ლევან სუთიძე

2915 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

ლევან სუთიძე, "ტაბულას" ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველია. გამოცემაში ის დაარსების დღიდან (2010 წ.) მუშაობს. სუთიძის საქმიანობის ძირითადი პროფილი უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკის გაშუქებას უკავშირდება. ჟურნალში მუშაობისას, მან არაერთხელ გაიმარჯვა სახალხო დამცველისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონკურსში ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”. რამდენიმე წელია ტელეკომპანია ტაბულას ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:45-ზე გადის. გადაცემა ასევე დაჯილდოებულია "ტოლერანტობის ქომაგის" წოდებით სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ, რომელშიც რამდენიმე ათეული რელიგიური ორგანიზაცია ერთიანდება.

სტატიები

მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი აპოლოგია

როგორც სჩანს, იერარქებს კვლავ ჩაეძინათ და ვერ შენიშნეს, როგორ იღვიძებს ტოტალიტარული მიდრეკილებების საპირწონედ, ქრისტიანობის რადიკალურად ინდივიდუალისტური ვერსია - ინსტიტუციური რელიგიის მიმართ იმედგაცრუებული და "წესების, კანონებისა და რიტუალების" მიმართ მტრული.სანამ ჩვენი მამები და მამამთავრები პირში ბურთის ჩაჩრის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობენ, ალბათ ვინმემ ქრისტიანულ სწავლებას ორიოდ სიტყვა უნდა შეაწიოს.ქრისტიანული რწმენა რამდენადაც ინდივიდუალური და კერძოა, იმდენად კოლექტიური და...

რას ნიშნავს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელება?

დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობას, ყველასთვის მოულოდნელად, კათოლიკოს-პატრიარქი ამბიონზე ავიდა და ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი დაასახელა.პირვველ რიგში, რას ნიშნავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე? გახსოვთ, აურზაური, პატრიარქის ანდერძზე? მოსაყდრის სახელი სწორედ ანდერძით უნდა გაგვეგო, მაგრამ პატრიარქის გადაწყვეტილებით მისი სახელი უკვე ვიცით - პატრიარქის სიცოცხლეშივე. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად: სრულიად...

ვინ შეარყია საპატრიარქოს იმიჯი?

2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, იქამდე ორი თვით ადრე, ვიდრე საქართველოს მთავრობა ქვეყანას აცნობებდა, რომ თავიდან ავიცილეთ ძლევამოსილი პატრიარქის მკვლელობა, ქორეპისკოპოსი იაკობი ამბიონზე ავიდა და უჩვეულო ქადაგება წარმოთქვა. მღვდელმთავარი კათალიკოზის დაცვის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს, ეკლესიასთან ბრძოლაში, მაღალი იერარქების წინაარმდეგ სტატიების შეკვეთასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდა. ქადაგების ვიდეოჩანაწერი ქორეპისკოპოსმა იაკობმა თავადვე გაავრცელა - ინფორმირებული დამკვირვებლები...

დოკუმენტი, სადაც ილია II მეუფე კალისტრატეს გაკათოლიკების პირობას დებს

დოკუმენტი, რომელსაც ტაბულას მკითხველი პირველად ნახავს, რამდენიმე თვის წინ მოვიპოვე. კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებამ და თანდართულმა ციანიდის საქმემ, მისი გამოქვეყნება დროებით შეაფერხა.  თამამად ითქმის, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკლესიის უახლესი ისტორიის ან საქართველოს მართლმადიდებელი და რომის კათოლიკე ეკლესიების ურთიერთობათა მკვლევართათვის, ან მათთვის, ვინც მოგვიანებით ამჟამინდელი კათალიკოზის მემკვიდრეობისა და მოძღვრების შესწავლით დაკავდება, არამედ აქ და...

პედოფილია, მეუფე სერაფიმე და საეკლესიო წყლულები

9 თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან მოულოდნელად გათავისუფლდა. ეპარქია, რომელსაც მღვდელმთავარი 21 წლის მანძილზე მართავდა, ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს დროებით გამგებლობაში გადაეცა. მიუხედავად მრავალი პასუხგაუცემელი კითხვისა, რომელიც ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს ჰქონდათ, ქორეპისკოპოსი ამბიონზე ავიდა, მიტროპოლიტი სერაფიმეს წასვლის გარემოებები არ განმარტა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიზეზები არ "ეჩიჩქნათ...

