ლარა ჯამარაული

18 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

სოციალისტებმა ორმაგი მანდატი მიიღეს

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 57.70%-იანი გამარჯვებით სოციალისტურმა პარტიამ ქვედა პალატის აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუმ განაცხადა, რომ პარლამენტში 331-მანდატიანი წარმომადგენლობა მათ ცვლილებების ახალი კანონებით განხორციელების საშუალებას მისცემს. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებს ხშირად საპრეზიდენტო...

ცენზურა პოსტრევოლუციურ ტუნისში

ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძო ტელეარხის ხელმძღვანელი ნაბილ კარუი ფრანგული ფილმის, „პერსეპოლისის” ჩვენებისთვის დაჯარიმდა. ამ პროცესმა სეკულარისტებსა და ისლამისტებს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა. სასამართლომ ტელეკომპანიის უფროსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ზნეობრივი ღირებულებების ხელყოფისთვის ცნო დამნაშავედ. ანიმაციური ფილმი, რომელმაც...

სტრასბურგის სასამართლოს რეფორმა დაიწყო

ბრაიტონში გამართულ კონფერენციაზე ევროსაბჭოს 47-მა წევრმა სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმას მხარი დაუჭირა. დისკუსია ძირითადად საერთაშორისო სასამართლოს მომავალსა და შიდა სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის იმპლემენტაციას ეხებოდა. სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების საჭიროება გასული თვეების განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა არაერთხელ გააჟღერა. მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ აბუ ქატადას დეპორტაცია მიზანშეუწონლად მიიჩნია და პატიმრებისთვის...

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დაადანაშაულა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კატინის საქმეში რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, როცა გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადა. ასევე, მოსკოვის პასუხი ტრაგედიის მსხვერპლთა ნათესავების მცდელობებზე, გაერკვიათ სიმართლე, სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა. ევროპული სასამართლოს თქმით, მოსკოვმა საქმესთან დაკავშირებით გარკვეული მასალები გაავრცელა, თუმცა ძირითადი ნაწილი პოლონური მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია. რუსეთის წინააღმდეგ...

შვეიცარია გერმანელი საგადასახადო ინსპექტორების დაპატიმრებას ესწრაფვის

შვეიცარიამ ეკონომიკური შპიონაჟის ბრალდებით სამი გერმანელი ჩინოვნიკის დაპატიმრების ორდერი გასცა. არაა გამორიცხული, რომ მათზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდეს. 2010 წელს სამმა გერმანელმა თანამდებობის პირმა, სახელმწიფოს სახელით, 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა დისკი, რომელზეც შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის გერმანელი კლიენტების საბანკო რეკვიზიტები იყო განთავსებული. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გერმანიის საფინანსო ორგანოებმა, გადასახადებისთვის თავის ამრიდებლებს მოუწოდეს, რომ ოფიციალური გამოძიების...

გრძელი გზა დემოკრატიისაკენ

პირველ აპრილს მიანმაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მასში, ოცწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქვეყნის სახალხო გმირი, აუნ სან სუ ჩჟი მიიღებს მონაწილეობას. ჩჟის საკუთარი პარტიის – ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის – მხარდასაჭერად, ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა სახელმწიფო მედიით გამოსულიყო....

ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირებას ცდილობს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებებით, პერიოდულად დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილებას იწვევს. 2005 წელს სასამართლო ბრიტანეთისგან კანონში ცვლილებების შეტანას და პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას მოითხოვდა. წელს კი, მიუხედავად ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აბუ ქატადას იორდანიაში დეპორტაცია დაუშვებელია. მოსამართლეთა რწმენით, მას დეპორტაციის შემთხვევაში, ტერორისტული დანაშაულებისთვის, წამებით მიღებული ინფორმაციის...

უნივერსალური მართლმსაჯულება სირიის მაგალითზე

სირიის მთავრობის წევრებს ათასობით ადამიანის დახოცვისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევთ. გაეროს ოფიციალური განცხადების თანახმად, თანამდებობის პირების საიდუმლო სიის სათავეში პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადია. სირიის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა...

საბერძნეთს ანტიკრიზისული პაკეტი დაუმტკიცეს

ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა  ბრიუსელში გამართულ შეხვედრზე საბერძნეთს 130 მლრდ აშშ დოლარის ანტიკრიზისული პაკეტი დაუმტკიცეს. ეს თანხა ძირითადად საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებასა და კერძო სექტორის სტიმულირებას მოხმარდება. რამდენიმე დღით ადრე, საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტმა   ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა შეასრულა და ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად შეკვეცა, რაც 130 მილიარდიანი ტრანშის მიღების წინაპირობად იყო დათქმული. ამ მოთხოვნის შესასრულებლად ქვეყანას  ...

შპს კრემლი

კორპორატიული სახელმწიფოს – რუსეთი,inc-ის, როგორც ამერიკელი ეკონომისტი კლიფორდ გედი უწოდებს, მშენებლობა პუტინმა რვა წლის წინ, ნოვოსიბირსკის აეროპორტში, იმ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებით დაიწყო. პუტინის ხელისუფლებამ მას ЮКОС-ის აქციების ნაწილი საგადასახადო ბრალდებით ჩამოართვა. მოგვიანებით კომპანიის ძირითადი აქტივიც გაუყიდეს. ამით რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი სპონსორი და ყველაზე ძლიერი ალტერნატიული ძალა...