მერაბ ლორთქიფანიძე

36 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სტატიები

მაკლარენ MP4-12C GT3 რბოლებისთვის

ცოტა არ იყოს, გასაკვირია, მაგრამ მაკლარენმა რომ ახლახან თავის სუპერქარ MP4-12C-ის სარბოლი ვარიანტი გაგვაცნო, იმ მანქანას, საბაზო ვერსიასთან შედარებით, 100 ცხენის ძალით ნაკლები სიმძლავრე ემსახურება. თუმცა, სარბოლ ტრასაზე მასზე მანევრული და, აქედან გამომდინარე, სწრაფიცაა. და ის 100 ცხენის ძალა ალბათ იმიტომ მოაკლეს, რომ მანქანას ლე მანის ურთულესი რბოლის გაძლება მოუწევს და ამ შემთხვევაში, სიმძლავრეზე არანაკლები მნიშვნელობა, ძრავის და მთლიანად მანქანის რესურსს ენიჭება. მაკლარენის ჯგუფის...

აუდი Q5 HFC ჰიბრიდი საწვავის ფიჭური ელემენტებით

აუდი ინტენსიურად ცდილობს მომავლის ამძრავი სისტემების დანერგვას, რომელთა შორისაც, ტრადიციული ჰიბრიდული და ელექტრონული სისტემები მეტნაკლებად ათვისებული აქვს. და ახლა ისეთი ჰიბრიდული სისტემების ათვისებასაც შეუდგა, რომლებშიც ელექტროენერგიის გამომუშავება, ფიჭურ ელემენტებში ხდება. საბურავების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია მიშლენის მიერ ორგანიზებულ ბიბენდუმის (ასე ჰქვია მიშლენის ემბლემას) გამოწვევაზე, გერმანულმა კომპანიამ ერთბაშად ხუთი ისეთი ავტომობილი გამოიყვანა, რომლებიც ალტერნატიული ძალური...

ფოლკსვაგენ ხოჭოს მესამე დაბადება

თავიდან ის სახალხო ავტომობილი იყო და 60 წლის განმავლობაში, 21.5 მილიონი ცალი გაიყიდა. შემდეგ შელამაზებული იერი მიიღო და 13 წელიწადში მისი შეძენა მილიონზე ცოტა მეტმა ისურვა. დღეს კი, აშკარად აგრესიული გამომეტყველებით, ერთდროულად, შანხაისა და ნიუ იორკის ავტოშოუებზე პირველად გამოჩნდა. რა ხნით დარჩება ბაზარზე და რამდენი გაიყიდება, ძნელი სათქმელია.  ერთის თქმა ახლავე შეიძლება – ფოლკსვაგენის ხოჭო აღარ არის სახალხო ავტომობილი და თანდათან ძვირფასი სათამაშო ხდება. ისე, გასაკვირი სულაც არაა...

როლს როისმა ჩინელებს დაგრძელებული გოსტი უჩვენა

 შანხაის საავტომობილო შოუზე შედგა როლს როისის „პატარა” მოდელ გოსტის გრძელბაზიანი ვერსიის პრემიერა, ავტომობილის, რომელზეც ინგლისური კომპანია ჩინეთის ბაზარზე დიდ იმედებს ამყარებს. მის წარმოებას როლსი წელსვე დაიწყებს და საბაზო გოსტზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირად გაყიდის. სხვათა შორის, როლს როისის ისტორიაში, ეს პირველი ავტომობილია, რომლის პრემიერაც აზიაში ჩატარდა. მწარმოებლის განცხადებით, ესაა ავტომობილი, რომელიც „იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ფართო და...

არტეგა სპორტულ ელექტრომობილს გამოუშვებს

პატარა გერმანული საავტომობილო კომპანია არტეგა წარმოებისთვის ამზადებს სპორტულ ელექტრომობილს, რომლითაც კონკურენციას გაუწევს ამერიკული ტესლას ამავე ტიპის სერიულ მოდელს. არტეგამ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი ელექტრომობილის, არტეგა SE-ს წინასერიული ვერსია წარადგინა, რომლის სერიულ ვარიანტსაც ფრანკფურტის გამოფენაზე გვიჩვენებს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლის აპრილში დაიწყებს. ავტომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. მათ მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები...

