მიხეილ ბასილაია

95 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

რას შეცვლის საპრეზიდენტო არჩევნები

ამერიკაში საპრეზიდენტო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 6 ნოემბრის არჩევნებზე მთავარი თემებია საბიუჯეტო დეფიციტი, საჯარო ვალი, უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი და ისინი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს დაჩრდილავენ. საშუალოდ, 20 ამერიკელი ამომრჩევლიდან საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტი მხოლოდ ერთისთვისაა. ორივე კანდიდატის, მოქმედ პრეზიდენტ ობამასა და...

პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ღრმა სახელმწიფო ბრუნდება

-17 ივნისს ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მუსლიმური საძმოს კანდიდატმა მოჰამედ მორსიმ ხმათა 52 პროცენტით გაიმარჯვა – ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის უკანასკნელი პრემიერმინისტრი, საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი და სამხედროების ფავორიტი აჰმედ შაფიქი დაამარცხა. მორსი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ფართომასშტაბიან...

პუტინის ვიზიტი ისრაელში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პოსტზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ პირველი საგარეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვია. 25 ივნისს პუტინი თელ-ავივში საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და სხვა 400 ჩინოვნიკთან და ბიზნესმენთან ერთად ჩავიდა. ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ისრაელის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ ნეთანიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნა იყო. ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და რუსეთს გარკვეული საერთო ინტერესები აქვთ. ორივე მათგანი ყურადღებით...

ბარაკ ობამა - ფანტაზია და რეალობა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში

ივნისს გამოვიდა პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტის, The Washington Post-ის ასოცირებული რედაქტორის დევიდ მარანისის წიგნი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესახებ (Barack Obama: The Story). მარანისი ნაწარმოებზე 4 წლის მანძილზე მუშაობდა და ამ პერიოდში კენიაში, ინდონეზიაში, ჰავაისა და ამერიკის სხვადასხვა შტატებშიც იმოგზაურა. ობამას ახალმა ბიოგრაფიამ მისი...

ირანის მზარდი გავლენა ახლო აღმოსავლეთში

ის, რომ ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ცხელი რეგიონია, საკამათოც არ არის. ამ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ირანი წარმოადგენს, რომლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ყბადაღებული კომპონენტი ბირთვული პროგრამაა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჰმადინეჟადის რეჟიმი, ურანის გამდიდრების პარალელურად, საგარეო ასპარეზზე გავლენის გასაფართოებლად სხვა...

ნაპერწკლიდან აინთება ალი

ივნისს The New York Times-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დევიდ სანგერის წერილი, რომელიც ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებისთვის კიბერიარაღის გამოყენებას ეხებოდა. ამავე საკითხზე დაწერილი მისი წიგნი კი 5 ივნისს გამოვიდა. სანგერის ნაშრომი ამერიკელი და ევროპელი, ყოფილი და ახლანდელი ოფიციალური პირების, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ...

ცხელი ზაფხულის მოლოდინში

შემოდგომაზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე ქვეყნის მართვის სადავეებს ახალი ლიდერი ჩაიბარებს. გადაწყვეტილია, რომ ჰუ ძინტაოს სი ძინპინი შეცვლის, თუმცა ძალაუფლებისთვის ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს. მარტში დაწყებული ბო სილაის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩუნცინის მუნიციპალიტეტის კომპარტიის მდივანი ბო თანამდებობიდან გადააყენეს,...

ევროზონის კრიზისი

საფრანგეთში ფრანსუა ოლანდის გამარჯვება და საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებზე ეკონომიკური რეფორმების მომხრე პარტიების ჩავარდნა ევროპაში მკაცრი ფისკალური ღონისძიებების დასასრულის დასაწყისად შეფასდა. თუმცა პოლიტიკური რიტორიკის მიღმა, ევროპაში მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები ძნელად შესამჩნევია. ევროპის ქვეყნების კრიზისამდე მისვლის ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული სამთავრობო ხარჯვა იყო, რის შემდეგაც მათ მსხვილი საჯარო ვალი დაუგროვდათ. ევროპას მარგარეტ თეტჩერის სიტყვები აუხდა. რკინის ლედის...

წარმატებული რადიკალი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის სენსაციად მარინ ლე პენი იქცა. რადიკალი მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერმა ხმათა 18% მოაგროვა. ეს პარტიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. მთავარი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიების კანდიდატების სისუსტის ფონზე მიმომხილველები ლე პენს არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ. სწორედ მის ამომრჩევლებზეა...

ოლანდის გზა

მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. გამარჯვება ოლანდის მხარდამჭერებმა პომპეზურად აღნიშნეს, მაგრამ ახალ პრეზიდენტს ტრიუმფით ტკბობისთვის დიდი დრო არ ექნება. მისი ინაუგურაცია 16 მაისს შედგება, რის შემდეგაც პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა. 18 მაისს...