მიშა თავხელიძე

29 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

ვალდებულნი ვართ, შევეშვათ

პირველ რიგში, ტერმინოლოგიაზე შევთანხმდეთ. ანუ, გადავთარგმნოთ. Must carry და must offer ქართულად ნიშნავს „ვალდებული ხარ, გაუშვა” და „ვალდებული ხარ, მიაწოდო”. ჩემი აზრით, ასე სჯობს. თორემ, ხანდახან, როცა რაიმეს ინგლისური სახელი ჰქვია – და თან ამერიკელი ან ევროპელი ელჩის მიერ არის მოწონებული – საქართველოში ავტომატურად მიიჩნევა უდავოდ სასარგებლოდ. თუ რას ნიშნავს ეს პრინციპი სინამდვილეში (ევრო-დემოკრატიულ ნალექს თუ მოვაცილებთ), ვრცლად მოყოლას აქ არ დავიწყებ (ტაბულაში ისედაც ბევრი დაიწერა ამაზე)....

Друг, гражданская авиация правильно еду?

ავიაგადაზიდვები იგივე ავტობუსების ბიზნესია, ოღონდ შარავანდედით შემკობილი. მაიკლ ო'ლირი, რაიანეარის დამფუძნებელი   ბავშვობიდან ვფრინავ. სულ რამდენიმე წლის ვიყავი, როცა პირველად თვითმფრინავში მოვხვდი. კი, ეს ის დრო იყო, როცა ბილეთი მოსკოვში 37 მანეთი ღირდა და თვითმფრინავებს პროპელერები ჰქონდა. იმ დროიდან მოყოლებული ფრენაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო აფრენა და დაშვებაა. ეს ორი ხანმოკლე ფაზა რომ არა, სხვაგვარად თვითმფრინავით მგზავრობაში არაფერია განსაკუთრებული – ო’ლირის არ იყოს, დიდი,...

სოფლის ცხოვრება

ძალიან არ მომწონს, როგორ იწყება და სად მიემართება ჩვენი საპარლამენტო საარჩევნო კამპანია. ზოგადად, არ მომწონს ჩვენი ოპოზიციის ინტელექტუალური უსუსურობა და ირაციონალიზმი; უუნარობა, მკაფიოდ დაინახოს და შეაფასოს რეალობა; ძველი სტერეოტიპებითა და შტამპებით ოპერირება; მისი საბჭოთა, ბოდიში და, პოლიტიკური კულტურა; მისი დესტრუქციული შემართება... არ მომწონს, რომ ასეთი ოპოზიციის ხელში პოზიცია მოდუნებული და ზედმეტად თვითდაჯერებულია; რომ პოპულიზმი ხშირად გასდის, რადგან იმათთან, ვინც მეორე აბზაცში მოყვანილ...

სიგარეტი, გაზეთი, ყავა

იანვრის ერთ მზიან შუადღეს თანამშრომელთან ერთად აივანზე სიგარეტის მოსაწევად გამოვედით (ვიცი, რომ კლავს, მაგრამ მე სიგარეტის დანებება მკლავს). ახედა ამ ჩემმა თანამშრომელმა მოწმენდილ ცას, თვალები მოჭუტა და ამოიოხრა: ამაზე ამ მთავრობას ფული არ ენანებაო!ცხადია, იხუმრა, თუმცა ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვის...

საბერძნეთიზაცია

რატომ აღელვებს ბიუროკრატს ბრიუსელში ქუთაისელი მეტალურგის ბედი? ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა, როცა საქართველოს შრომის კოდექსი და მისი შეცვლის ევროკავშირისეული სურვილი გახდა აქტუალური.  ყველაფერი სექტემბერში, ქუთაისში დაიწყო. პოლიციამ 34 გაფიცული კერძო ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მუშა დააკავა. სამართალდამცავთა თქმით, ისინი ხელს უშლიდნენ ქარხანაში მომუშავე გაუფიცავ პერსონალს. კერძოდ, ე.წ. სირცხვილის კორიდორებს უწყობდნენ და (sic!) აფურთხებდნენ. გაფიცულები ითხოვდნენ ადრე გათავისუფლებული...

