მირიან თოიძე

2 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

ხალხის სახელით

ერთი საუკუნის წინ ლენინის მიერ „აპრილის თეზისების“ დანერგვის მეთოდიკა კვლავაც პოლიტპოპულიზმის ეტალონად რჩება. თუმცა, ამჟამად, მსგავსმა პრაქტიკამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა.როდესაც 1917 წლის აპრილში ემიგრაციიდან ეს-ესაა დაბრუნებულმა ლენინმა კოლეგა-ბოლშევიკებს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის ახალ, სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის გეგმა გააცნო, ამ გეგმის რადიკალურობამ დამსწრეთა უმრავლესობა დააფრთხო. ლენინთან უთანხმოება ორთოდოქსმა მარქსისტებმა - სტალინმა და კამენევმაც კი...

ტექნოკრატების დრო

მას შემდეგ, რაც 2016 წლის თებერვალსა და ივნისს შორის გამართულ რესპუბლიკელთა „პრაიმერიზში“ ხმაურიანმა ექსცენტრიკოსმა დონალდ ტრამპმა ყველა მეტოქე დაამარცხა და საპრეზიდენტო ნომინაციაც დაიმსახურა, გაუგონრად არაპოლიტკორექტული კანდიდატის წარმატების ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ე.წ. Monster vote theory დასახელდა. ითქვა, რომ ტრამპმა მდუმარე უმრავლესობის, ანუ, აქამდე პოლიტიკით არდაინტერესებული და არჩევნებისას პასიური – "მონსტრებად" წოდებული ამომრჩევლის მობილიზება მოახერხა. ამ სპეციფიკური პუბლიკის დაინტერესების...

უმცროსი ძმა

„Klitchko: même Poutine a peur de lui" – „კლიჩკო: პუტინსაც კი ეშინია მისი", გვატყობინებდა ფრანგული სპორტული გამოცემა ეკიპის 25 აპრილის ნომრის სათაური. მეორე დღეს, სრულიად უკრაინის გმირი განურჩევლად დასავლეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკური დაპირისპირებისა, ვლადიმირ (უკრაინულად Володи́мир) კლიჩკო თავის მორიგ, სამოცდამეხუთე ბრძოლას ატარებდა პროფესიულ რინგზე. სპეციალისტებისთვის კლიჩკოს მეტოქე – ავსტრალიელი აბორიგენი ალექს ლეპაი არანაირად არ წარმოადგენდა სერიოზულ „ჩელენჯერს" და ამიტომ ინტრიგა ის კი არ იყო,...

რატომ 9 აპრილი?

25 წლის წინ საბჭოთა სამხედროების მიერ რუსთაველის გამზირზე დარბეული მანიფესტაცია არა მხოლოდ იმპერიული სისასტიკის სიმბოლოდ, არამედ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ლეგიტიმურობის უპირველეს წყაროდ იქცა. 1989 წლის 9 აპრილს ასევე ბოლო მოეღო მითს რუსეთთან თანაცხოვრების უპირატესობის შესახებ.1980-იანი წლების მეორე ნახევარში, განახლებისა და დემოკრატიული საჯაროობის იდეებით აფორიაქებულ სსრკ-ის სივრცეში, ოფიციალური თბილისი კონსერვატიზმისა და კონფორმიზმის ბასტიონად რჩებოდა....

„სტორითელინგი” შინ და გარეთ

„პოლიტიკურ ლიდერს უნდა გააჩნდეს დამაჯერებელი ისტორიები ნაციის პრობლემებისა და, პირველ რიგში, საკუთარი თავის შესახებ, ვინაიდან საიმედო ისტორიის გარეშე არც ძალაუფლება არსებობს და არც წარმატება".ევან კორნოგი, ამერიკელი პოლიტოლოგითანამედროვე პოლიტიკის სოციოლოგიაში თანდათანობით დამკვიდრდა მოსაზრება, რომ პოლიტიკოსის წარმატება პირდაპირპროპორციულია მედიის ინტერესისა მისი პერსონის მიმართ და რომ საარჩევნო კამპანიების მზარდი მედიატიზების პირობებში, თავად კანდიდატია გზავნილის მატარებელი და არა მისი...

მიშა მიდის (?)

დღევანდელ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სულ უფრო მზარდ აქტუალობას იძენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების კრისტალიზაციის საკითხი. თუკი მოვლენები არა რაიმე სახის აპოკალიფტური სცენარით, არამედ მშვიდად, კონსტიტუციურ ჩარჩოებში წარიმართა, შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოში დასავლური ყაიდის – ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მომსწრე გავხდეთ. და ვინაიდან პოლიტიკურ ძალთა დაყოფა არა „მემარცხენე"-„მემარჯვენეობის", არამედ გეოპოლიტიკური ორიენტაციის ნიშნით გვესახება, ამ...

სატელევიზიო დებატები

ივლისის მიწურულს, როგორც კი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერისის გამარჯვებულად დასახელდა, დავით ბაქრაძემ პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი რეფლექსით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მეტოქე, გიორგი მარგველაშვილი, სატელევიზიო დებატებში გამოიწვია. მარგველაშვილმა უარყო ბაქრაძის წინადადება, განაცხადა რა (სრულიად ლოგიკურად), რომ არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და რომ ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს „პოზიციის დაფიქსირების" თანაბარი საშუალება. საბოლოო ჯამში, რა...

საპრეზიდენტო კამპანია: იმიჯის პოლიტიკა

ტელევიზია, სავარაუდოდ, მედიუმთაგან ყველაზე ემოციურია. სულ უფრო მეტი ხალხი ირჩევს თავის კანდიდატს გულის და არა ტვინის კარნახით. არჩევნებს იგებენ და აგებენ ემოციების და არა ლოგიკის მიხედვით.ჯოზეფ ნაპოლიტანი,ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტისაერთოდ, ქართველ პოლიტიკოსებს წერა არ უყვართ. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, პრესაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ პარტიის ლიდერების, მინისტრების თუ პარლამენტარების პუბლიკაციებს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო დაბალი რანგის ფიგურებზე. საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა წიგნის...

პოლიტიკა როგორც მოწოდება და პროფესია

XX საუკუნის დასაწყისის დიდი გერმანელი ფილოსოფოსის მაქს ვებერის სწავლებაში, მისი უნივერსალური ხასიათიდან გამომდინარე, გარკვეულ წილად დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალიებიც აისახება.1919 წლის იანვარში მიუნხენის უნივერსიტეტის „თავისუფალ სტუდენტთა ასოციაციის“ წინაშე ლექციით წარსდგა ეკონომისტი და სოციოლოგი მაქს ვებერი, რომელიც I მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად განიხილებოდა. ლექცია სახელწოდებით “Politik als beruf“ (პირობითად შეიძლება ითარგმნოს - „...

დიდი კლუბი

25 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშში მიუნხენის "ბაიერნმა" 2:1 დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია". ეს იყო მათი მესამე ფინალი ბოლო 4 წლის განმავლობაში, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მიუნხენის „ბაიერნი" ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანია. მაგრამ არის რიგი ასპექტების, რომლებიც „ბაიერნს" სხვა გრანდებისგან განასხვავებს და რომელთა მიხედვით ის არა მხოლოდ დიდი გუნდი, არამედ დიდი კლუბიცაა ამ ცნების სპეციფიკური მნიშვნელობით.„ბაიერნი" სოციალური პოლიტიკის გამტარებელი კლუბია„ჩვენ ყველანაირი...