ლაშა ბუღაძე

6 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

მშვიდობის სუში

მოკლედ, ასეა: იმას, ვისაც მტკვარზე გადებული, “მშვიდობის ხიდად” წოდებული, ვეება რკინის მონსტრი არ მოეწონება, თურმე, არც პროგრესისა გაეგება რამე და არც ქალაქის განვითარებაზე შესტკივა გული. გვეუბნებიან: ინჟინერ ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ მის თანამედროვეებს, მაგრამ, ჰა, ხომ დაამტკიცა ისტორიამ, რომ არა ჟაკ ეიფელი, არამედ სწორედ კრიტიკულად განწყობილი ხალხი ცდებოდაო. ესე იგი, რა გამოდის? ვიდრე იმას ვიტყოდეთ, მოგვწონს თუ არა ეს თეთრი ვეშაპი („მშვიდობის ხიდად” სახელდებული),...

ხელნაწერები იწვიან, კომპიუტერები არ იმტვრევიან

მოქმედი პირნი: ბებია ბავშვი ბებია: შვილო, პრეზიდენტის თხზულებათა მეორე ტომი გამოვიდა. საინტერესო წიგნია. იქნებ წაგეკითხა? ბავშვი: (თავის პაწია კომპიუტერს უზის - უდიერად) წიგნი რა ჩემი ფეხებია? ბებია: (უჩვენებს) აი, ეს, ბები. ბავშვი: (დაეჭვებული ათვალიერებს) რამდენი კილოა? ბებია: წიგნებს კილოობით არ ზომავენ, იაშა... (ბავშვს იაკობი ჰქვია) წიგნი - წიგნია. ბავშვი: (ყნოსავს წიგნს) ცუდი სუნი აქვს... ბებია: (ესეც ყნოსავს) რატომ, მე მომწონს - სპეცი- ფიკური სუნი აქვს... ქაღალდის....

მრევლი ნაჭუჭში

საქართველოში ახალი პროფესია გაჩნდა: მრევლი. თავწაკრული ქალები - ღირსი დედები და ფანატიკურად თვალებმოელვარე, ნეტარი თინეიჯერი-გოგონები - თავმომწონედ კეკლუცობენ ტელეეკრანებზე და ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის მნიშვნელობას განგვიმარტავენ. თუმცა, სადაა განმარტება, თუთიყუშებივით იმეორებენ ტრადიციულად ეროვნულ-სამორწმუნეო ტექსტებს: “გაერთიანდეს საქართველო...”, “გაბრწყინებულიყოს საქართველო...”, “დაბრუნებულიყვნენ ტერიტორიები...”, “მადლი მოგესხათ......

ზოსიმეს გაფრთხილება

ყველამ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთი ქართულ ენაზე მოსთხოვს პასუხს საშინელ სამსჯავროზე წარმოდგენილ მოქალაქეებს. ჯერ კიდევ როდის წერდა ამის შესახებ იოანე ზოსიმე. პლანეტის მკვიდრნი - იაპონელებით დაწყებული და ნიგერიელებით დამთავრებული - ქართულად ამეტყველდებიან და ქართულ ენაზე მოისმენენ უმაღლეს განაჩენს. ეს ასეა და სხვაგვარად არ გამოვა. შევეგუოთ. ჰოდა, განა უხერხული არ იქნება, რომ ქართულად ალაპარაკებულმა კანადელმა ბევრად ნაკლები შეცდომა დაუშვას თავის საუბარში, ვიდრე იქვე წარმოდგენილმა...

საქართველოს ბესტსელერები

დღეს საქართველოს ბესტსელერებზე მოგიყვებით. ახლა 2010 წელია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართულ ენაზე ვკითხულობთ ქართულად დაწერილ (ან ქართულ ენაზე ნათარგმნ) წიგნებს. თუმცა, მთლად ასე რიხიანადაც არ არის საქმე. საქმე ისაა, რომ საქართველოში 1500 წიგნზე მეტი არ იყიდება... და ესეც წარმატების შემთხვევაში. საქართველოში მხოლოდ ის წიგნი ითვლება ბესტსელერად, რომელსაც 1500 (ჰა-ჰა, 2000) მყიდველი ჰყავს. ო, რა სიამოვნებით დავიკიდებდი სახლში ამ 2000 კაცის (თუ ქალის) ფოტოს... ჩემთვის (და ჩემი...

უწიგნურის 7 მცნება

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასეთ აბრას წავაწყდი ერთ-ერთი ევროპული საკონსულოს მახლობლად: “შეგივსებთ ანკეტას 5 ლარად”.  საბჭოეთმა ბევრი ფობია დამიტოვა, მათ შორის - საკონსულოების, საბაჟოების, ბორტგამცილებელი ქალების და, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უცხოელების და უცხო გარემოში დაბნევა-დეზორიენტაციის შიში... შესაბამისად, რაც საკონსულოში ხდება ან საკონსულოების მახლობლად, ყველაფერი ძრწოლას მგვრის, თავს მაკარგვინებს და მაბნევს. ასეთ დროს საკუთარი ძალების აღარ მჯერა და მგონია, რომ იქ და იმ...