ლაშა გოდუაძე

87 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 5 თვე

სტატიები

საქართველოს 24-ე ლიცენზია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა სოსო ჯაბიძემ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ის 24-ე სპორტსმენია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხწლეულის მთავარ სპორტულ თამაშებზე წარადგენს. ჯაბიძემ ჩინეთის ქალაქ ტაიუანის საერთაშორისო ტურნირზე 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად დამატებითი შეხვედრის გამართვა მოუხდა – ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი ბალაშ კიში დაამარცხა. ჯერჯერობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით...

ყურადღება: შემდეგი გაჩერება ვიქტორ სანეევი

ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონის მეტროს 361 სადგურს უდიდეს სპორტსმენთა სახელები დაამშვენებს. პროექტი „ლეგენდარული ოლიმპიელები”, რომელიც ქალაქის ტრანსპორტის სამმართველოს ეკუთვნის, დროებითია და თამაშების დასრულების შემდეგ ყველა გაჩერებას თავისი სახელი დაუბრუნდება. ლონდონის მეტროს ახალ რუკაზე ხაზები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვითაა აღნიშნული და სადგურების...

ფეხბურთელთა ტურნირი

ოლიმპიადის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული ნაკრები საფეხბურთო ტურნირის ოქროსთვის ბრძოლას A ჯგუფში დაიწყებს. მასპინძელთა მეტოქეები სენეგალის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ჯგუფებში გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ: B ჯგუფი – მექსიკა, კორეა, გაბონი, შვეიცარია; C ჯგუფი – ბრაზილია, ეგვიპტე, ბელარუსი, ახალი ზელანდია; D ჯგუფი – ესპანეთი, იაპონია, ჰონდურასი, მაროკო. მეოთხედფინალში ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები იასპარეზებენ...

ოლიმპიური ჰიმნი

ოლიმპიური ჰიმნი საგუნდო კომპოზიციაა, რომელიც თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალებზე სრულდება. 1958 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 55-ე სესიაზე თამაშების ჰიმნი დამტკიცდა: დანიის პრინცის, აქსელის ინიციატივით, დელეგატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ჯერ კიდევ 1896 წელს, პირველ ოლიმპიადაზე შესრულებულ ჰიმნს. ტექსტის ავტორი ბერძენი პოეტი კოსტას პალამასია, მუსიკა კი ასევე ბერძენს, სპირიდონ (სპიროს) სამარასს ეკუთვნის. მაშინ, XIX საუკუნის მიწურულს...

ყველაზე სწრაფები

გუშინ, 15 აპრილს, შანხაიში ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მესამე ეტაპი შედგა. სამკვირიანი შესვენების შემდეგ გამართული ჩინეთის დიდი პრიზის გათამაშებაც ისევე საინტერესოდ წარიმართა, როგორც პირველი ორი ეტაპი – ავსტრალიის და მალაიზიის. ძალიან კარგია, რომ წლევანდელი სეზონის დასაწყისი დაძაბულია. შარშანდელი პირველობისგან განსხვავებით, როცა რედ ბულის გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ლამის საწყისი ეტაპებისთანავე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული, ახლა რთულია იმის თქმა, თუ ვინ გახდება სამეფო რბოლების...

ცეცხლის მოლოდინში

საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე დაასახელა ის ათლეტი, რომელსაც ლონდონის წლევანდელი თამაშების ცეცხლოვანი ესტაფეტის საწყისი მონაკვეთის გავლის პატივი ხვდა წილად: ბრიტანეთში დაბადებული ბერძენი მსოფლიოს ჩემპიონი 10კმ-ზე ცურვაში სპიროს გიანიოტისი. გიანიოტისი, ვინც ოლიმპიური ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ერთ-ერთია იმ 500 ბერძენიდან, რომლებიც ანთებული ჩირაღდნით 10-17 მაისს საბერძნეთის რამდენიმე კუნძულს და 34 ქალაქს შემოივლიან. „ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ჩემთვის შინ დაბრუნებას...

უკრაინის სტადიონები

ტაბულამ უკვე გაგაცნოთ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძლის, პოლონეთის სტადიონები. დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ კონტინენტის პირველობისთვის შერჩეულ ოთხ არენას წარმოგიდგენთ – პოლონეთის დარად, ევრო 2012-ის მატჩები უკრაინაშიც ოთხი ქალაქის ამდენივე სარბიელზე გაიმართება. 2011 წლის 9 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებმა კიევში ევროპის 2008 წლის...

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე!

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე იასპარეზებს: ვასილ მაისურაძის გუნდმა ურთულესი ელიტ-რაუნდიდან მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება. პირველ ტურში ფრე ესპანეთთან – 1:1, ორი დღის შემდეგ ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ინგლისთან – 1:0, მესამე და ძალიან მნიშვნელოვან თამაშში კი კვლავ 1:0 უკრაინასთან. საქართველოს ასაკობრივი ნაკრები...

შეთქმულების ოლიმპიური თეორიები

ივლისს, ლონდონში, ზაფხულის საიუბილეო, XXX ოლიმპიური თამაშები დაიწყება, რომელიც 12 აგვისტოს საზეიმოდ დასრულდება. ლონდონი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც მესამედ მიიღებს უდიდეს სპორტულ ფორუმს: მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალაქმა ოლიმპიურ თამაშებს პირველად 1908 წელს, მეორედ კი 1948 წელს უმასპინძლა. კეთილმოეწყო ყველა სპორტული არენა, უკვე მზადაა ოლიმპიური მედლები,...

120 წლის ლივერპული: სიმბოლური ნაკრები

მარტს ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ლივერპულმა 120 წლის იუბილე იზეიმა. დღეს ენფილდროუდელები პრემიერლიგის მოწინავეთა შორის აღარ არიან, მაგრამ ლივერპულში კარგად იციან, რომ ჩავარდნა დროებითია – კლუბს გაცილებით მძიმე წლებიც ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ კენი დალგლიშის გუნდი ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, სეზონს ჩაგდებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: კლუბმა ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო და დიდი შანსია, ასოციაციის თასიც აღმართოს. ქართველ ქომაგებს ლივერპულთან ტკბილი მოგონებები...