ნოდარ ლადარია

19 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

ო, ენავ ჩემო...

რატომაც არა? – მცირე ბიზნესის პატრონსაც არ ეკრძალება ზოგჯერ პერსონალთან შეხუმრება. მით უმეტეს, როცა პატრონს ჭაღარის სიდარბაისლე ამშვენებს, პერსონალს კი ჯანსაღი მიმზიდველობა. ჰოდა, მარკეტის ეს მფლობელიც კვიმატი ღიმილით მიმართავს სანდომიან გამყიდველს: „აი, გოგო, შენ ხომ ხარ მეგრელი?..”არა, წონადი არგუმენტის გარეშე არ ხდება ეს ამბავი: შუახნის მამაკაცს ხელში ქართული ბეჭდური პრესის ფლაგმანი უჭირავს, გაზეთი ალია, რომლის პირველ გვერდს ამშვენებს გულშიჩამწვდომი სათაური: „როლანდ ახალაიამ 16 წლის ასაკში...

უკუეთუ არა ვიხილო...

XVII საუკუნეში თეათინელთა ორდენის კათოლიკურმა მისიამ საქართველოში რამდენიმე საავადმყოფო გახსნა. სამედიცინო მომსახურებით სამეგრელოს მთავარიც სარგებლობდა – სავარაუდოდ, სწორედ მას მოიხსენიებენ მისიონერთა დოკუმენტები „ადგილობრივ სუვერენად”. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მთავარმა გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს, მკურნალობის გარდა, შეიძლება სხვა არანაკლებ სასურველ სიკეთეს გამორჩე. საბაბიც მშვენიერი ჰქონდა: 1679 წლის სექტემბრის დასაწყისში კათოლიკეებს რომიდან ახალი პრეფექტი ჩამოუვიდათ და დასავლეთი საქართველოს...

ქლიავიანი ჩაი

„ინგლისის დედოფალი საუზმეზე მიირთმევს ქლიავიან ჩაის და ამბობს ორ სადღეგრძელოს”. მიეწერება Real-TV-ს დილის გადაცემას.  „Завтрак английской королевы состоит из чая со сливками и двух тостов”. 87% სიზუსტით მოდელირებული სავარაუდო ორიგინალი.   ამგვარი ეპიგრაფის შემდეგ ქართული „მედიასივრცის” მიმოხილვა არც არის საჭირო – ისედაც გასაგებია ყველაფერი. სხვათა შორის, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინმე გესლიანად გონებამახვილი ოპოზიციონერის მოგონილია ეს ციტატა, თუ მართლაც ითქვა დილის ეთერში. რა თქმა...

სულის მკურნალნი

მარადიული არაფერია ცისქვეშეთში. სპეციალობები და პროფესიებიც კი კვდებიან და იბადებიან. მათ შორის სამედიცინო სპეციალობებიც. მაგალითად, თვალსა და ხელს შუა გაქრა ფტიზიატრი, სამაგიეროდ, გაჩნდა ანგიოლოგი. იქნებ ეს მხოლოდ სიტყვების ცვლაა, იმის მსგავსად, ლათინური ”ოკულისტი” ბერძნულმა ”ოფტალმოლოგმა” რომ შეცვალა... არ ვიცი. მე სულ სხვა მიზანი მამოძრავებს: სრულიად საქართველოს მსურს მივულოცო ახალი სპეციალობა: ექიმი მორალისტი. ინტერნეტ საიტზე www.mkurnali.ge ქართველი მკურნალები...

“მფატრავები”

 გინახავთ ფილმი „მფატრავები” (რეჟისორი – მიგელ საპოჩნიკი, სცენარი – ერიკ გარსია)? უმჯობესია, ფილმში ნაკლები სისხლი ყოფილიყო... მაგრამ ახლა მხოლოდ იდეას განვიხილავთ. ეკრანზე მომავალს ვხედავთ. ქირურგია უკვე უბრალო ხელობად იქცა (ფილმში რთულ ოპერაციას ხუთი წლის ბავშვი ატარებს), ხელოვნურ ორგანოთა დამზადება კი საწარმოო პლატფორმაზე დადგა. მაღალტექნოლოგიური გულები, ღვიძლები და პანკრეასები ძვირი ღირს – ეგრეთ წოდებული საშუალო კლასისთვისაც ძალიან ძვირი:...

