მალხაზ სონღულაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

ყურბან ბაირამს ვულოცავ მთელ საქართველოს

არაბულად ამ დღესასწაულს ჰქვია იდ ალ-აზჰა  ანუ „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“. ყურბან ბაირამი ამავეს ნიშნავს, ოღონდ თურქულად. ამავე ენიდან არის ქართულში დამკვიდრებული ამ დღესასწაულის სახელი. იგი მთვარის კალენდარზე მომართული მოძრავი დღესასწაულია. წლეულს ეს დღესასწაული 4 ოქტომბერს მოდის. იგი მეორე უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ისლამში.დღესასწაული აგვირგვინებს ჰაჯს ანუ მექაში მომლოცველობას. ჰაჯი ისლამის ხუთი სარწმუნოებრივი ბურჯიდან ერთ-ერთია (პირველი არის რწმენა იმისა, რომ ღმერთი...

მისალოცი წერილი მუსლიმ დებსა და ძმებს

‘იდ მუბარაქ, ჩემო მუსლიმო დებო და ძმებო!გუშინ 28 ივლისს, რამადანის ერთთვიანი მარხვის შემდეგ მთელი დედამიწის ზურგზე ბილიონმა მუსლიმმა დაამთავრეთ მარხვა და იზეიმეთ ‘იდ ალ-ფიტრ-ი ანუ მარხვის გასრულების დღესასწაული ამ დროს თქვენ ლოცულობთ იმისთვის, რომ ღმერთმა მშვიდობა, ბედნიერება და წარმატება მიანიჭოს მსოფლიოს ყველა მკვიდრს.ჩემთვის პატივი იყო, რომ ამ თვეში შემოგერთებიდით მარხვაში და თქვენთან ერთად გამევლო რამადანის თვის სულიერი დისციპლინა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მიუხედავად ხანგრძლივი...

ღია წერილი ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის გამგებელს,ეპისკოპს ვაზგენ მირზახანიანს, ძვირფასო მეუფე და ძმაო,მოგესალმები შორეული ამერიკიდან, სადაც ახლა ვიმყოფები დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე.აქ ჩვენ შევიტყვეთ სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე 19 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შემაძრწუნებელი ამბავი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში თავს ესხმიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელბიც სომხური ეთნოსის წარმომადგენლები არიან წარმოშობით, და...

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) – არაძალადობის წინასწარმეტყველი საქართველოსთვის (ნაწილი II)

(იხილეთ პირველი ნაწილი)1968 წლის 3 აპრილს კინგმა წარმოთქვა სიტყვა ნაგვის შემგროვებელთა გაფიცვის მხარდასაჭერად ტენესის შტატის ქალაქ მემფისში. მის სიტყვას ჰქვია „მე ვდგავარ მთის წვერზე“. ეს მისი ბოლო სიტყვა იყო. მეორე დღეს მისი სასტუმროს მეორე სართულის აივანზე კინგს ესროლეს და მოკლეს. კინგი მაშინ 39 წლისა იყო.სიკვდილის წინა დღეს წარმოთქმულ სიტყვაში კინგმა განაცხადა, რომ ის „აღთქმულ ქვეყნამდე“ ვერ მიაღწევდა, მაგრამ მისი თანამედროვენი და მათი შთამომავლები ნახავდნენ მისი და მისი თანამოაზრეების...

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) - არაძალადობის წინასწარმეტყველი საქართველოსთვის

1964 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა აქტს სამოქალაქო უფლებების შესახებ. ამით აიკრძალა რასობრივი სეგრეგაცია საზოგადოებრივ ადგილებში, თეატრებში, ეკლესიებში, სასტუმროებსა და საავადმყოფოებში. თეთრებსა და აფროამერიკელებს სამუშაოს დაკავების თანაბარი უფლება მიეცათ. ეს წერილი ეძღვნება ამ აქტის მიღების 50-ე წლისთავს და იმ ადამიანს, რომელიც სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის მედროშე იყო.„კინგის კაცები"ჩვენი თვითმფრინავი გრუხუნით იწევა თბილისის აეროპორტიდან ჰაერში და სწორდება. ცა...

უკრაინა ევროპაში

2014 წლის იანვრის თვეა. კიევის საპატრიარქოს მოსაცდელში ვზივარ სხვა ეპისკოპოსებთან ერთად და ველოდები, როდის დამთავრდება სინოდის სხდომა, რომ პატრიარქი ფილარეტი ვნახო. გარეთ თოვლია და ყინავს. ქვეყანაში რევოლუციაა! პატრიარქი ფილარეტი ბოლოს 2011 წელს ვნახე, როცა ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციას ჩავყევი კიევში. დელეგაციაში იყვნენ ვეიკფილდის...