ლექსო მაჭავარიანი

5 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

Pussy Riot: ჩვენ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ

წლის 17 აგვისტოს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რელიგიური სიძულვილის მოტივებით ჩადენილ ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა Pussy Riot-ის წევრებს: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას, მარია ალიოხინას და ეკატერინა სამუჩევიჩს. თავად ჯგუფის წევრებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქცია, რომლის დროსაც საკურთხეველთან პანკ-ლოცვა...

ლადო ბურდული

მუსიკოსობას არ ვაპირებდი. არ იყოს ეს ჩემი, საკუთარ თავს მუსიკოსად ვერ ვხედავდი. რეჟისორობა მინდოდა. ბავშვობიდან ბევრ ფილმში ვარ გადაღებული. მაგრამ ზუსტად იმ დროს დასავლეთიდან პანკმა და ნიუ ვეივმა დაიწყო შემოსვლა. მეც მოსმენა დავიწყე და ცოტა ხანში ხარისხიანი ქართულენოვანი მუსიკის მოთხოვნილება გამიჩნდა. ამ დროს საქართველოში მარტო ისეთი ჯგუფები არსებობდა, როგორიც იყო „ვია 75", „ივერია", „ორერა" და მათთან შედარებით ოდნავ წინ წასული „ნატვრის ხე". კიდევ იყვნენ „ბლიცი", ჭილაშვილები, „მემენტო მორე",...

გელა ჩარკვიანი: ირაკლი

არსებობს მოსაზრება, რომ ირაკლისთვის მისი შემოქმედება იყო პროტესტი საკუთარი ბექგრაუნდის მიმართ. ბექგრაუნდი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ პოზიციას და ირაკლის შემთხვევაში ის უეჭველად იყო მისი ქცევის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი. მაგრამ, ისტორიულად, შვილების პროტესტი უმეტესად მამების იდეოლოგიისა და კულტურული კონსერვატიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. ირაკლისთან ასე ვერ მოხდებოდა, რადგან მე, მისი მამა, ახალგაზრდობაში თავად ვიყავი გარკვეული დოზით კულტურის სფეროში მეამბოხე....

Suicide

ბევრი იცით მუსიკის ისტორიაში ჯგუფი, რომლის წევრებსაც თითქმის ყველა კონცერტზე მისული მსმენელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აფურთხებდა, საჭმლის ნარჩენებს, ფეხსაცმელებს და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუცლელ ლუდის ბოთლებს ესროდა და არცთუ იშვიათად სასტიკად სცემდა კიდეც? ან ბევრი ჯგუფი იცით, რომლის ვოკალისტიც სცენაზე გამძვინვარებული პუბლიკისგან თავდასაცავად ველოსიპედის ჯაჭვით შეიარაღებული გადიოდა და რომლის მთელი მუსიკაც მხოლოდ ერთ და ისიც გატეხილ სინთეზატორზე სრულდებოდა? და თუ საკუთარ შემოქმედებაზე ამ ჯგუფის...

რატომ არ იზრდება საქართველოში ბანანები ?

იმის გათვალისწინებით, რომ „ტაბულას” წინამდებარე ნომერი, წესით, რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, პლაჟიდან ახლად დაბრუნებულმა, მოხერხებულ სავარძელში მოწყობილმა ან ჰამაკში წამოკოტრიალებულმა, გამაგრილებელი სასმელით ხელში უნდა წაიკითხოთ, შევეცდები, დავარღვიო ჩემს სვეტში დამკვიდრებული ტრადიცია და თავი არ შეგაწყინოთ საუბრით ისეთ თემებზე, რომლებმაც შეიძლება ოპონირების სურვილი გაგიჩინოთ. მხოლოდ ინფორმაცია, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პოზიციის გამოხატვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ასე...

ვინ გადაცურავს ზღვას?

ერთ დროს ქვეყნის ყველაზე უფრო ალტერნატიული სატელევიზიო სიხშირე პოლიტიკოსებს გადაულოცეს. არხი, რომლის საშუალებითაც 90-იან წლებში სერგი გვარჯალაძემ, დადა დადიანმა, ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა კულტურული რევოლუციის მოწყობა სცადეს, ვადაგასული საჯარო პირების ასპარეზად გადაიქცა. „შოუბიზ-დაიჯესტი” პარლამენტის პლენარულმა სხდომებმა ჩაანაცვლა, რეაქტიული პოეზია - პარტიული ტრიბუნიდან ნასროლმა ობმოკიდებულმა ლოზუნგებმა. რევოლუცია არ შედგა. დისნეის მულტფილმების ჩვენებისას შეცდომით...

ილიას იდენტიფიკაცია

1937 წელს სტა­ლი­ნის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო ზე­ი­მობს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის 100 წლის იუბი­ლეს. გა­მო­ი­ცე­მა მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, იდ­გ­მე­ბა ძეგ­ლე­ბი, მი­სი სა­ხე­ლი ერ­ქ­მე­ვა ქუ­ჩებ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. იქ­მ­ნე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი, რო­მე­ლიც ჯერ კი...