მაია თოდუა

25 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

ცნობისმოყვარეს მოგზაურობა მარსზე

დაგუგლეთ mars curiosity და ამ დროისთვის 9 მილიონზე მეტ ლინკს ამოგიგდებთ. მარსმავალ კურიოსიტის წარმატებული დაშვება მარსის ზედაპირზე, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერების ბოლო დროის უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შეიძლება ითქვას, კურიოსიტის (რაც ქართულად ცნობისმოყვარეობას ნიშნავს) ციებ-ცხელება დგას. ეს არც არის გასაკვირი 2.5 მილიარდი დოლარის...

რად გვინდა ასტრონომია

ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. ეს დაუცხრომელი და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა მისი ერთ-ერთი თვისებაა. ამას მოწმობს როგორც წერილობითი ისტორიული წყაროები, ასევე დამწერლობამდელი არქეოლოგიური ძეგლები. შეიძლება ითქვას, სამყაროს შეცნობა ჰომო საპიენსის ბუნების განუყოფელი ნაწილია – ის ვერ შექმნიდა ცივილიზაციას და ტექნოლოგიებს, რომ არა ეს...

როგორ საზღვრავენ დედამიწის ასაკს

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორ ადგენენ დედამიწისა და ციური სხეულების ასაკს. და აი, საბაბიც მომეცა: გასულ თვეს, ჟურნალ Science-ში ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ფიზიკოსებმა რადიოაქტიური ნივთიერების, სამარიუმ-146-ის ნახევარდაშლის პერიოდი დაადგინეს, რაც ადრინდელ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა. ეს გარემოება კი...

ასტრონომიის ოქროს ხანა

ასტრონომია, ბოლო წლების აღმოჩენებისა და საინტერესო მოვლენების სიუხვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ოქროს ხანაში იმყოფება. ამის დასადასტურებლად, დღეს მინდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ახალი ამბებისა და აღმოჩენების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი შემოგთავაზოთ. დავიწყოთ ჩვენი მშობლიური პლანეტით. ასტრონომებმა დედამიწაზე სიცოცხლე აღმოაჩინეს არა, ეს შეცდომა არაა – სწორედაც ჩვენს დედამიწაზეა საუბარი. მეცნიერებმა ძალზე საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო სხვა პლანეტიდან დანახულ...

მომავლის ტელესკოპი

ერთი თვის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ესო – ევროპის სამხრეთი ობსერვატორია (ESO – European Southern Observatory) 2012 წელს იწყებს მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპის მშენებლობას. მისი სახელია E-ELT (European Extremely Large Telescope). ამ ტელესკოპის ობიექტივის დიამეტრი 39.3 მეტრია და კოსმოსში დედამიწის უდიდესი „თვალი” იქნება. ის თითქმის 1000-ჯერ დიდია გალილეო...

სამყაროთა დუმილი

დღეს ვილაპარაკებთ უახლეს კვლევაზე ასტრობიოლოგიაში, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა გალაქტიკის სივრცეებში ისეთ ადგილებს მიაკვლიეს, სადაც, სავარაუდოდ, სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ორგანული ნაერთები წარმოიქმნება. 20-30 წლის წინ სიტყვა „ასტრობიოლოგია” ღიმილს იწვევდა. მას, უკეთეს შემთხვევაში, ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებდნენ და სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თუმცა NASA-მ პრაქტიკულად თავისი დაარსების დღიდან – 1959 წლიდან – დაიწყო კოსმოსში სიცოცხლის ძიების პროექტების განხორციელება. დღეს სიტუაცია...

დაჯახების ოპტიმისტური თეორია

ამ სვეტისთვის თემის შერჩევა გამიჭირდა. არა იმიტომ, რომ საინტერესო ამბები არ იყო, პირიქით, მათი სიმრავლის გამო. რომელ ერთზე შევჩერებულიყავი, არ ვიცოდი: ჩვილ ეგზოპლანეტაზე, რომლის დაბადების მომსწრეები ასტრონომები პირველად გახდნენ; თუ უახლოესი ვარსკვლავის გარშემო აღმოჩენილ წყლის გიგანტურ რეზერვუარზე; ეგებ იმაზე, რომ ფარული მასა სულ უფრო ფარული და საიდუმლოებით მოცული ხდება და მეტ კითხვას ბადებს; თუ იმაზე, რომ მეცნიერები სხვა ვარსკვლავების გარშემო არა მარტო პლანეტების, არამედ უკვე კომეტების...

სინათლეზე უფრო სწრაფი?

2011 წლის 23 სექტემბერი, შეიძლება, მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენის თარიღად შევიდეს. ამ დღეს ფიზიკოსთა ჯგუფმა, რომელიც ელემენტარულ ნაწილაკებზე მუშაობდა, სინათლის სიჩქარეზე უფრო დიდი სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების არსებობის შესახებ განაცხადა. მოვლენამ, დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება ფიზიკაში ძირეული ცვლილებები გამოიწვიოს. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ უნდა დამტკიცდეს. დღევანდელი წარმოდგენით, სინათლის სიჩქარე ბუნებაში ყველაზე დიდია. ეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას უდევს...

ტროპიკული ქარიშხალი

ამ დღეებში ერთ-ერთ ტელეარხზე ახალ ამბებს ვუყურებდი, სადაც ერთიმეორის მიყოლებით გავიდა სიუჟეტები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მომხდარ ტროპიკულ ქარიშხალზე, მიწისძვრაზე, ტყის ხანძარზე, წყალდიდობასა და მეწყერზე, ნგრევითა და ადამიანური მსხვერპლით. სტიქიური უბედურებების ამ ჩამონათვალს ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევა და ტორნადო აკლდა. სტიქიური უბედურებები ისეთი მასშტაბური ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ძალზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენენ, იწვევენ ნგრევასა და...

აბასთუმნის ობსერვატორია – საქართველოს ცის კარიბჭე

მომავალ, 2012 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდება. რვა ათეული წლის წინ აბასთუმანში, მთა ყანობილზე გაიჭრა ცის კარიბჭე და იმ დღიდან ქართველი ასტრონომები სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაში ათენებენ და აღამებენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დღეს აბასთუმნის ობსერვატორია ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, ის საქართველოს ღირსშესანიშნაობათაგანი და ეროვნული სიმდიდრეა. 2007 წლიდან, აბასთუმნის...