ჭორვილონომიკა

გადავწყვიტე სახელმძღვანელო დავწერო. თან იმედი მაქვს, რომ მას ივანიშვილის ფონდი გამოსცემს და ამით რამენაირად საქართველოს გადარჩენას წავადგები. გთხოვთ, ეს ტექსტი მომავალი მონუმენტური ნაშრომის დაწერაზე თეზისურ განცხადებად განიხილოთ. სანამ საკუთრივ თეზისებზე (წიგნის თავებზე) გადავიდოდე, ერთი პრობლემა უნდა გადავწყვიტო: წარმოდგენა არ მაქვს, რა ეკონომიკური იდეები აწუხებს ჩემი მომავალი გამომცემლის პატრონს. როგორ ჟანრშიც არ უნდა მიმართოს საკუთარ (ოდესმე უზომოდ მადლიერ!) ამომრჩეველს – ეპისტოლარული...

ვირტუალური კორუფცია

ოდესმე თუ კიევის ბორისპოლის ან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან თბილისში ჩამოფრენილხართ (განსაკუთრებით ღამით), ჩემი ვარაუდით, აუცილებლად უნდა გაგჩენოდათ გრძნობა, რომ საბჭოთა კავშირიდან ევროპაში მოხვდით. მე პირადად, ეს გრძნობა ყოველთვის მიჩნდებოდა, როცა რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან მოვფრინავდი. ცხადია, ბალტიის ქვეყნების გარდა – ისინი საბჭოთა კავშირში 80-იანების ბოლოსაც კი ევროპად აღიქმებოდა. და საქმე ის კი არ არის, რომ, თუ თვითმფრინავში მარცხენა მხარეს, ილუმინატორთან ზიხართ...

რატომ არ ვართ სოციალისტები?

სოციალიზმი ამპარტავნულია ნებისმიერ სოციალისტს (მყვირალა რადიკალ კომუნისტსა თუ რბილად მოსაუბრე სოციალ-დემოკრატს) სინამდვილეში კაცობრიობა –  ზოგადად – და ყოველი კონკრეტული ადამიანი – კერძოდ – a priori სრული იდიოტი ჰგონია. ცხადია, საკუთარი თავის გარდა! სოციალისტის აზრით, ეს იდიოტები თუ თავიანთ ნებაზე მიუშვი, ან ეკოლოგიურად ბინძური პროდუქტებით დაიწამლებიან, ან პლანეტას ისე გააცხელებენ, რომ არქტიკის ადიდებული წყალი დაახრჩობთ, ან ღორის გრიპი მოცელავს, ან კიდევ, თავისნაირვე იდიოტ და გაუნათლებელ...

ერთი მწვადი და ერთი სალათი მომიტანეთ!

ხბოს მწვადით მოწამლულიყოს ვინმე, გაგიგიათ?.. არც – მე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარში ვისაც რა უნდოდა, იმას ჰყიდდა (რაზეც ჩვენი წამყვანი არხის მრავალმა ტელეჟურნალისტმა უამრავი აღშფოთებული რეპორტაჟი გააკეთა). სამაგიეროდ, სრული კონტროლი იყო საბჭოთა კავშირის დროს. ვისაც იმ უჟმურ პერიოდში ცხოვრება მოუწია, სანეპიდემსადგური ხომ გახსოვთ? ჰოდა, მაშინ სწორედ რომ ხორცითაც იწამლებოდნენ, თან ხშირად. რაციონალურები თუ ვიქნებით, და არა ევრორომანტიკულები, ვისაც ყველაფერი ევროპული, მათ შორის...

პროფკავშირები ბოროტებაა!

"პროფკავშირების ფუნქციონერის სამსახურზე გარანტირებული დასაქმება არ არსებობს. მისი დათხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ლოთობს. და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისე სვამს, რომ ფეხზე ვერ დგას." ჯორჯ ბერნარდ შოუ    ნებისმიერი მაფია პირამიდის მსგავსი იერარქიული სტრუქტურაა, რომელშიც ფული ქვემოდან ზემოთ მოძრაობს და თითქმის არასდროს საპირისპირო მიმართულებით. ასეთია, მაგალითად, სოპრანოს ოჯახი (ცნობილი ამერიკული სერიალიდან) ან კახა თარგამაძის მილიცია (ედუარდ შევარდნაძის...