merab khergiani

146 სტატია 37 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

პოსტები ბლოგიდან

არ გვინდა ახალი ჯიპები.

დიდი მადლობა "ოცნებას" (უფრო სწორად კი ივანიშვილს) იმისთის, რომ ნაც-დიქტატურა მოგვაშორა.ახლა კი საქმეების დროა.მესტიაში ყველაფერი გაჩერებულია და როგორც ჩანს, არც სხვაგან ისმის დიდი აღმშენებლობის ჟრიამული და ყიჟინა.ახალი, 100 000 -იანი მანქანების შეძენა არაფერში არ წაადგება ქვეყანას.ვითომ აუქციონებზე რომ გაგაქვთ წინა ხელისუფლების "ფუფუნების მანქანები" და თქვენ კი უფრო ძვირიანებს ყიდულობთ, ეს არის ბიუჯეტის ყაირათიანი ხარჯვა?სვანეთის უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა და იმის მაგივრად, რომ...

სიყვარული და მისი დანიშნულება სამყაროში

რაც მეტად შევდივართ სიბერეში, მით უფრო ძვირფასი ხდება ცხოვრებისეული სიბრძნე ჩვენთვის. ცხოვრებისეულ სიბრძნეში, თავისი სულიერი სასიცოცხლო ბირთვის მომწიფებით ადამიანი იქმნის ჩანასახს თავისი მომავალი დაბადებისათვის (ცხოვრებისათვის). მაგრამ სიყვარულისმიერი საქციელები არიან ისეთი საქციელები, რომლებიც არ ითხოვენ სამაგიეროს მომავალ დაბადებაში (სიცოცხლეში). ჩვენ ისე უნდა გავიგოთ რომ ყველაფერი, რასაც სიყვარულით ვაკეთებთ, მიმართულია ჩვენი ძველი ვალების გასტუმრებისათვის და რომ ნამდვილი სიყვარულით...

სიცრუის მამის შვილები

"ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ.(ფარისევლებმა) უთხრეს მას: ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ გვყავს ერთი მამა - ღმერთი." იესომ უთხრა: "ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისაგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა. თქვენი...

პოლიტიკისგან დაღლილი (კაცი) ხალხი.

უბედურებაა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ცხოვრების მთავარი თემა პოლიტიკაა, სადაც ფორუმებშიც პოლიტიკაა მთავარი.სადაც ავტობუსში, მეტროში და მარშრუტკაშიც პოლიტიკაზე საუბრობენ მგზავრები ან ეფ-ემ რადიოები.უბედურებაა, როდესაც თვით ქორწილებში და გასვენებებზეც პოლიტიკა გამოურევენ სადღეგრძელოებში.ყველა პოლიტიკოსია.პოლიტიკოსია პედაგოგი, პროფესორი, მეცნიერი, ტაქსისტი, პენსიონერი, სტუდენტი, მეეზოვე...პოლიტ-დიქტატურაა ჩვენს ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში და ამას არ უჩანს დასასრული.ბიზნესშიც პოლიტიკას...

როგორ გავხდი ნაცი ერთ დღეში.

ჰოი, საოცრებავ! (როგორ გავხდი ერთ დღეში ნაცი) ნაცთმოფენიობა დღე იყო და ლობიოს ვთლიდი. თოვდა. უფრო სწორად: ათოვდა ზამთრის ბაღებს... შორიდან მონოტონური პერიოდულობით აღწევდა ვაცთა უპიროვნო  მეეეეს ძახილი. ის იყო, შემორჩენილი და ასეთი განსაკუთრებული დღისათვის გადანახული 45 ცალი ლობიოს მარცვლიდან ერთი ცალი "ბათუმელა" ლობიოს მარცვალი გავთალე და მოწყენით გავხედე თეთრად გადაპენტილ, უკაცრიელ და მიუსაფარ არემარეს, რომ უცებ ღრმა მედიტაციაში ჩავიძირე მოულოდნელად და გაოცებით. ჰოი საოცრებავ -  კაცი ვინმე...

წლების და სახეების ჩაქროლებას როცა ჭვრეტ...

