მანანა თურმანიძე

29 სტატია 4 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

განათლებით ვარ ინგლისურის პედაგოგი, მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. დღეს ვასწავლი ოფისის მენეჯმენტს კოლეჯ "ეტალონი"-ს ბიზნესის სკოლაში. ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მყავს 1 ვაჟი, სტუდენტი

კომენტარები

სტატიაზე საქართველოს ურყევი გზა დასავლური ცივილიზაციისაკენ

ბ-ნო ვალერიან, მე მარადიულ და სანუკვარ ოცნებებს ვგულისხმობ, ისეთს, როგორიც ყოველი ქართველისთვის საქართველოს გაბრწყინებაა და არა რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მსგავსიც ისტორიის გზასაყარზე არაერთი ყოფილა და კიდევ ბევრი იქნება! :)

სტატიაზე აგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაყაო

ბ-ნო ფრიდონ მადლობა კომენტარისთვის! გეთანხმებით, მაგრამ თქვენ თუ გინდათ თქვათ, რომ უსამართლობა და უთანასწორობა უფალს მოსწონს, მაშინ ვერაფრით დაგეთანსმებით, უფალი ამასთან ერთად სხვა რამესაც გვასწავლის: ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე. 6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის. 7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე, სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად. "დიდაქე“ - მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ. მოძღვრების მეორე მცნება.

სტატიაზე რა, სად, როგორ

აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს, ზუსტად იგივე გრძნობა მეუფლება ნებისმიერ დაწესებულება/ორგანიზაციასთან ურთიერთობისას, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმისადმი, არაპროფესიონალიზმი, და ეს ყველაფერი იცით რის გამო ხდება, იმიტომ რომ ჩვენში ნეპოტიზმია მამოძრავებელი ძალა დღევანდელ დასაქმების ბირჟაზე, კითხეთ ნებისმიერს თუ არის შესაძლებელი ნორმალური სამსახურის შოვნა "დარეკვის" გარეშე. მათ "პატრონები" ყავთ და ეს არის მთავარი, არ აინტერესებთ არც პატრონებს და არც მათ მიერ დასაქმებულებს თქვენ რა განცდა გაქვთ მათი არაპრიფესიონალიზმის გამო და რამდენად წაადგება საქმეს ასეთი კადრები.. მხოლოდ ერთი დაზუსტება მინდა შევიტანო, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მართლმადიდებლური სამყარო კი (ანუ ბერძნები და ა.შ. და არა მხოლოდ რუსები) აღნიშნავს შობას ძველი სტილით, აქედან გამომდინარე ახ. წელიც ძველი სტილით აღინიშნება ეკლესიურად. ცნობისათვის, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაც მართლმადიდებლურ აღდგომას ხდება !!!