ქეთი ზუკაკიშვილი

17 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

ქეთი ზუკაკიშვილი არის ჟურნალი „ტაბულას“ მსოფლიო განყოფილების მიმომხილველი. მისი სტატიები საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზს გთავაზობთ. ქეთი „ტაბულას“ გუნდს 2012 წლიდან შემოუერთდა. 2012 წელს მან მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომი. ასევე, სხვადასხვა დროს სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტსა და უტიკა კოლეჯში (აშშ).

ამჟამად არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრანტი.

სტატიები

ევროკავშირიდან გასვლის საკითხს ბრიტანეთი რეფერენდუმით გადაწყვეტს

გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლებელია ევროკავშირი დატოვოს. მსგავსი პროგნოზები განსაკუთრებით რეალური ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი ბრიტანელებს ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა. ევროსკეპტიკური განწყობები ბრიტანეთისთვის ისტორიულადაა დამახასიათებელი, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა ისინი კიდევ უფრო გაამძაფრა. 2008 წელს...

აღმოსავლეთ აზიის პოლიტიკური დინასტიები

„ზეცისგან გამოგზავნილი” მმართველი კიმ ჩენ ირი პექტუს წმინდა მთის მწვერვალზე მაშინ დაიბადა, როცა მამამისი იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდა. კორეის ნათელი მომავლის შემოქმედის, „პიქტუს მთის კაშკაშა ვარსკვლავის” გარდაცვალებისას კი, მწვერვალები წითლად შეიფერა და არემარე მისტიკური ვულკანის ხმამ გააყრუა. გჯერათ თუ არა ამ ისტორიის, თქვენი გადასაწყვეტია,...

არჩევითი პოლიციის უფროსები

ნოემბერს ინგლისსა და უელსში უჩვეულო არჩევნები გაიმართა: მოსახლეობამ, უფრო სწორად, ხმის უფლების მქონეთა 15%-მა, ადგილობრივი პოლიციის უფროსები აირჩია. ახლადარჩეული კომისრები 41 საპოლიციო ოლქს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ, მუშაობის მთავარ მიმართულებებსა და საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავენ და ყოველწლიური ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 65-დან 100 ათასამდე...

ცვლილებები საუდის არაბეთში

საუდის არაბეთის მმართველ წრეში მნიშვნელოვანი სიახლეა: „ორი წმინდა მეჩეთის მცველმა“ მეფე აბდულამ შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა. მეფის ნახევარძმა, პრინცი აჰმედ ბინ აბულაზიზი საკუთარმა ძმისშვილმა, 53 წლის პრინცმა მუჰამედ ბინ ნაეფმა ჩაანაცვლა. ნავთობიმპერიაში, სადაც ჯერ კიდევ უცნობია 88 წლის მონარქის მემკვიდრის ვინაობა, მოულოდნელი მანევრი ტახტისთვის კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. საუდის არაბეთი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორია, ამდენად, ქვეყნის მმართველ წრეებში მიმდინარე პროცესებს...

დემოკრატიის კრიზისი

უნგრეთი დემოკრატიული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში დღესდღეობით მილიონი სამუშაო ადგილით ნაკლებია, ვიდრე ოცი წლის წინ. Freedom House-ის ყოველწლიურმა კვლევამ უნგრული მედია „თავისუფალის“ კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფლებში“ გადაიყვანა. საერთაშორისო არენაზეც, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს საუბრობენ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პოლიტიკური ძალის არადემოკრატიულ გადახვევებზე. დემოკრატიის კრიზისი ცენტრალური ევროპის 10-მილიონიან სახელმწიფოში ორი წლის წინ დაიწყო. 2010 წლის საპარლამენტო...

პარტიებით გადაღლა

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო პარტიული აქტივობა შეინიშნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 21 საარჩევნო სუბიექტი. პარტიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხზე. წინასაარჩევნო პროცესში სამოქალაქო აქტივობის უზრუნველსაყოფად საქართველოში საკანონმდებლო იძულებას მიმართეს და ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს სატელევიზიო ეთერი დაუთმეს. პოლიტიკურ პროცესებში მსგავსი ხელოვნური...

მიტ რომნი უკანასკნელი დღის კანდიდატი

ამერიკული ტრადიციის მიხედვით, სკოლის მოსწავლეები დროშის წინაშე ფიცს დებენ და „ღმერთის მფარველობის ქვეშ მყოფ განუყოფელ ერს” ერთგულებას ეფიცებიან. ფიცის წარმოთქმისას ათეისტები სიტყვა „ღმერთს” ტოვებენ, შტატებში გავრცელებული 300-ზე მეტი რელიგიის წარმომადგენლები კი საკუთარი სარწმუნოებით ამაყობენ.ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად შეკავშირებული...

ელექტრონული მუსიკა და თუშეთი

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჰიმალაის მთებმა კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება – 16 მაისს, მერას მწვერვალზე, ზღვის დონიდან 6476 მეტრის სიმაღლეზე, ისტორიული კონცერტი გაიმართა. ბრიტანელი მუსიკოსის, ოზ ბაილდენის და მისი საქველმოქმედო ფონდის – Music4children მიერ ინიცირებულმა ცოცხალმა შესრულებამ სიმაღლის ყველა რეკორდი მოხსნა და ამით ნეპალის ობოლთა თავშესაფარს არსებობა შეუნარჩუნა. საქართველოში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის...

იძულებითი დაზღვევა საჩუქრად ძიძა სახელმწიფოსგან

ბრო­კო­ლი კომ­ბოს­ტო­სებ­რ­თა ოჯა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­ა. Brassica oleracea-ს ეს სა­ხე­ო­ბა საკ­ვე­ბად ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვის მე­ექ­ვ­სე სა­უ­კუ­ნი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და აშ­შ­-­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ბრო­კო­ლის ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით სა­ო­ჯა­ხო ჟურ­ნა­ლებ­ში, თუმ­ცა მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რით ამე­რი­კუ­ლი მე­დია ბო­ლო დროს და­ინ­...

ამერიკის კონგრესი გაეროს დაფინანსების შემცირებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, აშშ-ის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მოსალოდნელზე ნაკლებს – 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებენ. თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი 4 მილიარდს შეადგენდა, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტი შემცირებული ხარჯებით დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და სამშვიდობო მისიებისთვის ხარჯების შემცირებას, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის, UNESCO-სა და...