ლევან კალანდაძე

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 5 თვე

სტატიები

ენერგოდამოუკიდებლობა VS ენერგოდამოკიდებულება

ანტიენერგეტიკული კამპანია საქართველოში და მსხვილი საინვესტიციო პროექტების საბოტაჟის ანატომია.საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ისე წმინდა პოლიტიკური და სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით.თანამედროვე მსოფლიოში, ბოლო წლებში სახეზეა ენერგომატარებლებზე მოთხოვნა ზრდის ტენდენცია. საშუალოდ, ყოველწლიური ზრდა 6-8%-ს შეადგენს და ეს ტრენდი ბუნებრივია, არც საქართველოსთვისაა უცხო. შესაბამისად,...

ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არც შენი, არც ჩემი!

გასულ კვირას დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივამ, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომლის ფუნქციაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და პრევენცია წარმოადგენს, ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.აღმასრულებელი ხელისუფლება და ფინანსთა მინისტრი ამ ინიციატივას მიესალმება და იწონებს, ეროვნული...

რატომ ებრძვიან საქართველოში სტრატეგიულ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს?

რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინის გამოძახილი საქართველოშიცოტა ხნის წინ ერთი მეტად საინტერესო დოკუმენტი გამოქვეყნდა - რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა. ბუნებრივია, მსგავსი სახელმწიფო დოკუმენტები და კონცეფციები ყოველთვის ზედმეტად არის გადატვირთული პოლიტ-ეკონომიკური ბელეტრისტიკით და ძირითად ტექსტუალურ ნაწილში უხვად არის, როგორც ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები იტყვიან...

უცხოელი ინვესტორი – მტერი თუ მოყვარე?!

ბოლო დროს როგორც მედიით, ისე სოციალურ ქსელებითა თუ პირადი საუბრებისას ხშირად ვისმენ და ალბათ თქვენც, მოსაზრებას – უცხოელი ინვესტორი ღმერთი ხომ არ არის, რომ მისი ყველა სურვილი და კაპრიზი დავაკმაყოფილოთო. რა თქმა უნდა, არ არის. თავად საკითხის ამგვარი დასმაც – ინვესტორი მტერია თუ მოყვარე, ღმერთია თუ ეშმაკი, თავშივე არასწორია. იგი არც მტერია და არც მოყვარე, არც ღმერთი და არც ეშმაკი.ინვესტორი პრაგმატულად მოაზროვნე (ხანდახან ზედმეტადაც კი), კონკრეტულ შედეგზე, სარგებლის და მოგების მიღებაზე...