მალხაზ ხარბედია

20 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

ოცნება თბილისურ ვენახებზე

თბილისი უკვე საკმაოდ დატვირთულია ტურისტებით, მაგრამ სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ნაკლია მათი მომსახურების თვალსაზრისით. ამ ნაკლთა შორის წამყვან პოზიციებზეა ღვინის ტურიზმი, რომლის განვითარებისთვისაც თბილისში ძალიან ცოტა რამ კეთდება. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უმასპინძლია ღვინით დაინტერესებული სტუმრისთვის, შეამჩნევდა, რომ რესტორნის გარდა, დედაქალაქში ღვინოსთან დაკავშირებული არანაირი სხვა აქტივობა არ არსებობს. არ არის ღვინის კაფეები, არც მცირე მარნებია, სადაც სტუმარს მიიყვანდი და, მით...

შოტლანდიური ვისკის ძალიან მოკლე შესავალი

აცივდა და ვისკის სეზონიც მოგვადგა კარს. ვისკებიდან ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, შოტლანდიურია. მის კიდევ ერთ სამშობლოდ ირლანდია ითვლება, ამ სასმელს ხდიან ამერიკელები, კანადელები და იაპონელებიც, მაგრამ ნამდვილ ვისკიზე როდესაც ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, პირველ რიგში, შოტლანდიური ღვთაებრივი SINGLE MALT-ები, ერთალაოიანი ვისკები მახსენდება. სპეისაიდი და ორკნეის კუნძულები ცენტრალურ და ჩრდილოეთ შოტლანდიაში, ასევე ლოულენდსი სამხრეთში, ქემპბელთაუნის ნახევარკუნძული და კუნძული აილი ქვეყნის სამხრეთ-...

მსოფლიოს ღვინის კონკურსები

ეს კონკურსი ალბათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და სტაჟიანი კონკურსია, სადაც გამარჯვებული, ბრმა დეგუსტაციითა და ქიმიური ანალიზით ირკვევა ჯიშების, რეგიონების და წლების, ანუ ვინტაჟების მიხედვით განაწილებულ ნიმუშებს შორის. ტექნიკური ანალიზი ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია ოქროს მედლის, სახეობაში საუკეთესოს ოქროს მედლისა და სახეობაში საუკეთესოს ვერცხლის მედლის მისაღებად. ტექნიკურმა ანალიზმა გარანტია უნდა მისცეს მომხმარებელს, რომ გამარჯვებული ღვინო ნამდვილად შეესაბამება ჯილდოს და მყიდველამდეც ისეთივე...

როგორ დავაგემოვნოთ ღვინო (წერილი მესამე )

მიჩნეულია, რომ საჭმელისა და სასმელის გარეგნული სახე თვალით აღიქმება, სუნი – ცხვირით, გემო კი პირით შეიგრძნობა. თუმცა, სინამდვილეში, ამ უკანასკნელი ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა არც ისე იოლი საქმეა. ის, რასაც ჩვენ “გემოს” ვეძახით, არსებითად ყნოსვისა და გემოს ორგანოების მეშვეობით მიღებულ შეგრძნებათა კომბინაციას წარმოადგენს. მაგრამ, ჩვენი ცხვირი გაცილებით მგრძნობიარეა პირთან შედარებით. ყნოსვის გარეშე ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია შევაფასოთ და განვსაზღვროთ, თუ რას ვჭამთ. დეგუსტაციისას გემოთი აღინიშნება...

როგორ დავაგემოვნოთ ღვინო

 სურნელი როდესაც ფერს შეისწავლით, დაატრიალეთ ბოკალი ღერძის გარშემო (საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით) და ხარბად შეისუნთქეთ პირველი არომატები. სურნელის გამოკვლევა ღვინის დაგემოვნების უმნიშვნელოვანესი სტადიაა. ბოკალის დატრიალებისას აქროლადი ელემენტები ღვინის ზედაპირზე ქმნიან ორთქლის შეუმჩნეველ პატარა ღრუბელს, ღვინის შენჯღრევით იზრდება ჰაერთან კონტაქტი, თქვენ აქროლად კომპონენტებს აიძულებთ მაღალი სისწრაფით დატოვონ ღვინო და ზედაპირზე მოგროვდნენ. ბოკალი ხელშიც შეგვიძლია დავატრიალოთ და...

