ნინა ახლოური

3 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 10 თვე

პოსტები ბლოგიდან

სამოსი არომატისთვის

„სუნამო ხელოვნების ნიმუშია და ის, რაშიც მოთავსებულია, შედევრი უნდა იყოს", – თქვა ერთხელ რობერტ რიჩიმ. L'air du temps-ის ფლაკონი მართლაც შეიძლება სწორ წარმოდგენას გვიქმნიდეს ამ იდეაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელ ეპოქას ეკუთვნის ეს ფრაზა. დღეს (ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში), როდესაც სუნამოს ღირებულებას ძალიან ხშირად განსაზღვრავს ჭურჭელი, რომელშიც ის მოთავსებულია და ხანდახან, როგორი შოკისმომგვრელიც უნდა იყოს, მთლიანი ფასის ნახევარზე მეტსაც კი ფლაკონი „იკავებს", რთულია დაადგინო...

როცა მუსიკა გიყვარს

ჩაისუნთქე ღრმად. მოდუნდი. მიიღე მონაწილეობა. დაკარგე კონტროლი. იგრძენი მუსიკა. გადარჩი. იცხოვრე ღამით. შეიყვარე კუნძული.და Do it every fucking year!ეს მოკლე ინსტრუქციაა იმისთვის, თუ როგორ მიიღო სიამოვნება მუსიკის ფესტივალზე. ის ვინმე მარკო პრესტინის ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს ერთ კარგ ადგილზე აღმოჩნდა და შემდეგ ამაზე შთამბეჭდავი მოკლე ფილმი გადაიღო. სიმართლე ითქვას, იქ რომ მოხვდე, არც ისე ბევრი რამაა საჭირო – მუსიკის სიყვარული, პასპორტი შენგენის ვიზით, რამდენიმე ასეული ევრო და მცირე დოზით...

ბუუუ, თეატრის მაყურებელო

კილიანის თანამედროვე ბალეტი ახალი ნანახი მქონდა, როდესაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მორიგ სპექტაკლზე წავედი. უნდა ითქვას, რომ კილიანის წარმოდგენა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ინოვაციური აღმოჩნდა მათ შორის, რაც კი ამ ჟანრში მინახავს. ზოგადად მისი მოწონება კი, ამ შემთხვევაში, იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად ტრადიციული იქნებოდა მაყურებლის გემოვნება. დადგმის ბოლოს აპლოდისმენტებმა დარბაზი კინაღამ დაანგრია - აღმოჩნდა, რომ დარბაზში კონსერვატორები სრულიად არ იყვნენ. ჩემს უკან...