წლების და სახეების ჩაქროლებას როცა ჭვრეტ გახუნებულ კინოფირებივით, წარმავალობის მძიმე განცდა ლოდივით მძიმეს ხდის გულს და კიდევ რაღაცას, რაც მხოლოდ გული არ არის, არამედ გულზე დიდი, - მაგრამ უხილავი შენში. სახეები ჩაიქროლებენ... გრძნობ, შენც მათი ქროლვის ზიარი ხარ, შენც მიჰქრიხარ მათთან ერთად მათსავით, მაგრამ შენი თავი მდგრადი გგონია და უძრავი. ამ ილუზიის გამოც არის ასეთი სიმძიმე დასადგურებული შენში. შენში შენმავე მეორემ იცის, რომ ილუზიაში ხარ და ამ ილუზიასა და შენს ილუზორულ მეს შორის შიში დგას...

ძველი კადრები ახალ ხელისუფლებებში

დიდი ჟრიამული ატყდება ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ ახალ ხელისუფლებაში ძველი და ამდენად "ცუდი" და კორუმპირებულად შერაცხული კადრები იკავებენ ადგილს. მაგრამ საკითხისადმი ასე ადვილად და ცალსახად მიდგომა  არ არის მართებული. როდესაც ესა თუ ის ხელისუფლება კორუფციის ჭაობში იძირება, ასეთ ხელისუფლებაში არსებული კადრები მეტწილად ჩათრეულნი აღმოჩნდებიან ხოლმე ჭაობში. (საუბარია რიგით კადრებზე) არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა მათგანი თავისი ნებით ან ყოველგვარი შინაგანი პროტესტის გარეშე იყო თანახმა ასეთ ჩათრეულობაზე...

სვანები - ყველაზე დიდი მშენებლები მთელ მსოფლიოში.

როდესაც თემის სათაურს წაიკითხავთ, იქნებ სასაცილოდაც არ გეყოთ, მაგრამ ეს არის სრული სიმართლე.არავის დედამიწაზე არ უშენებია იმდენი, რამდენიც სვანებს.ჩინეთის დიდი კედელი?პირამიდები?ამათ ასი ათასობით ან მილიონობით მონები აშენებდნენ. ზემო სვანეთში ყველაზე კარგ დროს, ანუ შუა საუკუნეებში (თამარის დრო) როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ალბათ მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატებოდა 40-50 ათასს.და ახლა როდესაც უყურებ სვანურ საერო არქიტექტურას, დაკვირვებული თვალი თუ გაქვს, უნდა გაოცდე. ჯერ რაც შემორჩა და ათი...

ამერიკა და რუსეთი ყომარობენ

ყველაზე დიდ და თავსატეხ კითხვას პირადად ჩემთვის აჩენს ომის წინა ვითარება. ჩვენი ტელევიზია ყოველდღიურად აჩვენებდა, რომ ოსები დიდიან-პატარანად ჩრდილოეთ ოსეთში გადაჰყავდათ ავტოკოლონებით და ცლიდნენ ცხინვალს და მთელ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ოსებისგან. თან ოსური მხარე განმარტავდა, რომ ევაკუაცია ხდებოდა საქართველოს მხრიდან დაგეგმილი აგრესიის გამო.  ე.ი. ისინი ინფორმირებული იყვნენ ჩვენი სამზადისის შესახებ. ამ დროს კი ჩვენები მაინც შევარდნენ ცხინვალში. დალოცვილო, ხედავ, რომ ხაფანგს ამზადებენ, შენ კი...

მენანება

მენანება...მენანება ვარდების რევოლციის ცუდი დასასრული.მენანება რომ მათი მოსვლის პირველი, მართლაც დასავლური სიოს წლები ჭაობში ჩაძირეს და დაალპეს ძალაუფლების და ფულის ენერგით დაძლეულებმა. მენანება, რომ აღმოსავლური დესპოტიის ქარშოტმა წალეკა ეს თავდაპირველი დასავლური სიო და მალენიავი. მენანება ჩვენი პრეზიდენტის ენერგია, რომელმაც ასეთი ძალისხმევა გამოიღო მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში და გააშრო მანამდელი ჩამყაყებულ-აშმორებული ჭაობი. მენანება მისი უშუალობა მის პირველ წლებში, რაც ჩვენგან...