ნატალია გიორგობიანი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
4 წელი 9 თვე

სტატიები

იყავი რეალისტი - მოითხოვე შეუძლებელი

ალბერ კამიუს ესეი „მეამბოხე ადამიანი" 1951 წელს გამოქვეყნდა. კამიუ აქ ამბოხის ცნებას კარტეზიანულ cogito-ს ადარებს, შედარების გარდა, შეიძლება ითქვას, რომ უთანაბრებს კიდეც მას და დეკარტეს ცნობილ მტკიცებას „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" ახალ ფორმულირებას უკეთებს. ფორმულირება კი შემდეგია: „ვაპროტესტებ, მაშასადამე ჩვენ ვარსებობთ".კამიუმ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადასვლა გააკეთა. თუ დეკარტესთვის აზროვნება არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი მტკიცებულება იყო და ზემოთ ნახსენები ფრაზა...

PER ASPERA AD ASTRA

საკუთარ იდენტობას იმით უფრო ხშირად ვსაზღვრავთ, თუ ვინ არ ვართ, ვიდრე იმით, თუ ვინ ვართ. ხშირად ეს უკანასკნელიც კი „ვინ არ ვართ" იდეით ისაზღვრება. რაღაც ისეთის არსებობა, რისგანაც საკუთარი თავის დისტანცირებას ვაკეთებთ, აუცილებელი პირობაა იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, ამისთვის კი დისტანცირების ობიექტის პოვნაა საჭირო. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წინააღმდეგობები რეალურად არ არსებობდნენ და მათ ჩვენ ვიგონებდეთ. წინააღმდეგობები მოცემულობაში არსებობენ, უბრალოდ, დისტანცირებით მათ კიდევ უფრო მკვეთრად...

უძღები შვილები

ახალ ან უკვე გარდასულ თაობას ხშირად მიაწებებენ ხოლმე სახელწოდებას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც: 1980 და ადრეული 90-იანი წლების შვილები ახლა იმ ასაკში არიან, რომ მშობლებისგან მატერიალურად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ასეთი მომავლის იმედით მშობლებმა შვილები ერთხელ უკვე გაუშვეს სახლებიდან, მაგრამ ისინი უკან დაბრუნდნენ და კვლავაც ბრუნდებიან. ეს ფაქტი გახდა მათთვის სახელის შერქმევის მიზეზი. დასავლეთის ქვეყნებში ამ თაობას ბუმერანგის თაობა ეწოდა.თავდაპირველად ეს...

Ready, Steady, Go!

ჩვენს დროში სიტყვათშეთანხმება „უდარდელი ბავშვობა" ცოტა უადგილოდ იქცა. ბავშვის დღის გრაფიკს მშობელი აკონტროლებს, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი. თავისუფალი დრო არ არსებობს, თუ არსებობს, ხშირ შემთხვევაში, ისიც მშობლის ხელთაა. ბავშვის აღზრდა იმდენად ინდივიდუალური საკითხია, რომ კონკრეტული წესები და რჩევები აქ გამოუსადეგარია ხოლმე, აბსურდულიც კი. მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს რაღაც სფერო, რომლის ფარგლებშიც ბავშვს მშობლებმა თავისუფლება უნდა მისცენ. ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ეს...

La Mala Educación

იშვიათად თუ აღიარებენ, მაგრამ მშობლები ცხოვრების უმეტეს ნაწილს შვილის გამოგონებაში ატარებენ. ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდნენ და გაუგონ საკუთარ შვილებს, მშობლები მათ მოთხოვნებს უყენებენ: „აი, მაგალითი, რომელსაც უნდა მიბაძო. ასეთი უნდა იყო". რა გასაკვირია, რომ ეს მისაბაძი მაგალითი ხშირად თვითონ მშობლები აღმოჩნდებიან ხოლმე. საზოგადოებისთვის მშობლის ასეთი დამოკიდებულება შვილისადმი ბუნებრივ მოვლენად ითვლება. გაუგებარია, რატომ შეიძლება ამ ყველაფერმა ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს, რა უნდა იყოს...