მერაბ ლორთქიფანიძე

36 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

ნისანმა მინივენ NV200-ის ელექტრონული ვერსია შექმნა

ნისანს თავისი სამოდელო გამის ელექტრიფიკაცია აქვს დაწყებული. ამ პროცესის პირველი მერცხალი, ჰეჩბეკი ლიფია, რომელმაც უკვე არაერთი აღიარების მიღება მოასწრო. დეტროიტში კი იაპონურმა კომპანიამ კიდევ ერთი ელექტრომობილი გამოფინა, რომელსაც, როგორც თავად ნისანი განმარტავს, მასობრივი წარმოების პოტენციალი აქვს. ავტომობილს e-NV200 კონცეპტი უწოდეს. ესაა მინივენ NV200-ის ბაზაზე...

ჯუჯა პიკაპი სმარტისგან

ამ ავტომობილის ფოტო ტიზერები კარგა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა დეტროიტის ავტოშოუზე მან მაინც ყველა გააოცა. კომპანია სმარტი აქამდე მხოლოდ საქალაქო ჯუჯა ავტომობილებს უშვებდა, სხვა ტიპის ავტომობილებზე კი მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს. სწორედ ასეთი ექსპერიმენტია დეტროიტში წარმოდგენილი – ჯუჯა პიკაპი ფორ-Us, რომელიც იმითაც გამოირჩევა, რომ მამოძრავებელ ძალას...

სუბარუმ უსწრაფესი იმპრეზა S206 შექმნა

სუბარუმ თავის თაყვანისმცემლებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა – პოპულარულ სპორტულ სედან იმპრეზა STI-ს გაუმჯობესებული და უფრო მძლავრი ვერსია, S206 შეიმუშავა, რომელსაც მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს და მხოლოდ იაპონიაში გაყიდის. ახალ ავტომობილს იაპონურმა კომპანიამ STI მომართული მანქანების გვირგვინი უწოდა. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელების ნაყოფი, რომელიც სუბარუმ ბაზარზე S-...

ბრაბუსის მონსტრი ესენის მოტორ შოუზე

ბრაბუსმა უმძლავრესი ავტომობილების მოყვარულებს კიდევ ერთი შედევრი მოუმზადა. ესაა მერსედეს ბენც SLS AMG როუდსტერის მისეული ვერსია, რომელიც პირველმა, ევროპული ტუნინგის ყველაზე დიდი ფორუმის – ესენის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილში ყველაზე საინტერესო, მისი გაძლიერებული ძრავაა. შეიცვალა მისი მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა, რომელიც...

ლამბორგინი მეექვსე ელემენტს გამოუშვებს

ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ლამბორგინის პავილიონის მთავარი ვარსკვლავი გახდა კონცეპტუალური სუპერავტომობილი სესტო ელემენტო, რომელსაც ბევრი ფიქრის შემდეგ, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა მწვანე შუქი აუნთეს. ეს კი დამსწრე საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ლამბორგინი ამ ავტომობილის წარმოებას არ აპირებდა. სესტო ელემენტო მხოლოდ იმისთვის შეიქმნა...

ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი მსოფლიოში

პოპულარულმა გერმანულმა სატუნინგო კომპანია ბრაბუსმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა, რომელსაც ავტორებმა მსოფლიოში უმძლავრესი და უსწრაფესი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი უწოდეს. ავტომობილი, რომელსაც სახელად ბრაბუს E V12 კაბრიოლეტი ჰქვია და რომელიც მერსედეს ბენცის E-კლასის ღია ვერსიის საფუძვლიანად გადაკეთებული ვარიანტია, 478 ათასი ევრო ღირს, მისი პირველი ეგზემპლარი კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიგზავნა. სახელიდანაც ჩანს – ავტომობილი V12 ძრავითაა აღჭურვილი. ესაა ბრაბუს 800 – 6.3-ლიტრიანი...

ბეემვე სამი კომპრესორით

გაგიგიათ რამე ისეთი ძრავის შესახებ, რომელსაც ერთბაშად სამი კომპრესორი ემსახურება? ასეთს ჯერჯერობით არც ერთი საავტომობილო კომპანია არ აწარმოებს. თუმცა, მალე პიონერიც გამოჩნდება და ამ საპატიო მისიას ბეემვე შეასრულებს. ბავარიელებმა ავტობიზნესში მოღვაწეობა ოთხცილინდრიანი ძრავებით დაიწყეს და ცილინდრების რაოდენობას თანდათან, პოპულარობის და ბიზნესის ზრდის კვალობაზე უმატებდნენ. ასე მიაღწიეს V8 და უფრო მეტცილინდრიან ძრავებამდე. თუმცა შემდეგ ავტოინდუსტრიაში ტენდენცია შეიცვალა და ახლა ყველა ეკონომიკური...

ბუგატი გალიბიერის სერიულ ვერსიას როიალი დაერქმევა

  ბუგატის კონცეპტუალური სუპერ სედანი 16C გალიბიერი პრეზენტაციამდეც პოპულარული იყო – ფოლკსვაგენის ჯგუფში შემავალმა ფრანგულმა ბრენდმა მის შესახებ პრემიერამდე უამრავი ფოტო-ტიზერი გამოაქვეყნა. პირველად ეს ავტომობილი ძალიან შეზღუდულ წრეს უჩვენეს, იმათ, რომელთა შორისაც პოტენციური მყიდველი ეგულებოდათ. ბოლოს კი ფართო საზოგადოებას არაერთ გამოფენაზე წარუდგინეს. რა თქმა უნდა, ავტომობილი ყველგან დიდ მოწონებას იმსახურებდა და მის ყოველ გამოჩენაზე, ერთი მთავარი კითხვა ისმოდა – აპირებს...

კიას „კვადრატული” ელექტრონული კონცეფცია

რა შუაშია კვადრატული? – ფოტოზე გამოსახულ ავტომობილს ცოტა უცნაური გარეგნობა კი აქვს, მაგრამ კვადრატულისა არაფერი ეტყობა. თუმცა კონცეფციის ავტორებმა, მისთვის სახელად მაინც ნაიმო (კორეულად ნეჰ მო) გაიმეტეს, რაც თურმე კორეულად სწორედ კვადრატულ იერს ნიშნავს. ეს ავტომობილი ბევრი რამით გამოირჩევა. პირველ რიგში, გარეგნობით, რომლის მიხედვითაც, მას შეიძლება სოულის შორეული შთამომავალიც უწოდოთ. სოული მაშინვე გაგახსენდებათ, როგორც კი გაიგებთ, რომ ნაიმო B-სეგმენტის ზომის ქროსოვერია. მაგრამ, მისგან...

ბლუ 2 – ჰიუნდაის ექსპერიმენტი წყალბადზე

ჰიუნდაის წარმატებები აღარავის უკვირს. კორეულმა კომპანიამ თანდათან გააუმჯობესა თავისი ავტომობილების ხარისხი, უსაფრთხოების დონე და, რა თქმა უნდა, დახვეწა დიზაინი. იმავდროულად, მათზე ხელმისაწვდომ ფასებსაც ინარჩუნებს. ყველაფერი ეს კი გაყიდვების არნახულ ზრდაში აისახება. თუმცა, ჰიუნდაიში ესმით, რომ ეს საკმარისი არაა და ყურადღების ოდნავ მოდუნებაც კი, შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. ამიტომ, ისინი ტექნოლოგიების განვითარებაზეც ზრუნავენ. დღეს კი, თუ სამომავლო ტექნოლოგიებზე ზრუნავ, ეს იმას ნიშნავს, რომ...