მალხაზ სონღულაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 4 თვე

სტატიები

სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა

ზოგჯერ ისე გვგონია, რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიის ნაწილია. არადა ეს პირიქით არის დემოკრატია, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რწმენისა და სინდისის თავისუფლება ეს ყველაფერი ნაწილია ადამიანის უფლებებისა. დემოკრატია მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ უფლებებისა.როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიის არსებობას საფრთხე ექმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. არა მხოლოდ ერთსა და ორ უფლებას, არამედ ყველას.ყველამ ვიცით, რომ ამა...

დროა დამთავრდეს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ღირსების ხელყოფა

სრულიად აღმაშფოთებელია დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის სოფელ ადიგენში.ბოლო წლებში კონფლიქტები საქართველოს მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის პერმანენტულ ხასიათს იღებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის საკითხები კვლავ მოუგვარებელია საქართველოში. ხელისუფლება ზოგ შემთხვევაში გულგრილობას იჩენს მსგავსი კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ზოგ შემთხვევაში თავად გვევლინება ამ კონფლიქტების გამღვივებლად და...

ფეშავარის ტრაგედია არ უნდა განმეორდეს

17 დეკემბერს, პაკისტანის ქალაქ ფეშავარში თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალდა: საშუალო სკოლის შენობაზე იერიში მიიტანეს რელიგურმა ფუნდამენტალისტებმა. ისინი დაერივნენ უმწეო ბავშვებსა და მათ მასწავლებლებს და სკოლა ერთ შემზარავ სასაკლაოდ აქციეს. უმოწყალოდ ჩახოცეს 145 ბავშვი და მასწავლებელი. ფიზიკურად დაშავებულია სხვა ათეულობით ბავშვი, ტრამვილებულია ყველა!“ჩვენ დავალებას ვწერდით,” ამბობს პატარა 7-8 წლის აიზაზ ხანი, რომელიც საბედნიეროდ სიკვდილს გადაურჩა, “როცა უცებ სროლის ხმა გავიგონეთ. მასწავლებელმა...

თავისუფლების დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ დებსა და ძმებს

წუხელ ღამით დაიწყო ებრაული დღესასწაული “ხანუქა” (חֲנֻכָּה)  რომელიც რვა დღე გრძელდება. ყოველდღე რვასანთლიან მენორაზე თითო სანთელი ინთება, რაც ამ დღესასაულის მთავარ რიტუალურ სიმბოლოს წარმოადგენს.ხანუქას დღესასწაული ორ მოვლენას იხსენებს ებრაელი ხალხის ისტორიიდან. ერთს იმას, რომ მაქაბელმა ძმებმა ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში იერუსალიმში დაამარცხეს სელევკიდების ბერძნულ-სირიული იმპერია და თავისუფლება მოიპოვეს. მანამდე სელევკიდთა დინასტიის მეფემ ანტიოქოს IV ეპიფანემ ყველაფერი გააკეთა, რომ...

უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

ყველაფერი, რაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუქმნია - თუ იუდეური, თუ ქრისტიანული, თუ მუსლიმური თეოლოგიური პერსპექტივიდან - არის ღმერთადამიანური შემოქმედების ნაყოფი და, შესაბამისად, იგი დიდ მოწიწებასა და გაფრთხილებას საჭიროებს.ვიდრე მე თეოლგიური და ბიბლიური კვლევების სამყაროში აღმოვჩნდებოდი, მანამდე არქეოლოგი ვიყავი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.საყდრისის საკითხის მოგვარების საქმეში, იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც წესით საყდრისის...

აშურა - გლოვისა და თანაგრძნობის გამოხატვის დღესასწაული

დღევანდელ დღეს, ისლამური კალენდრის მიხედვით, სრულდება აშურას დღესასწაული, რომლის ლიტურგული გამოხატულება გლოვასა და მკერდში მჯიღის ცემაშია სიმბოლიზებული. ეს დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრის მუჰარამის თვის მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. ყველა სხვა დღესასწაულისგან განსხვავებით, ამ დღესასწაულს არ ულოცავენ, ამ დღეს უსამძიმრებენ.აშურა წარმოადგენს იმ ბრძოლის გახსენებას რომელიც 680 წელს მოხდა ქარბალაში, დღევანდელი ერაყის მიწაწყალზე. ამ ბრძოლაში წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა იყოს...

ეს დამღუპველია!

ის, რაც მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით ხდება, არა მარტო სამარცხვინო, არამედ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისათვის.მოხეს ამბით გრძელდება ჩვენს ქვეყანაში მუსლიმთა უფლებების დარღვევა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ამცირებენ, მათ სიწმინდეებს ხელყოფენ და მათ მიმართ რელიგიურ შუღლს აღვივებენ.თავზარდამცემი ის არის, რომ ყოველივე ამას ისინი აკეთებენ, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა ავალია და ამაში ჯამაგირებს იღებენ!ჩემთვის პატივია პირადად ვიცნობდე სამცხე-...

ქალების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს

ერთი შეხედვით, მოხისის ამბავსა და ქალების ხოცვას შორის საერთო არაფერია, მაგრამ სინამდვილეში ორივე მოვლენას ერთი ძირი და ფესვი აქვს – ეს არის ჩვენში გავრცელებული სუსტის ჩაგვრის კულტურა. რაღა თქმა უნდა, ძლიერის სუსტზე ბატონობის ამბავი არახალია. ეს ჯერ კიდევ ჩარლზ დარვინმა შეისწავლა და გააანალიზა.საზოგადოების ევოლუციამ, განმანათლებლობისა და რაციონალიზმის ხანამ, XIX- XX საუკუნეების ისტორიულმა პროცესებმა იქამდე მიიყვანეს ჩვენი ცივილიზაცია, რომ სუსტზე მზრუნველობა და დაჩაგრულის გამოსარჩლება საყოველთაო...

ყურბან ბაირამს ვულოცავ მთელ საქართველოს

არაბულად ამ დღესასწაულს ჰქვია იდ ალ-აზჰა  ანუ „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“. ყურბან ბაირამი ამავეს ნიშნავს, ოღონდ თურქულად. ამავე ენიდან არის ქართულში დამკვიდრებული ამ დღესასწაულის სახელი. იგი მთვარის კალენდარზე მომართული მოძრავი დღესასწაულია. წლეულს ეს დღესასწაული 4 ოქტომბერს მოდის. იგი მეორე უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ისლამში.დღესასწაული აგვირგვინებს ჰაჯს ანუ მექაში მომლოცველობას. ჰაჯი ისლამის ხუთი სარწმუნოებრივი ბურჯიდან ერთ-ერთია (პირველი არის რწმენა იმისა, რომ ღმერთი...

მისალოცი წერილი მუსლიმ დებსა და ძმებს

‘იდ მუბარაქ, ჩემო მუსლიმო დებო და ძმებო!გუშინ 28 ივლისს, რამადანის ერთთვიანი მარხვის შემდეგ მთელი დედამიწის ზურგზე ბილიონმა მუსლიმმა დაამთავრეთ მარხვა და იზეიმეთ ‘იდ ალ-ფიტრ-ი ანუ მარხვის გასრულების დღესასწაული ამ დროს თქვენ ლოცულობთ იმისთვის, რომ ღმერთმა მშვიდობა, ბედნიერება და წარმატება მიანიჭოს მსოფლიოს ყველა მკვიდრს.ჩემთვის პატივი იყო, რომ ამ თვეში შემოგერთებიდით მარხვაში და თქვენთან ერთად გამევლო რამადანის თვის სულიერი დისციპლინა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მიუხედავად ხანგრძლივი...