წარსულით მოხიბლულნი

 ვის არ წაუკითხავს სერ ვალტერ სკოტის „აივენჰო”? სამწუხაროდ, დღეს ეს შეკითხვა უკვე რიტორიკული არ უნდა იყოს. ისიც კი გაუგებარია, როგორ უნდა ვწეროთ: ძველი ტრადიციით „ვალტერი” იყო, ახლა კი, მგონი, უკვე „უოლტერად” იქცა. დრო იცვლება და ეს ცვლილება გრძნობებსა და სიტყვებსაც ეხება. პირველ ყოვლისა, გრძნობებსა და სიტყვებს. მაგრამ მივხედოთ „აივენჰოს”... რომანის მოქმედება 1194 წელს ვითარდება. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე დასრულდა, მაგრამ...

საბჭოეთის აჩრდილები

ვისაც ოდესმე სავალდებულო საგანი, ეგრეთ წოდებული “დიამატი” უსწავლია, შეიძლება არც ახსოვს ლენინის ფუნდამენტური აზრი იმის შესახებ, რომ სამყაროში არაფერია, გარდა მუდმივად მოძრავი მატერიისა. იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ ერთი თავისი რომანის გმირს ათქმევინა, რომ თუ იძულებული ხარ, ყოველღამ კრუპსკაიასთან დაწვე, ნამდვილად დაწერ ისეთ ბუნდოვან და იდიოტურ წიგნს, როგორიც “მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმია”. ეს ფრაზა 1968 წელს ითქვა მილანის უნივერსიტეტში. ამიტომ პერსონაჟი ძლივს...

საბჭოთა მართლმადიდებლობა

1993 წელს იტალიაში გამოქვეყნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ანგარიშები, რომლებსაც ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები საბჭოთა უშიშროებას აბარებდნენ საზღვარგარეთიდან ყოველი ჩამოსვლის შემდეგ. განგებ დავწერე ეს გრძელი სიტყვა — „საზღვარგარეთი” — დღეს ის სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მის მაგიერ კონკრეტული ქვეყნის ან კონტინენტის სახელი. მივეჩვიეთ იმას, რომ ქვეყნიერება ჭრელია და დუბაიში მოგზაურობას ძალზე ცოტა რამ აქვს საერთო...

ჩამჭრელი კითხვები

ეს წერილი არ არის არც სათეატრო და არც ტელეკრიტიკა. თეატრი აქ საერთოდ სიმბოლურად მონაწილეობს, ხოლო რაც შეეხება ტელევიზიას, გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, თუმცა კი მინდოდა... ახლა კი ერთგვარად ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. რა თქმა უნდა, კამათი ხელს უწყობს აზრის გამოთქმას. მონოლოგი ყოველთვის უფრო ძნელია. და რადგან მე ვერც პირველ არხზე გასული გადაცემის ნახვა მოვახერხე, ამიტომ მხოლოდ ძირითად თემას შევეხები და გვერდს ავუვლი იმას, რაც ითქვა...

მარად ცოცხალი ბოროტება

„სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გეძლევა...” - მკაცრად აფრთხილებდა მკითხველს ნიკოლაი ოსტროვსკის იდეოლოგიურად სავალდებულო რომანი „როგორ იწრთობოდა ფოლადი” - საბჭოთა ფიქციური ჰაგიოგრაფიის მთავარი ტექსტი. არა, მაინც ვერ მოვახერხე ამ გაფრთხილების შესმენა და ერთხელ მოცემული საკუთარი სიცოცხლის სამი საათი დავხარჯე ნიკიტა მიხალკოვის ახალ ფილმზე „მზით გათანგულები 2”. სხვათა შორის, რუსული კინოს მესვეურები ბევრად უფრო ლმობიერად მოეპყრნენ ევროპას: ამბობენ, კანის კინოფესტივალზე...