ლევან ცხადაძე

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 1 თვე

სტატიები

მუსიკა საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში

ალბათ არცთუ ისე ხშირად დაგვისვამს კითხვა: იყო თუ არა საქართველოში ეგრეთ წოდებული პროფესიული მუსიკის განვითარება შესაძლებელი, ანუ საეკლესიო ან სეკულარულ მუსიკაზე დაყრდნობით ახლის შექმნა და მისი განვითარება, როგორც ეს შუა საუკუნეების ევროპაში მოხდა?კლასიკური მუსიკა საქართველოშიდღეს „პროფესიულ მუსიკას" უწოდებენ კლასიკურ მუსიკას, რომელმაც საქართველოში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს შემოაღწია, მაგრამ ოპერის დიდი მოყვარულები ძალიან სწრაფად გავხდით. როგორც ამბობენ, ვერდის მომავალი მეუღლის ჯუზეპინა...

პუბლიკა და კრიტიკა

„მშვენიერებას ვერ ვეზიარებით მხატვრულ ქმნილებათა პასიური აღქმის გზით, არამედ ჩვენი გონის აქტიური თანამონაწილეობით, რომელიც უფლებამოსილია შეისმინოს, ან არ შეისმინოს მშვენიერის მოთხოვნა".ე. კასირერითუ ხელოვნება ხალხისთვის იქმნება: ანუ პოეზია მკითხველისთვის, მხატვრობა დამთვალიერებლისთვის, მუსიკა მსმენელისთვის და ა.შ., მაშინ მისი შემფასებელიც მისივე აუდიტორიაა. როგორც წესი, სცენა და პუბლიკა ერთმანეთის სარკეა. რა ხარისხის მუსიკაც სრულდება სცენაზე, იმ ხარისხისაა პუბლიკაც. მაგალითად, თუ ორკესტრი ცუდად...

თანამედროვე ძველი მუსიკა

დღეს, როდესაც ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდება, ვითარდება ხელოვნების დარგებიც და ამ განვითარებას მისი სახეცვლილება მოჰყვება. ის ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არა, ზოგს კი უბრალოდ არ სურს მოდას ჩამორჩეს და ცდილობს ყველა ტენდენციას თუ სიახლეს თვალი მიადევნოს. გლობალიზაციის ეპოქაში ძნელია გაარჩიო კარგი და ცუდი. თანამედროვე ხელოვნება ხომ ერთი ქვეყნის ტრადიციას აღარ ეფუძნება: ის მსოფლიო კულტურის ისტორიის სინთეზს მოიცავს. ხელოვნება აღარ არის მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი. მისი მიზანი...