ნიკა ესებუა

1791 სტატია 21 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

ნიკა ესებუა არის ჟურნალ ”ტაბულას” კულტურის განყოფილების მიმომხილველი. მისი სტატიები უმეტესობა კინოსა და მუსიკის შესახებაა. ის ”ტაბულაში” დაარსების დღიდან მუშაობს.
2011 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომი მიიღო.

სტატიები

რას უნდა ველოდოთ NBA 2013/14 სეზონისგან

29 ოქტომბერს უმთავრესი საკალათბურთო მოვლენა, NBA-ს მორიგი სეზონი დაიწყო. ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი კვლავაც მაიამი ჰიტი გახლავთ. აღმოსავლეთ კონფერენციაში, ლებრონ ჯეიმსის და კომპანიის მთავარი მეტოქე ჩიკაგო იქნება, რომელსაც დერიკ როუზი დაუბრუნდა. დასავლეთ კონფერენციიდან ფინალში გასვლის და ოქროს ბეჭდების მოპოვების საუკეთესო შანსი ოკლაჰომას, სან ანტონიოსა და კლიპერსს ექნებათ, რომელსაც წელს ბოსტონის ყოფილი მწვრთნელი, დოკ რივერსი გაწვრთნის.გთავაზობთ 2013-14 წლების NBA-ს ყველა გუნდის წინასასეზონო...

ახალი სეზონის ახალი შოუები

შემოდგომაზე ამერიკაში სატელევიზიო შოუების ახალი სეზონი იწყება. წელს რამდენიმე საკულტო შოუ სრულდება – „დექსტერი", Breaking Bad, „როგორ გავიცანი დედათქვენი", მათი ადგილის დაკავება კი, ნებისმიერ ახალ სერიალს ძალიან გაუჭირდება.წარმოგიდგენთ შემოდგომის სეზონის უმთავრეს პრემიერებს, რომლებსაც ტელეეკრანებზე დიდხანს გაჩერების ყველაზე კარგი შანსი აქვთ.ბრუკლინის 99 (Brooklyn Nine-Nine. FOX)17 სექტემბრიდან„ოფისი" დამთავრდა, „როგორ გავიცანი დედათქვენი" წელს იხურება. სიტ-კომების სამყაროში ორი გიგანტი – „...

„ამერიკელი ღმერთები”

ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები" – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.[[{"fid...

ჩვენი დროის გმირები

The Times They Are a-Changin'1933 წელს, მაშინ როდესაც კომიქსი არც ისე პოპულარული ხილი იყო ამერიკაში, ჯერი სიგელს ახალი გმირის შექმნის იდეა მოუვიდა თავში. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანი შორეული პლანეტიდან, რომელსაც ზებუნებრივი ძალა ექნებოდა და მას კაცობრიობის კეთილდღეობისთვის გამოიყენებდა. სიგელის იდეის ვიზუალიზაცია თავის თავზე მისმა მეგობარმა, მხატვარმა ჯო შუსტერმა აიღო. მან გმირს, რომელსაც ამერიკის სიმბოლოდ გადაქცევა ეწერა, ლურჯი სამოსი ჩააცვა, წითელი მოსასხამი მიუხატა, იმავე ფერის ტრუსი ამოაცვა და...

სიმღერა, რომელიც ჯორჯ მარტინმა დაწერა

Valar Morghulis1948 წელს ჯონ რუალ რონალდ ტოლკინი თავის უკვდავ ტრილოგიას, „ბეჭდების მბრძანებელს" ამთავრებდა. კლაივ სტეპლ ლუისის მეგობარს ალბათ არც წარმოედგინა, რომ მისი წიგნები ფენტეზის ჟანრში რევოლუციას მოახდენდა, მას ჟანრის მამად და კლასიკოსად შერაცხავდნენ, „ბეჭდების მბრძანებელი" კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული წიგნი გახდებოდა. ბრიტანელი მწერალი კიდევ უფრო ნაკლებად წარმოიდგენდა იმას, რომ როდესაც მას „ბეჭდების მბრძანებელში" უკანასკნელი კორექტივები შეჰქონდა, ამ დროს აშშ-...

პოლიტიკური ფილმები ანუ როგორ შეგვიყვარდა ბომბი

2013 წლის ოსკარის ტრიუმფატორი „არგო" გახდა – პოლიტიკურ-ისტორიული ფილმი, რომელმაც ყველა შესაძლო ამერიკულ ჯილდო მოიგო, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ქეთრინ ბიგელოუს ნამუშევარმა „Hurt Locker". პოლიტიკური ფილმები ამერიკის კინოაკადემიისთვის ისევ აქტუალური გახდა. აქ წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო პოლიტიკურ ფილმს, რომელიც დროისა და ეპოქის მიუხედავად, აქტუალობას არ კარგავს.10 არჩევნებიალექსანდრ პეინი პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში, როცა „არჩევნები" გადაიღო. ეს ერთი შეხედვით თინეიჯერული კომედიაა სკოლის...

წლის ფოლადის ფილმები

2013 წლის ბლოკბასტერების სეზონი წინა წლებისგან ოდნავ გამორჩეული იქნება. ყველაზე აქტუალური თემა პოსტაპოკალიპტური დედამიწაა, შედარებით ნაკლებია სიქველი და უფრო მეტი ახალი პროექტი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. წარმოგიდგენთ ე.წ. ზაფხულის სეზონის ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.   Upstream Color(5 აპრილი) რეჟისორი: შეინ კერატი. მთავარ როლებში: ენდრიუ სენსენიგი, შეინ კერატი, ემი სეიმეცი, ბრინა პალენსია. რატომ უნდა ნახო? იმიტომ, რომ ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე ძალიან...

კინოთეატრები

ძალიან საშიში კინო 5 2013 წელი. აშშ. რეჟისორი: მალკოლმ დ. ლი. მთ. როლებში: ჩარლი შინი, ლინდსი ლოჰანი, ტერი ქრიუსი, ჯერი ოკონელი. ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული და პოპულარული საშინელებათა ჟანრის ფილმების გაშარჟების მცდელობა. დაახლოებით ასე შეიძლება აღვწეროთ მალკოლმ ლის ნამუშევარი. ოდესღაც სასაცილო „ძალიან საშიშ კინოს” საშინელი გაგრძელებები მოჰყვა და, დიდი...

Netflix – ტელეშოუს მომავალი

„ბანქოს სახლი” კომპანია Netflix-ის ახალი პროექტია. პოლიტიკური დრამა, რომლის მთავარი პერსონაჟი ფრენკ ანდერვუდი გახლავთ. ფრენკი სამხრეთ კაროლინის მოსახლეობამ 11-ჯერ აირჩია კონგრესში თავის წარმომადგენლად. გავლენიანი პოლიტიკოსი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, სანაცვლოდ კი გენერალური მდივნის პოსტს მიიღებს. ასეთია შეთანხმება...

ალბომები

Ben UFO – Fabriclive: 67 Ben UFO – იგივე ბენ ტომსონი ინგლისელი DJ-ია, რომლის სახელსაც უკავშირდება თანამედროვე UK სცენის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის, Hessle Audio-ს სახელი. Ramadanman-თან და Pangaea-სთან ერთად, ის ამ ლეიბლის თანადამაარსებელი გახლავთ. მისი ბოლო ოფიციალური Mix CD-ის გამოსვლიდან (Rinse:16) დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, Ben UFO რიგით მეორე – Fabriclive 67...