მარიამ მიქავა

21 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლისათვის ემზადება

თურქეთში ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. დღეს თურქეთის რესპუბლიკაში პარლამენტი პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრია, პრეზიდენტს კი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს – არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლება და არ მონაწილეობს სახელმწიფოს მართვის საქმეში. გასული წლის ივლისში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მესამედ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს პარლამენტის წევრები...

ურთიერთობა ცივ ფაზაში შედის

რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ინაუგურაციის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი განახორციელა: მინსკი-ბერლინი-პარიზი. ბელარუსში ვიზიტი, რომლის ავტორიტარი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლუკაშენკო, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაშია, უარყოფითად შეაფასა გერმანულმა გამოცემამ Die Zeit. 1 ივნისს ბერლინში გაიმართა ვლადიმირ პუტინის ოფიციალური შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკთან. გერჰარდ შრედერთან „მეგობრული” შეხვედრების ფონზე ეს იყო გერმანიაში პუტინის...

მუსლიმი ძმები

რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, ისლამისტებმა ეგვიპტის სათავეში მოსვლის რეალური მანდატი მოიპოვეს. მათთვის მთავარი გამოწვევა ქვეყნის დაუძლურებული ეკონომიკაა. ეგვიპტის მშპ, წინა წლის 1,85%-იან მაჩვენებელთან შედარებით, წელს მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა. უცხოური ინვესტიციები ბოლო 12 თვის მანძილზე თითქმის ორმაგად შემცირდა. ეს ევგიპტურ ფუნტზე ხელისუფლების პროტექციონისტულმა...

ფინეთმა პრეზიდენტად კონსერვატიული ევროოპტიმისტი აირჩია

ფინეთის რიგით მე-12 პრეზიდენტი, ხმათა 62,7%-ით საული ნიინისტო გახდა. ის ცენტრისტულ-მემარჯვენე, ნაციონალურ-კოალიციური პარტიის წარმომადგენელია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 თებერვალს ჩატარდა. მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69%-მა მიიღო. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი მწვანეთა პარტიის ლიდერი, ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის...

თურქეთმა ბოდიში მოიხადა

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოიხადა 1930-იან წლებში ისტორიული დერსიმის (დღევანდელი თუნჯელი) ოლქში – რომელიც უმეტესწილად ალავიტებითაა დასახლებული – სახელისუფლებო ძალების მიერ მასობრივი რეპრესიების გამო. 1936-39 წლებს თურქეთის ისტორიის ბნელ წლებსაც უწოდებენ. იმ დროს 13 806 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც დერსიმის მოვლენებს დეტალურად ასახავს.  ოფიციალურმა აღიარებამ...

ჩავესის მოწაფე საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავს

ბოლივიაში ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშო. კონფლიქტის წყარო ტიპნისის ტერიტორიის გასწვრივ 300-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაა. ტიპნისი ამაზონის ტროპიკული ტყეების გამყოფია, ბოლივიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, სადაც ისიბოროს უნიკალური ნაკრძალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი ინდიელი ტომი სახლობს (სულ 50 ათასი ადამიანი), რომელთა მიწებზეც მაგისტრალი უნდა გაიჭრას. გზატკეცილის მშენებლობის წინააღმდეგ ეკოლოგებიც გამოდიან. მათი მტკიცებით, მშენებლობა ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის გაქრობას...

აშშ-ს მოკავშირე, ირანის მტერი და რეფორმების მოწინააღმდეგე

საუდის არაბეთში ახალი ტახტის მემკვიდრე, პრინცი ნაიფ იბნ აბდულ აზიზ ალ საუდი, აირჩიეს. მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ სახელმწიფოში სამეფო ტახტი მემკვიდრეობით 1932 წელს მონარქიის დამაარსებელი მეფის, აბდულ აზიზ იბნ აბდულრაჰმან ალ საუდის ვაჟებს ეკუთვნით.  ქვეყანაში მემკვიდრეობის კრიზისია, ვინაიდან პრინცები საკმაოდ  ხანდაზმულები არიან. მოქმედი მეფე, აბდულა იბნ აბდულ აზიზი, 88 წლისაა. მას შემდეგ, რაც 22 ოქტომბერს ნიუ იორკში ტახტის აწ უკვე ყოფილი მემკვიდრე, პრინცი სულტან იბნ აბდულ აზიზი...

კრისტინა კირშნერი ხელმეორედ აირჩიეს

ოქტომბერს არგენტინაში არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით კრისტინა ფერნანდეს კირშნერი გახდა. არჩევნებში მონაწილეობა არგენტინის მოსახლეობის 76%-მა მიიღო. მოსახლეობამ პრეზიდენტის გარდა პარლამენტის წევრები და 9 გუბერნატორი აირჩია. მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც მემარცხენე პარტიის, ფრონტი მშვიდობისათვის, ლიდერია, ხმათა 54% მოიპოვა. ეს 1983 წლის შემდეგ დემოკრატიული არგენტინის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (მხოლოდ ხუან პერონმა დააგროვა 1951 და 1973 წლებში 60%). ქალბატონი...

პრეზიდენტის დაბრუნებას დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვა

იემენის დედაქალაქ სანაში, კვლავ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების ტალღა აგორდა. მიზეზი 23 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის დაბრუნება გახდა. სალეჰი, ივნისში განხორციელებული თავდასხმის გამო, საუდის არაბეთში მკურნალობდა. მოსახლეობამ მისი წასვლა ზარ-ზეიმით აღნიშნა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – იემენის ქუჩებში მასობრივი სისხლისღვრა განახლდა.  6-თვიანი არეულობების მანძილზე, გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. სახელისუფლებო ძალებისა და ოპოზიციის...

პრორუსული პარტიის წარმატება

17 სექტემბერს, ლატვიის სეიმის ვადამდელ არჩევნებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დამცველმა პარტიამ – შეთანხმების ცენტრმა – გაიმარჯვა. მას რიგის მერი, ნილ უშაკოვი ხელმძღვანელობს. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: შეთანხმების ცენტრი – 29%, რეფორმების პარტია – 20%, ერთობა – 18%. 5%-იანი ბარიერი გადალახეს პარტიებმა – ყველაფერი ლატვიისათვის (13,36%) და მწვანეთა და გლეხთა კავშირმა (12,37%)....