ჰეტეროფაშიზმის წინააღმდეგ

ეს წერილი ეძღვნება შეჩვენებულ სუსტებს, ქუჩაში ნაგვემთ, სახლში გამომწვართ, გადარჩენისთვის მებრძოლთ, ოჯახებიდან გამოძევებულთ, ღირსებააყრილთ, პირუტყვებად შერაცხილთ, ლუკმა-პურის ძიებაში დაოსილთ, ავაზაკთა სამართლის ქვეშ რომ ცხოვრობენ და ამა ქვეყნის ძლიერთაგან მიტოვებულენი მკლავს ახვედრებენ თავში დაშენილ მუშტებს.დღევანდელ კუდიანებს, მრავალგზის განსჯილთ და არც ერთხელ მიტევებულთ - ხვალინდელ გმირებს, სიყვარულის ღმერთით რომ ემუქრებიან და სიძულვილით კლავენ. უდანაშაულოებს, რომლებიც სიბრიყვემ გაასამართლა...

We Shall Overcome

25 მაისი. 2015 წელი. ალაბამა, მონტგომერი. უკვე ერთი დღეა, რაც ნიუ მექსიკოს შტატიდან, მარტინ ლუთერ კინგისა და ანტისეგრეგაციული მოძრაობის მექაში ჩამოვფრინდით. რამდენიმე კვირამ და უამრავმა შეხვედრამ ქართული ჯგუფი დაგვღალა. ვაშინგტონი, ნიუ იორკი, სანტა ფე. წინ დეტროიტია, ურბანული მოჩვენებების ქალაქი. უკვე იმდენ ადამიანს ჩამოვართვით ხელი, დაღლილობას ვგრძნობთ. ამას ვინანებთ, მაგრამ მაინც ვგრძნობთ. სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან ნათლად და გარკვევით გვითხრეს, რომ ყველა შეხვედრა Off Record არის. ეს...

ტროის ღორი და კრავთა დუმილი

სანამ დეპუტატი გოგუაძე ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ლექციით გულებს გაგვითბობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაგუნდელებს, არ დაემსგავსონ ნირწახდენილ ნაციონალურ მოძრაობას, მეც შემოგთავაზებთ ორიოდ სიტყვას.1-ლ ოქტომბერს გადაცემა საუბარი რელიგიაზე ეთერში დაბრუნდება. ერთი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვიდა დრო, უმცირესობათა ხმა საზოგადოებამდე მისულიყო არა მხოლოდ ცუდი ქართულით დაწერილი ანგარიშების მეშვეობით, არა მხოლოდ უმცირესობათა კარგად დავარცხნილი აქტორების ბრტყელ-ბრტყელი და ხშირად...

რელიგიური უმცირესობების შვიდი სტრატეგიული შეცდომა

რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე გულწრფელი რჩევის გაზიარება მსურს. ამას იმიტომ ვბედავ, რომ თავადაც უმცირესობას წარმოვადგენ.არ დაუშვათ ის შეცდომა, რა შეცდომასაც კარტერის ხელისუფლება უშვებდა ცივი ომის პერიოდში. როცა შენს მოწინააღმდეგეს ხელთ უპყრია შენი განადგურების იარაღი, მშვიდობის გარანტია თქვენს...

მქადაგებელი ჟურნალისტები

აღდგომის დღესასწაულს ჩვენ სავალალო რუტინითა და ბევრი ტყუილით ვხვდებით. თითქოს აღსრულდა სახარებისეული დაპირება: „ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ" (მათე 3;10). დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მედია ამბიონზე დგება და ერთ ხმაში გვიქადაგებს, რომ იერუსალიმის წმინდა სინათლის ღვთისმსახურება, სინამდვილეში ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულია, რომელიც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას მოწმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იწვევენ ექსტრემისტი მღვდლების ჯგუფთან...