ლაშა ხეცურიანი

1 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

სტატიები

მანიაკალურ-დეპრესიული ქართველობა

"რა აიძულებს კაცს, თავისი ქვეყნისთვის ომში წავიდეს და თავი გაწიროს", - კითხულობს ნობელის პრემიის ლაურეატი ელიას კანეტი თავის ჯგუფის ფსიქოლოგიის შემსწავლელ ფუნდამენტურ ნაშრომში "მასა და ძალაუფლება“ - რა არის ის განსაკუთრებული, რომელიც მუდმივად თვლემს ერის ცნობიერებაში და დროდადრო (ომის დაწყების შემთხვევაში) რელიგიური რწმენის მსგავსად გამოვლინდება"?ავტორს აინტერესებს თუ რა განაპირობებს ეროვნულ მიკუთვნილებას, როგორ ფორმირდება პიროვნებაში "ქართველობის", "...

"რუსული სული"

Умом Россию не понять,Аршином общим не измерить:У ней особенная стать –В Россию можно только верить(ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხისადმი პატივის მიგებით)ხშირად სასაუბრო ენაში უცნაურ პოპულარობას იძენს რაღაც ფრაზა, იქნება ეს ამონარიდი მხატვრული ნაწარმოებიდან, ანეკდოტი, რეპლიკა კინოსურათიდან, ღმერთმა იცის საიდან მოტანილი გაცვეთილი ციტატა თუ ორიგინალური გამონათქვამი. ასეთი ფრაზის გავრცელება თუ დროის გამოცდას უძლებს, იმიტომაც ხდება, რომ ის პირდაპირ თუ კოდირებული სახით მიანიშნებს წარმომქმნელი საზოგადოების...

წმინდა მამები ბრძანებენ

ჩემს ყმაწვილკაცობაში გავრცელებული ფრაზა „ქურდებმა გადაწყვიტეს” მნიშვნელოვან აზრობრივ დატვირთვას ატარებდა. აქ იგულისხმებოდა, რომ კონკრეტულ საკითხზე ამ საკითხის მცოდნე პირებმა იმსჯელეს და სიმართლე დაადგინეს.ეპისტემოლოგიაში ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთ კრიტერიუმს ავტორიტეტისადმი აპელირებას უწოდებენ. იმ პირის აზრი, რომელსაც მოცემულ საკითხზე მნიშვნელოვანი გამოცდილება და საექსპერტო ცოდნა აქვს, გამოიყენება როგორც მტკიცებულების სისწორის შემფასებელი სტანდარტი.გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების...

ოცნების ბუშტი

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინგერმა რაღაც თვალთმაქცობით შეაღწია „განკითხვის დღის" მიმდევარ რელიგიურ კულტ „მაძიებლებში". ამ კულტის წევრებს სწამდათ, რომ 1954 წლის 21 დეკემბერს კაცობრიობას ღვთის მიერ მოვლენილი წარღვნა გაანადგურებდა. განადგურება მხოლოდ „მაძიებლებს" ასცდებოდა - დედამიწაზე განვითარებული კატაკლიზმის დროს უცხო პლანეტიდან მოფრენილი საჰაერო ხომალდი კულტელებს კარს გაუღებდა და აპოკალიფსს კოსმოსურ სივრცეში განარიდებდა. აღსანიშნავია, რომ „მაძიებელთა" უმრავლესობა სრულად განიძარცვა...

ევროპული და ორთოდოქსული კულტურები

ქართული საეკლესიო იერარქიის ამომავალმა ვარსკვლავმა, მეუფე იაკობმა, 17 მაისის დარბევის შემდეგ ერთგვარი სიამაყით გამოაცხადა - ევროპა ისეთებს მიგვიღებს, როგორებიც ვართო. თავად ამ განცხადებაში მოულოდნელი არაფერია. მართლაც, თუ ბულგარეთი და საბერძნეთი მიიღეს ევროკავშირში, რატომ არ შეიძლება იგივე შეთავაზება საქართველომაც მიიღოს. მიუხედავად საქართველოში გამეფებული ანტიევროპული გამოხდომებისა - რელიგიური და სექსუალური შეუწყნარებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, ეკლესიის უხეში ჩარევა საერო...

Passage a l'acte და ქართველი უყვ-რებო პოლიტიკოსები

ინგლისურ ენაში მამაკაცური პოტენციის სიმბოლო მამრის რეპროდუციული სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვაა, testicles, სლენგით balls, ქართული შესატყვისით, ყვ-რები, ან კვერცხები.ბუნებრივად ჟღერს როცა მამაცი საქციელის ჩამდენს ყვ-ებს უქებენ -"he has balls"! - ქართულ ენაში სიმამაცე უკანალის ქონაში გამოიხატება - „ტ -აკი აქვს", „ტ-აკიანი კაცია" და ა.შ. როცა 17 მაისს გავეშებული 20 ათასი ქართველი მამაკაცი ოციოდე გეი უფლებების დამცველი ახალგაზრდის, ძირითადად გოგონების, ჩაქოლვის მიზნით პოლიციის სიმბოლურ...

უკუღმა მითები

ეს წერილი გამიზნულია ყველა ჩემი მეგობრისადმი, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ ან მათ მხარდამჭერთა რიგებს განეკუთვნებიან. რადგან მათ მორალურ ღირსებებში ან ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი აქამდე არ შემპარვია, ქვემოთ მოყვანილი აზრების გაქარწყლებაში მათ რეაქციას მოუთმენლად ველი. დავიწყებ ფილმის მაგალითით. კლასიკური ვესტერნის, „კაცი, რომელმაც მოკლა ლიბერთი ვალანსი“, სიუჟეტი კულმინაციას აღწევს, როდესაც მთავარი გმირი შტატის სენატორი (ჯეიმს სტიუარტი თამაშობს), ცნობილი ბანდიტის,...