და „კომუნისტებისგან გაწმენდისკენ" გადადგმულ ნაბიჯებს არაერთი პრობლემა ახლავს თან. ორბანის მოწინააღმდეგეები პრემიერის ავტორიტარიზმზე და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე პარტიული კონტროლის დამყარებაზე საუბრობენ, მომხრეები კი...

სერბეთი და კოსოვო შეთანხმდნენ

სერბეთმა და კოსოვომ ომის დასრულებიდან თოთხმეტ წელიწადში პირველ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის 10-რაუნდიანი მედიაციის შედეგად, სერბეთის პრემიერმინისტრმა ივიცა დაჩიჩმა და მისმა კოსოვოელმა კოლეგამ ჰაშიმ ტაჩიმ 15-პუნქტიან პაქტს მოაწერეს ხელი.შეთანხმება ფორმალურად კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკურად სერბი უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ბევრად სცდება მხოლოდ აღნიშნული რეგიონების საზღვრებს და...

ამერიკა და ევროპა ეკონომიკურ NATO-ს ქმნიან

უახლოეს მომავალში შესაძლოა მსოფლიო უპრეცედენტო სავაჭრო შეთანხმების მომსწრე გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებს გასცდა და აქტიურ ფაზაში შევიდა. ყოველწლიურ საპრეზიდენტო მიმართვაში ბარაკ ობამამ ტრანსატლანტიკური სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ კი შეთანხმებას ორი წამყვანი ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობა...