ნიკა ესებუა

1791 სტატია 21 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

ნიკა ესებუა არის ჟურნალ ”ტაბულას” კულტურის განყოფილების მიმომხილველი. მისი სტატიები უმეტესობა კინოსა და მუსიკის შესახებაა. ის ”ტაბულაში” დაარსების დღიდან მუშაობს.
2011 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომი მიიღო.

სტატიები

თავდაყირა სამყარო, რომელსაც Pixar-ი მართავს

ახალი ტალანტებისა და ქმნილებების მიმართ სამყარო ხშირად კეთილგანწყობილი არაა. სიახლეს მეგობრები სჭირდება. გასულ საღამოს მე რაღაც ახალი გამოვცადე: მოულოდნელი წყაროსგან გასაოცარი ვახშამი მივიღე - გუსტავ ეგო. „რატატუი"მულტფილმის „სათამაშოების ამბავი" გამოსვლიდან ოცი წელი გავიდა. ჯონ ლასეტერის ქმნილება 1995 წელს რევოლუცია იყო. ეს პირველი ანიმაციური ფილმი გახლდათ, რომელიც მთლიანად კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით შეიქმნა. თუმცა, მთავარი არა „სათამაშოების ამბის" გასაოცარი გამოსახულება, არამედ...

INPUT-ის ერთი წელი ანუ Ostgut Ton და Dystopian საქართველოში

საქართველოში ელექტრონული მუსიკის ბუმია - ამ ფრაზას ბოლო ორი წლის მანძილზე სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად გაიგონებდით. რაც მთავარია, ეს ფრაზა გადაჭარბებული არ არის და საქართველომ ბოლო წლებში ათეულობით ტოპ, აქტუალურ, მუსიკოსს უმასპინძლა, ამაში უდიდესი წვლილი კი კომპანია INPUT-ს მიუძღვის.INPUT პრომოუტერული კომპანიაა, რომელსაც ერთი წელი შეუსრულდა და ამ ერთი წლის მანძილზე მათი პატრონაჟით საქართველოს (ყველაზე ხშირად თბილისში) Ben Klock, Answer Code Request, Rodhad, Nick Hoppner, Recondite და კიდევ...

ფრენჩაიზების ომი

Warner Bros.-ი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოკომპანიაა. მეტიც, XXI საუკუნეში კინობიზნესიდან მასზე მეტი შემოსავალი არავის მიუღია. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ უორნერს სულ უფრო მეტი ფულის დახარჯვა უწევს, რათა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს. მაგალითად, 2013 წელს WB-მა 34 ფილმი გამოუშვა, მაშინ როცა დიდი ექვსეულიდან (WB, Sony/Columbia, Buena Vista (დისნეი), Universal, Paramount, 20th century fox) 20 ფილმი ან მეტი მხოლოდ Sony-მ (20) გადაიღო. Warner Bros.-ის ბოსებს ახალი ფრენჩაიზები სჭირდებათ და...

დანკანი, ლებრონი, დურანტი და სუპერდაცვები ბეჭდების ძიებაში

დასრულდა NBA-ს 2013-14 წლების რეგულარული სეზონი. მოულოდნელობები ბევრი არ ყოფილა. ყველაზე დიდი სიურპრიზი ტორონტო რეპტორზისა და პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის ძალიან კარგი თამაში იყო. სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ფინიქს სანსზმაც, თუმცა არიზონელებმა ფლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხეს. სტატიის გამოსვლის დროს ფლეი-ოფები დაწყებული იქნება, აქ კი გთავაზობთ ყველა გუნდის მოკლე მიმოხილვას, საფლეიოფო შანსებსა და სავარაუდო გამარჯვებულებს.ინდიანა პეისერსი(56 მოგება, 21 წაგება, კონფერენციის პირველი ადგილი)ინდიანამ...

True სერიალი

საუკეთესო სატელევიზიო შოუების სახე დიდხანს იყო HBO. ეს საკაბელო ტელევიზია – ერთადერთი და განუმეორებელი ადგილი იყო, რომლის ლოგოც ხარისხის გარანტი გახლდათ. გავიდა დრო. გამოჩნდა AMC და Showtime, რომლებმაც დიდი მასწავლებლისგან ბევრი რამ ისწავლეს, სულ მალე კი მისი ჩრდილიდან გამოვიდნენ და HBO-ს გაუტოლდნენ. თუ 5 წლის წინ საუკეთესო სერიალების ჩამოთვლისას საუბარს ყველა Wire-ით და „სოპრანოს კლანით" იწყებდა, დღეს მათ გვერდით Breaking Bad, „მოსიარულე მკვდარი", Mad Men და „სამშობლო" გამოჩნდა. HBO სამეფო...

