ლაშა გოდუაძე

87 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 2 თვე

სტატიები

ფრაზები: როჯერ ფედერერი

ბევრი თვლის, რომ როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. ამ მოსაზრებას ზოგი არ ეთანხმება – სხვა ფავორიტები ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ვერ უარყოფენ, რომ: დიდი მუზარადის ყველაზე მეტი ტურნირი შვეიცარიელმა მაესტრომ მოიგო; პროტურში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა მან გამოიმუშავა; სხვა არავინ ყოფილა რეიტინგის პირველი ნომერი 300 კვირის განმავლობაში; მის გარდა...

რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ

ნაკრები ნაკრებს ემსგავსება... საქართველო სწორი გზით მიდის... ამ გუნდს ორივე თამაშის მოგება შეუძლია... მორიგი ოფიციალური მატჩების წინ სწორედ ასე აფასებდნენ ეროვნულის ყოფილი ფეხბურთელები და ქართული კლუბების მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შანსებს და ზოგადად, მის დღევანდელ მდგომარეობას. საბოლოოდ რა? ორი გასვლითი მატჩი და ერთადერთი ქულა: ფინეთში 1:1, ბელარუსში 0:2...

ფრაზები: კობი ბრაიანტი

ორჯერ დაასახელეს NBA-ს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ. ოთხჯერ აღიარეს ყველა ვარსკვლავის მატჩის რჩეულად. ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. ათჯერ შეიყვანეს NBA-ს პირველ გუნდში. თოთხმეტჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში. მას შავ მამბას უწოდებენ და ის NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ის კობი ბრაიანტია, კალათბურთის ლეგენდა.  ...უშიშარი ბავშვი ვიყავი:...

ლივერპულს ახსოვს: 96

...ლივერპულის ანგლიკანური ტაძრის ეზოში, ლოდზე, 96 ადამიანის სახელი და გვარია ამოტვიფრული. სამხრეთით, გარეუბან სედლიში კი ამ ხალხის უკვდავსაყოფად ვარდების ბაღია, რომლის ჭიშკარსაც ეს წარწერა ამშვენებს: „ლივერპულს ახსოვს”. 1989 წლის 15 აპრილს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალში ლივერპული ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდა. თამაში, რომელიც შეფილდ უენსდის...

ყველაზე მაღალი წმინდა ადგილი

ხშირად უკითხავთ, თუ რატომ დადის ხალხი მთაში. სახელგანთქმულმა მთამსვლელმა ჯორჯ მელორიმ ამ კითხვას ალალად და ძალიან ლამაზად უპასუხა: იმიტომ, რომ მთები არსებობს. 1953 წლის 29 მაისს, 11:30 საათზე ადამიანმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალიდან, 8848 მეტრზე აზიდული ევერესტიდან გადმოიხედა. ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა თენსინგ ნორგეიმ...

თბილისი 2015: ნაბიჯი მომავლისკენ!

წელს თბილისში ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ეს შეჯიბრება 1991 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. თბილისი ფესტივალის მასპინძელი ყველაზე აღმოსავლეთევროპული ქალაქია და, ამავდროულად, პირველი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ასეთი პატივი ერგო. ევროპის 48 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი – საქართველოში ასეთი...

ილია დათუნაშვილი

წელს თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: დამატებით თამაშში, 18 ნოემბერს ტაშკენტში, მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხა. ის შეხვედრა გულშემატკივრებმა „ოქროს მატჩად” მონათლეს, 1964 წლის დინამო – „ოქროს გუნდად”, ფეხბურთელები – „ოქროს ბიჭებად”. ოქროს მატჩში ილია დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა. 1 სექტემბერს „ოქროს ბიჭი” 75 წლის...

როცა შვიდი ნულის ტოლია

„მე ძალიან კარგად ვიცი ვინ მოიგო ტურ დე ფრანსი შვიდჯერ. ჩემმა მეგობრებმაც იციან ეს და ყველამ, ვისაც კი ვეჯიბრებოდი. წლების მანძილზე მამოწმებდნენ, მაგრამ არცერთ ანალიზს დადებითი პასუხი არ ჰქონია. როცა საჭირო იყო, ყოველთვის გავდიოდი დოპინგკონტროლს. თუ სისხლი იყო საჭირო, ვაბარებდი. დავიღალე, მომბეზრდა! დღეიდან ბრძოლას ვწყვეტ – ამერიკის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს (USADA) გადაწყვეტილებას სასამართლოში აღარ გავასაჩივრებ”, – ეს განცხადება ლეგენდარულმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა საკუთარ...

ოლიმპიადის გმირები

ლონდონი პირველი ქალაქია, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მესამედ გაიმართა: 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მსოფლიოს ცენტრად იქცა.ზაფხულის XXX თამაშები უამრავი ფაქტის გამო შევიდა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში: სპორტის 8 სახეობაში მსოფლიოს 32 რეკორდი დამყარდა; არაერთი ოლიმპიური შედეგი...

უკეთ, ვიდრე პეკინში?

XXX ოლიმპიური თამაშები საქართველომ 7 მედლით დაასრულა. ლონდონში ქართველმა სპორტსმენებმა ოქრო და სამ-სამი ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს. 20 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალს დაეუფლნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი და თავისუფალის ფალავნები – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მოძმანაშვილი, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი კიდევ ერთი „კლასიკოსი” მანუჩარ ცხადაია და „თავისუფლები”, დავით მარსაგიშვილი და გიორგი გოგშელიძე შედგნენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ...