მაკა კევლიშვილი

20 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

კოტე კალანდაძის Teen Spirit

ფილმის სიუჟეტი ასეთია: 90-იანები. თბილისი. ერთი ჩვეულებრივი დღე თენდება. მუსიკოსებს დღის ბოლოს კონცერტი აქვთ დაგეგმილი. მართალია, ჯგუფის წევრებიდან ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს – მუსიკა. ისევე როგორც ფილმის, იმ დღის მთავარი პერსონაჟიც კოტე კალანდაძეა. მუსიკოსმა კოტე კალანდაძემ უბიუჯეტო ფილმის გადაღება დაასრულა. Teen Spirit – ასეთია სურათის სათაური, ნირვანას ცნობილი სიმღერიდან „Smells Like a Teen Spirit”, ცოტა ეპატაჟური და სიმბოლური, ალტერნატიული...

სარკეები გუგა კოტეტიშვილისგან

მაშინ, როდესაც ადამიანები წყალში იყურებოდნენ, რათა თავიანთი გამოსახულება დაენახათ, იქ კი მკაფიო გამოსახულების ნაცვლად, სილუეტური ფორმის სხეულს ხედავდნენ, გაჩნდა პირველი იდეაც - კაცობრიობას ისეთი რამ შეექმნა, რაც ადამიანს საკუთარი თავის ხილვისა და შეცნობის ტკბობას მიანიჭებდა. გალერეა „ვერნისაჟში“ 2 ნოემბერს გამოფენილი ათეულობით სარკე სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ეს არის ნივთი, რომელიც დროთა განმავლობაში ფუნქციურობის გარდა, დეკორატიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენი ინტერიერის გალამაზებაში...

„ნეოკათარზისი“

ოქტომბრის საღამომ მხატვრობის მოყვარულთა საზოგადოებას თბილისის ისტორიის მუზეუმში,  ქარვასლაში მოუყარა თავი, სადაც ირაკლი მაისურაძეს (1963–2010)  და მის მხატვრობას იხსენებდნენ.  რეტროსპექტივაზე, რომელიც მხატვრის ხსოვნას  მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო მის მიერ 80–90 იან წლებში შექმნილი ნამუშევრები სერიებიდან: 43 ავტოპორტრეტი, ...

ლიტერატურული კონკურსის ციებ-ცხელება დაწყებულია

 შემოდგომა, ლეგენდების სეზონი მოვიდა და ლიტერატურული კონკურსიც ტრადიციულად წელს მესამედ აღმოაჩენს „ახალ“ მწერალს. სტუდენტურ ლიტერატურული კონკურსი - „შემოდგომის ლეგენდა“ 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ორგანიზებით ტარდება. კონკურსს როგორც შარშან, წელსაც სამი მთავარი გამარჯვებული ეყოლება. პირველი შესარჩევი ეტაპი 3-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ 15 წარმატებული...

ბრიგიტა (გიტა) ფონ შტრახვიტცი - ქართველი მწერლის „ღვთიური სატრფო“

17. 11. 1962 ჟენევა გიტა: მზეო ჩემო, „ წყაროვ“  ჩემო! „ამ კვირაში შენთვის ცნობილმა შიშმა შემიპყრო: შიშმა შენს გამო. ხელშესახებად ვგრძნობდი, არ იყავი კარგად არც ფიზიკურად, არც სულიერად... სწუხარ იმაზე, რომ  იძულებული ხარ ჩემთან ჩამოსვლა კიდევ ერთხელ გადადო. დამშვიდდი, მაშინ ჩამოხვალ როცა შეძლებ. ჩამოხვალ რომ ჩემთან დარჩე სამუდამოდ. ესაა არსებითი. ჩვენი ბავშვი იქნება ჩვენივე სიყვარული გამოხატული მარადიულ  დაბადებაში.  ამ მარადიულობაში შენ...

ერთა ხმა 2011 ბათუმში

ქვეყანა, 10 განსხვავებული ტრადიცია, 10 სხვადასხვა ფოლკლორული წარმოდგენა ერთ ქალაქში, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა - როგორც ქართული ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტრდიციული, ფოლკლორული ხელოვნება და კულტურა გახდეს ცნობადი და პოპულარული, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ბათუმმა ტრადიციული ფოლკლორული ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის მოყვარულთათვის ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ტარდებოდა როგორც...

ქართველების ინდოეთისაკენ მიმავალი გემი ჩაიძირა?

  “…და რომ არ ჩაძირულიყო და ქართველებს უფრო ადრე აღმოეჩინათ ამერიკა, ვიდრე ესპანელებს ან პორტუგალიელებს, როგორი იქნებოდა ამერიკელი ინდიელებისა და ქართველი ზღვაოსნების შეხვედრა, ან როგორ იმოქმედებდა ეს აღმოჩენა საქართველოს მომავალზე? თუკი თითქმის ყველა ხალხმა, ვინც ზღვის პირას ცხოვრობდა, ზღვაოსნობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა, რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენც, ქართველებს ზღვა, რომელიც ყოველთვის გვქონდა…” ასეთია დათო ტურაშვილის მიერ შემოთავაზებული...

ლადო ფოჩხუა — მე არ ვხატავ ავტომატებს

„მეხსიერება, ვფიქრობ, სწორედ ისაა, რამაც ბედნიერი ევოლუციის პროცესში ჩვენი დაკარგული კუდი სამუდამოდ ჩაანაცვლა. ის, ჩვენს მოძრაობებსა და, მათ შორის, მიგრაციასაც განაპირობებს. ამის გარდა, ჩვენს მოგონებებში არის რაღაც, რაც მკვეთრად პირველყოფილია. შესაძლოა, მიზეზი ისაა, რომ ეს პროცესი არასდროსაა სწორხაზოვანი. ალბათ რაც უფრო მეტი ახსოვს ადამიანს, მით მეტად ახლოსაა...

ერთი ნაბიჯით წინ, ევრიმაჟისაკენ (Eurimages)

 საქართველო ევროპის საბჭოს, ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის „ევრიმაჟის“  (Eurimages) 36-ე  წევრი ქვეყანა გახდა. კულტურის სამინისტროში 13 ივნისს საზეიმო ვითარებაში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა  ქართული კინოსა და ზოგადად, კულტურული პოლიტიკისათვის, „ევრიმაჟის“ მნიშვნელობასა და სამომავლო...

სანდრო ნავერიანის მოგონილი ამბები ერთ წიგნად

„ჰო,   წიგნი მხატვრულია, რომ გითხრა სოციალური ფონის ამოძახილია-მეთქი, ასე არ არის. საერთოდაც, არამგონია ვინმე რაიმე მსგავს წააწყდეს ამ წიგნში. არ ვცდილობ ვინმეს ჭკუა ვასწავლო, უბრალოდ ცოტა აბსურდულ ამბებს სამზარეულოს ენით ვყვები... სანამ სანდრო ნავერიანის რომანი „არგენტინული პიტბული“ დღის სინათლეს იხილავს, ტაბულა ავტორსა და  მის ბლოგერს უფრო ახლოს გაგაცნობთ. წიგნის პრეზენტაცია კი დღეს, 27 მაისს  გამომცემლობა „ სიესტას“ ოფისში 19  საათზე...