როგორ დავაგემოვნოთ ღვინო

იმისთვის, რომ ღვინის მთელი სიკეთე შევიგრძნოთ, საჭიროა კარგად ვიცოდეთ ღვინის დაგემოვნების წესები. ამ წესების ცოდნა და შესაბამისი პირობების შექმნა, ღვინით ტკბობის პროცესს ახანგრძლივებს და უფრო სასიამოვნოს ხდის. თავდაპირველად, აუცილებელია საჭირო ზომისა და ფორმის ბოკალი შევიძინოთ. ამისთვის იდეალურია ტიტის ფორმის სადეგუსტაციო ჭიქა ჩამრგვალებული ფსკერით და შეზნექილი პირით. ჭიქა, რა თქმა უნდა, სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, თან ხარვეზების გარეშე, რათა ღვინოს გარეგნობა არ შეუცვალოს. კარგი იქნება...

წინანდალი — ღვინის კლუბის დეგუსტაცია

რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბში მორიგი დეგუსტაცია ჩავატარეთ. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ქართული ღვინის ბაზრის ყველაზე აქტიურ დასახელებას, წინანდალს დავუთმეთ, რომელიც ამავე დროს, ყველაზე პოპულარული თეთრი მშრალი ღვინოცაა. დეგუსტაციას რესტორანმა დაინინგ რუმ უმასპინძლა, სადაც წინა დღით წინანდლის 16 სხვადასხვა ნიმუში მივიტანეთ ჩასაციებლად. სამწუხაროდ, ბევრ წინანდალს ჩაციებამაც არ უშველა და დეგუსტაციამ ცხადად გვაჩვენა ის პრობლემები, რომელიც დღეს ქართულ მეღვინეობას უდგას. წინანდლების დეგუსტაციას...

იმერული ღვინო

იმერულ ღვინოებს ჯერ კიდევ ვახუშტი ახსენებდა, განსაკუთრებით სვირულ ღვინოებს აქებდა და ამბობდა, მრავლად არის კარგი ღვინოო. ჩინებულ იმერულ ღვინოებზე ბევრი სხვა წყაროც მოგვითხრობს, თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ფილოქსერის საზოგადოების პირველ აღმწერლებს, ე. ნაკაშიძესა და ე. ვაწაძეს ძალზე სავალალო სურათი დახვდათ მხარეში. 80-იან წლებში იმერეთი ნაცარმა და ჭრაქმა დააზარალა, სულ მალე კი მას ფილოქსერას შემოტევა დაერთო და 90-იანი წლებისთვის იმერეთის მთელი ვენახების ნახევარზე მეტი უკვე...

ქვევრის მომავალი

 იყო დრო, როდესაც ქვევრებს ანაქრონიზმად მიიჩნევდნენ. ბევრი მას ანტისანიტარიის წყაროდ ასახელებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მიწით ამოავსო საკუთარი ქვევრები და ზოგიერთებს ძალითაც ამოავსებინეს. ქვევრთან დაკავშირებული ეჭვები დღესაც ბევრს აწუხებს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს უნაყოფო სკეფსისი თავშესაფრის გარეშე დარჩა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა ვიქონიო, რომ ქვევრის მოწინააღმდეგეები უკვე ვეღარაფერს დაუპირისპირებენ იმ საერთო ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში აშკარად ჩამოყალიბდა საქართველოში. ეს ტენდენცია...

რა მივაყოლოთ წინანდალს

ამ თემაზე ლაპარაკს, როგორც სათაურიდანაც ჩანს, წინანდლით დავიწყებთ. წინანდალი საფლაგმანო ქართული ღვინო და კახეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილწარმოშობაა. აქ რქაწითლიდან და კახური მწვანედან აყენებენ სასიამოვნო მჟავიანობის, ძალიან ცოცხალ ღვინოს, რომელიც კერძების საკმაოდ ფართო სპექტრს შეიძლება შეეხამოს. არსებობს მუხაში დავარგებული წინანდლებიც და ხალასი, უმუხო წინანდლებიც, შესაბამისად, ცოტათი განსხვავებული უნდა იყოს მათი მისაყოლებელიც. ზოგიერთი მაღალმჟავიანი წინანდალი აპერიტივადაც კარგი იქნება,...