მალხაზ ხარბედია

20 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

მოსავლის წელი თუ ჩამოსხმა?

დღეს ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მინდა შევეხო, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი ამჩნევს, მაგრამ ამის შესახებ ცოტა საუბრობს. ვინტაჟის თემას ვგულისხმობ, ანუ მოსავლის წლის აღნიშვნას ეტიკეტზე. მართალია, დღესდღეობით მოსავლის წელი საქართველოში ძალიან ბევრ ღვინოს აწერია, მაგრამ ყველა როდი შეესაბამება თავის ასაკს და ტიპს. მოგეხსენებათ, ყველა ღვინოს თავისი შესაძლებლობა აქვს – ზოგიერთი ძალიან მალე ბერდება და კვდება, სხვები კი დიდხანს ცოცხლობენ, ვითარდებიან, აღწევენ საუკეთესო ფორმას, შემდეგ იწყება დაღმართი,...

სამხრეთაფრიკული ღვინის შესავალი

უცხოურ ღვინოებს რომ საქართველოში ცუდად იცნობენ, ახალი ამბავი არაა და გამონაკლისი არც სამხრეთაფრიკული ღვინოებია, რომლებმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხეს გლობალური ბაზრის დაპყრობა. მსოფლიომ ეს სიახლე გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინა და იმ დროიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკა სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ხარისხიანი ღვინის მწარმოებელთა რიგებში. სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპირო კარგი ღვინის მისაღებ ხელსაყრელ ტერიტორიად არ მიიჩნევა, ვინაიდან იქ ძალიან...

მარნების უბანი სოფელ ქორეთში

საჩხერის თავზე, სოფელ ქორეთში, შეიძლება ითქვას, ქართული ღვინის ნამდვილი ეთნოგრაფიული მუზეუმია. მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ეს გახლავთ მარნების უბანი, სადაც შარვაძეების საგვარეულო ჭურებია ჩარგული და სადაც დღესაც დიდი რაოდენობით ღვინო დგება. ამ მარნების შესახებ კლუბში ადრეც ვიცოდით – ჩვენმა მეგობარმა, რამაზ ნიკოლაძემ შარშანწინ ღვინოებიც ჩამოიტანა ქორეთიდან იმერული ღვინოებისადმი მიძღვნილი სემინარისთვის (ძელშავი იყო და კიდევ ერთი, თუ არ ვცდები, ქვიშხური...), თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა....

ახალი ღვინის ფესტივალი

მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი 2012 გაიმართება. ამ დღესასწაულს ღვინის კლუბი უკვე მესამეჯერ მართავს და ნელ-ნელა ამკვიდრებს ტრადიციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი ხილი იყო. მეღვინეობით განთქმულ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია (მარტო Beaujolais Nouveau-ს ხსენება რად ღირს), დღესასწაულის, რომელიც აუარება ტურისტს იზიდავს საფრანგეთის ერთ პატარა რეგიონში. ასეთი ზეიმები იმართება ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში,...

ქვევრის ღვინოები ღვინის კლუბში

ღვინის კლუბში მორიგი საჯარო ჭაშნიკი გავმართეთ. საჯარო იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ღვინის კლუბის წევრი. ამჯერად ინგოროყვას 2-ში, ახლადგახსნილმა ღვინის ბარმა ქვევრის კახური ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა, სადაც ქვევრში დაყენებული თითქმის ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი (ერთი-ორი ძვირიანი გამონაკლისის გარდა), რომელიც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. ქვევრის ღვინის დეგუსტაციას ჩვენ ყოველწლიურად ვმართავთ. იყო დრო, როდესაც მაღაზიებში...

უახლესი ტექნოლოგიები ქართული ღვინის სამსახურში

ალბათ დამეთანხმებით, რომ ვერანაირი გზამკვლევი, მეგობრული რჩევა თუ რეკლამა ვერ შეედრება საკუთარ პირის გემოს. იმისთვის, რომ ღვინის ავკარგიანობაში ბოლომდე დავრწმუნდეთ, აუცილებლად თავად უნდა გავსინჯოთ. მხოლოდ ასე გვეცოდინება, ღირს თუ არა მისი შეძენა. დღესდღეობით ქართული ღვინის მომხმარებელი ძალიან დაბნეულია, მას უჭირს არჩევანის გაკეთება, ცუდად იცნობს ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქციას. დღე არ გავა, მეგობარმა, ნაცნობმა თუ უცნობმა არ მკითხოს, “რომელ ღვინოს მირჩევ სტუმრისთვის”, „რამე კაი თეთრი მინდა”, „...

თეთრების გასაჭირი

საქართველოში, შეიძლება ითქვას, თეთრი მშრალი ღვინოების კრიზისია. ვგულისხმობ ქართულ თეთრ, კლასიკურად დაყენებულ ღვინოებს (ევროპულს რომ უწოდებენ ჩვენში), რომლებიც, მართალია, ქვეყანაში ძალიან ფართოდ იწარმოება, მაგრამ ხარისხსა და ფასში არსებული პრობლემების გამო ვერა და ვერ შეიძინა ახალი მომხმარებელი. შესაძლოა, კრიზისი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან უკანასკნელ წლებთან შედარებით უკუსვლა ნამდვილად არ იგრძნობა, თუმცა ამ მიმართულებით ვერც განსაკუთრებულ წინსვლას ვამჩნევ. რამდენიმე წლის წინ უფრო...

საუკეთესო ღვინოები საახალწლოდ

ცქრიალა ღვინოები ბაგრატიონი, Finest, ბრუტი, 2007ეს ქართული ცქრიალა ღვინო ქართლში დაკრეფილი ჩინურის ყურძნიდანაა დაყენებული ტრადიციული, ბოთლური მეთოდით. ხასიათდება სასიამოვნო ცქრიალით. სურნელებში წამყვანი ლიმონის ვაფლისა და მოხარშული კრემის ტონებია, გამოირჩევა ხალისითა და მსუსხავი მჟავიანობით. კარგია აპერიტივზე, ასევე კარგი მისაყოლებელი იქნება თევზის ღვეზელთან. თავის დროზე, ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე ამ ღვინომ პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში – ტრადიციული...

იშვიათი ჯიშები ღვინის კლუბში

რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბში უკვე მეორედ ჩავატარეთ ქართული იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია. ჭაშნიკზე კლუბის წევრების გარდა სტუმრებიც იყვნენ მოწვეულნი და გასასინჯად 21 სხვადასხვა ღვინო იყო გამოტანილი, რომელთა უმრავლესობას ჩვენი, ღვინის კლუბის მიერ დაყენებული ღვინოები წარმოადგენდა. საქმე ისაა, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ბატონ ლევან უჯმაჯურიძის ხელშეწყობით, საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის საკოლექციო ნაკვეთში დაკრეფილი 26 ჯიშიდან...

როგორ გავაახალგაზრდავოთ ქართული ღვინო

მემგონი დამეთანხმებით, რომ დღეს ქართული ღვინის კომპანიები განსაკუთრებულად გულგრილნი არიან ადგილობრივი ბაზრის მიმართ. ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ბოთლის ღვინო პოპულარულ პროდუქტად იქცეს. არ წარმოებს სარეკლამო კამპანიები, ღვინო ვერა და ვერ იქცა მიმზიდველად, რადგან ზოგიერთს ხელოვნურად გაბერილი ფასი აქვს, ხარისხთან შეუსაბამო, სხვებს კი შეფუთვა არ უვარგათ. ამ, და კიდევ სხვა მიზეზების გამოა, რომ ბოლო მონაცემებით, 2010 წელს, საქართველოში მხოლოდ 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა, რაც...