როგორ შევიყვაროთ კინო 2014 წელს

2014 წელს კინოში დიდი წელი უნდა იყოს. კინოს უბრუნდებიან ძმები დარდენები, ახალ ფილმს იღებს თითქმის ყველა საინტერესო თანამედროვე ამერიკელი რეჟისორი. ნოა ბაუმბაჰი ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, წლების შემდეგ პირველად, ტიმ ბარტონი გადაიღებს ფილმს, სადაც ჯონი დეპი არ თამაშობს. ჯონა ჰილი, სეტ როგენი და სამეგობრო ახალი კომედიით დაბრუნდებიან, მაიკლ ფასბინდერი მაკბეტს ითამაშებს, ქამბერბაჩი ალან ტიურინგი იქნება. ლინკლეიტერი, დევიდ ო. რასელი, მაიკლ მანი, დევიდ კრონენბერგი, „ცხოველთა სამეფოს” რეჟისორი...

ვინ მოიგებს ოსკარს?!

„როდესაც ვსაუბრობთ ოსკარზე, ვლაპარაკობთ თითქმის სრულყოფილების სიმბოლოდ ქცეულ ჯილდოზე, რომელსაც ამერიკული და მსოფლიო პუბლიკა აღიარებს", – ეს სიტყვები პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ეკუთვნის. დროის სვლასთან ერთად კი, ოსკარებისა და სრულყოფილების გაიგივება სულ უფრო რთული ხდება. 1927 წლიდან ამერიკის კინოაკადემია ყოველი წლის ყველაზე გამორჩეულ ფილმს...

კინო სილამაზის გარეშე

პაოლო სორენტინოს ფილმში „დიადი სილამაზე" მთავარი პერსონაჟი ჯეპ გამბარდელა მეგობრებს მიმართავს: „ჩვენ ყველანი სასოწარკვეთის ზღვარზე ვართ, მხოლოდ ის დაგვრჩენია, ერთმანეთს სახეში ვუყუროთ, გავამხნეოთ და ცოტა გავიხუმროთ". გამბარდელამ იცის, რომ ყველა ადამიანი დიად სილამაზეს ეძებს. გამბარდელამ ისიც იცის, რომ მისი პოვნა ძალიან რთულია. კინო „დიადი...

კინოს ნაწილაკები კომაში

არსებობს მოსაზრება, რომ კინო კრიზისშია. იდეების საშინელ ნაკლებობას განიცდის. ახალი ძალიან ცოტა რამ ხდება და ყოველ წელს, სულ უფრო მეტი "ძველი" ფილმი გამოდის. ამ მოსაზრებას ამყარებს ბერლინისა და ვენეციის მომაკვდავი კინოფესტივალები, კანის წლევანდელი სუსტი ნამუშევრები, ოსკარის დაჯილდოება, რომელიც წლიდან წლამდე დეგრადირებს.თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ახალი, დამწყები რეჟისორების ნამუშევრები შედის. კინომოყვარულს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ აქ კინოშედევრს ან თუნდაც წლის...

თბილისის კინოფესტივალის მშვენიერი პაემნები

თბილისის მეთოთხმეტე კინოფესტივალი ტრაგიკომედიურად გაიხსნა. საუბარი არ მაქვს საორგანიზაციო მხარეზე, არც რაიმე შოუს ან დადგმის ”ბრალია” ეს, ამ ყველაფერში ”დამნაშავე” ლევან კოღუაშვილია. ”ქუჩის დღეების” რეჟისორის ახალმა ფილმმა ”შემთხვევითი პაემნები” ფესტივალი გახსნა და შექმნა ატმოსფერო, რომელიც ფესტივალს ბოლომდე გაჰყვება.2010 წელს კოღუაშვილის ”ქუჩის დღეები” გამოვიდა, ნარკომანი ჩეკის გარშემო განვითარებული ისტორიაა, ლოკალური, მაგრამ ყველასათვის ახლობელია. მხატვრული კინოსთვის აუცილებელი მსახიობების...