ფოლკსვაგენის ელექტრონული მიკროავტობუსი ბული

 ბული – ასე უწოდეს ფოლკსვაგენის მარკეტოლოგებმა ელექტრონულ მიკროავტობუსს, რომელმაც ყველას გერმანული კომპანიის ძველი და ახლაც ძალიან პოპულარული მიკროავტობუსი (მიკრობუსი) გაახსენა. ვოლფსბურგელები არ მალავენ, რომ თავიანთი ისტორიის კიდევ ერთი ლეგენდის გაცოცხლებას აპირებენ. მათ რამდენიმე თვის წინ ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის მიზანიც ახალი მიკრობუსის პერსპექტივის შესწავლა იყო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავტომობილს ბევრი სიამოვნებით შეიძენს. და აი, ჟენევის ავტოშოუზე, ასეთი ავტომობილის...

BMW თავის ახალ კონცეპტუალურ ხედვას გვაცნობს

 დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც BMW-მ საზოგადოებას თავისი ახალი სუბ-ბრენდი – i გააცნო, რომლითაც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს – ჰიბრიდებს, ელექტრომობილებს და შესაძლოა, სხვა ტიპის აგრეგატებით აღჭურვილ მოდელებს გამოუშვებს. ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელსაც ბავარიელები ახალი მარკით გამოუშვებენ, სპორტული კუპეა, რომელიც კონცეპტუალური ვიჟენ ეფიშენტდაინემიქსის ბაზაზე მზადდება. თავის დროზე, ამ კონცეფციით, გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიური ავტომობილების მისეული ხედვა გაგვაცნო...

იაგუარ B99 — ბერტონესეული ოთხკარიანი კუპე

ჟენევის გამოფენაზე, ბერტონეს მიერ წარმოდგენილ ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე ბევრი ამბობდა, რომ მისი სახით, იაგუარის მომავალი X-ტაიპი ვიხილეთ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინგლისური კომპანია თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის ამ სახით განახლებას არ აპირებს. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა – იქნებ ცოტა ხნით, X-ტაიპი ყველამ დაივიწყოთო. ერთი რამ კი ფაქტია – კონცეპტუალურმა იაგუარ B99-მა, რომელიც იტალიურ სადიზაინერო სტუდია ბერტონეს მიერაა შემუშავებული, ჟურნალისტების,...

ჰიბრიდული სუპერქარი 645 ათას ევროდ

პორშემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავის ჰიბრიდულ სუპერავტომობილ 918 სპაიდერზე შეკვეთების მიღებას იწყებს. ეს ავტომობილი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც პირველად ცუფენჰაუზენელებმა შარშან, ჟენევის ავტოშოუზე გვიჩვენეს, 645 ათასი ევრო (დაახლოებით 845 ათასი დოლარი) ღირს. 918 სპაიდერის წარმოება 2013 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. პირველი კლიენტები სასურველ ავტომობილს ნოემბერში მიიღებენ. პორშეს მხოლოდ 918 ცალი ჰიბრიდული სუპერავტომობილის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ამასთან, მათ, ვინც 918 სპაიდერზე...

ბეემვემ შანხაისთვის მე-6 სერიის განახლებული კუპე მოამზადა

გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია საავტომობილო სამყაროს პირველად შარშან, პარიზის ავტოშოუზე უჩვენა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ სერიულ ვერსიასაც მალე ვნახავდით. და აი, შანხაის საავტომობილო შოუს დამთვალიერებელს, პირველად მიეცემა ამ შესანიშნავ ავტომობილთან გაცნობის საშუალება. თუმცა, ბავარიელებმა მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით უკვე გაავრცელეს. წინამორბედთან შედარებით, მე-6 სერიის განახლებული კუპე ზომებში გაზრდილია. 75 მილიმეტრით არის...