ნინი გოგიბერიძე

610 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 2 თვე

სტატიები

მუსლიმთა საძმო

წელიწადი და რამდენიმე დღე გაძლო მუსლიმთა საძმომ ეგვიპტის ხელისუფლებაში. მოხდა ისე, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოძრაობა, რომელსაც 1928 წლიდან პოლიტიკური ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, სახალხო ფავორიტობიდან, მიუღებელ ძალად იქცა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე, პეტიციას პრეზიდენტ მორსის გადადგომის მოთხოვნით 17 მილიონზე მეტმა ეგვიპტელმა მოაწერა ხელი. ტაჰრირის მოედანი კი რეკორდული რაოდენობის ანტისამთავრობო დემონსტრანტებით აივსო.სახალხო მობილიზაციამ და სამხედროების...

ჩავიზმი ჩავესის შემდეგ

ქვეყნის მასშტაბით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე კანდიდატი ირწმუნებოდა, რომ მას აწ გარდაცვლილი უგო ჩავესი ჩიტის სახით გამოეცხადა და გამარჯვება უწინასწარმეტყველა. მეტი დამაჯერებლობისთვის, იგი გამაყრუებელ სტვენას იწყებდა. ბოლოს, აქაოდა „თავი ქუდში მაქვსო", საფრთხობელასავით ჩიტიც დაისკუპა თავზე.შედეგმა არ დააყოვნა... 14 აპრილს, ოდესღაც ავტობუსის მძღოლი, მოგვიანებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ ბოლოს კი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას მადურო ვენესუელის საპრეზიდენტო...

ჯუდით გოფი: კოჰაბიტაციამ უნდა გაამართლოს

„მიხარია, რომ საქართველოში მივდივარ, რათა მონაწილეობა მივიღო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაში და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში. მოუთმენლად ველოდები, როდის შევძლებ ამ ლამაზ და ისტორიულ ქვეყანაში მუშაობას”, – განაცხადა ჯუდით გოფმა 2010 წელს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩად დანიშვნისას. რამდენიმე კვირაში იწურება...

გაუთვალისწინებელი შედეგები

„სუფიან ბინ ქუმუ საუკეთესო მაგალითია, თუ რატომაა გუანტანამო ასეთი ფასეული ტერორიზმის წინააღმდეგ ომში", – განაცხადა ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ინჰოფემ. სენატორის რეპლიკა პასუხია გასულ კვირას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე ტერორისტულ თავდასხმასა და ელჩის მკვლელობაში გუანტანამოს ყოფილი პატიმარი, სუფიან ბინ ქუმუ მონაწილეობდა.ბინ ქუმუ გუანტანამოდან ტრიპოლის აბუ სალიმის ციხეში 2007 წელს გადაიყვანეს. ეროვნებით ლიბიელი აშშ-ის მთავრობამ 9...

God Save The Queen!

წვიმიანი დღეა. ტემზის სანაპიროს გასწვრივ ხალხმრავლობაა. ადამიანები ჯებირებისკენ მიილტვიან, ყველას უნდა თვალი გაუსწოროს მას, ვის წინაშეც ქედს იდრეკდნენ ეროვნული გმირები შავ-თეთრი დოკუმენტური ფილმებიდან. „ტაუერ-ბრიჯისკენ” რაღაც მოდის – გასაოცარი ამბავია! გამოჩნდა პირველი ხომალდი. უკან ათასგემიანი ფლოტილია მოჰყვება. „მახარობელის” ყვავილებით მორთულ გემბანზე,...

გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე ბექაური საქართველოს წინააღმდეგ – პროცესი საქართველოს გამართლებით დასრულდა. ეს ფაქტი ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება – 8-გვერდიანი გადაწყვეტილების ტექსტი საქმესთან დაკავშირებული ფაქტების კვლევას თითქმის არ ეთმობა. მასში სტრასბურგის სასამართლო ძირითადად...

ომი დასასრულის გარეშე

თებერვალს, რუსეთის ფედერაცია სამშობლოს დამცველის დღეს ზეიმობს. ჩეჩნეთში ამ მოვლენას განსხვავებული ემოციით ხვდებიან. 68 წლის წინ, სწორედ 23 თებერვლის ღამეს, საბჭოთა რეჟიმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხის შუა აზიაში დეპორტაცია დაიწყო. მასში НКВД-ს, НКГБ-სა და სამხედრო კონტრდაზვერვის СМЕРШ-ის ათასობით ოპერატიული თუ საჯარისო დანაყოფი მონაწილეობდა. ერთ დღე-ღამეში, 400 ათასზე...

ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტაბულა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა. აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე გიგა ბოკერიამ ტაბულას ვრცელი ვიდეოინტერვიუ მისცა. ინტერვიუს სრული ვერსია ტაბულას ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.   30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლებს....

ნაფიცი მსაჯულები – 90 წლის შემდეგ

7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, ადვოკატები და პროკურორები 12 ნაფიც მსაჯულსა და 2 სათადარიგო მსაჯულს დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიკრიბება და ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის...

ახალი ნადირი ისრაელ-თურქეთის ურთიერთობაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 2010 წლის მაისის ფლოტილიის ინციდენტთან დაკავშირებით, მორიგი გამოძიება ჩაატარა. გაერომ გაამართლა ისრაელის სამხედრო მოქმედებები თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ეკიპაჟის წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა ორგანიზაციის მოხსენებას თელ-ავივიდან საკუთარი ელჩის გამოწვევითა და ანკარიდან ისრაელის ელჩის გაძევებით გამოეხმაურა. საგამოძიებო ჯგუფს ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯეფრი პალმერი ხელმძღვანელობდა. მის ანგარიშში დეტალურადაა განხილული გასული წლის ინციდენტი,...