ნოდარ ლადარია

19 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სტატიები

ფა­შიზ­მი ფა­შიზ­მის გა­რე­შე

ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა ფილ­მე­ბი­დან ვიც­ნობთ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ მე­ტო­ქე­ო­ბას: ვის­წავ­ლეთ რუ­ხი და შა­ვი უნი­ფორ­მე­ბის გარ­ჩე­ვა და იმ­თა­ვით­ვე ვე­ლით, რომ „გესტაპო” და „აბვერი” ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან და ხელს უშ­ლი­ან. მა­მა­ცი საბ­ჭო­...

სახიფათო პარალელი

ფრანგ პოლიტიკოსსა და ფილოსოფოსს, ჟოზეფ დე მესტრს (1753-1821), ჩვეულებრივ, ძალიან უცნაური ეპითეტით მოიხსენიებენ — ცეცხლოვანი რეაქციონერი. ეს სახელი მას 1924 წელს შეარქვა რუსმა მოაზროვნემ ნიკოლაი ბერდიაევმა. მაშინ, ბოლშევიკური გადატრიალებიდან შვიდი წლის შემდეგ, რუსეთშიც მიხვდნენ, რომ სოციალური რევოლუციის წინააღმდეგ ამხედრებულებსაც მოეკითხებათ ჭკუა... ჟოზეფ დე მესტრს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის დიდი რევოლუცია სძულდა და სატანურ მოვლენად მიიჩნევდა მას. ამის გამო მშობლიური საფრანგეთიდან...

„პაპესა იოანა” ანუ კიდევ ერთი „უსახელო ნაბიჭვართაგანი”

ამას წინათ ძალიან სასაცილო ფილმი ვნახე. გერმანელებმა გადაიღეს ერთი უცნობი ამერიკელი მწერალი ქალის, დონა ვულფოლკ კროსის ერთადერთი რომანის მიხედვით. ფილმს ჰქვია „პაპესა იოანა” და ეხება XIII საუკუნის შუა წლებში წარმოშობილ ლეგენდას: თურმე ერთხელ ქალიც გამხდარა რომის პაპი, თან პირდაპირ სააღდგომო ლიტანიისას უმშობიარია! არა, ახლა არ დავიწყებ ამ ლეგენდის კრიტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არავითარი ისტორიული საფუძველი არა აქვს. ახლა იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ ლეგენდა სწორედ იმ ადამიანების...

ეკლესიის ძალა უძალობაშია

მემატიანეები წერენ, ჰილდებრანდს პაპობა არ უნდოდაო... ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე იყო და 1073 წელს, როცა რომის ტახტი დაქვრივდა, გავლენიან ბერს მართლაც ეთქვა, არჩევნებზე არ გამიყვანოთო, მაგრამ ეს ალბათ ხრიკი იყო. როგორც კი პაპად აირჩიეს და გრიგორი VII დაერქვა, მაშინვე გაჩნდა სქელტანიანი ტრაქტატი საეკლესიო რეფორმების შესახებ. აი, რამდენიმე თავის სათაური: „მხოლოდ რომის ეპისკოპოსია საყოველთაო”, „მხოლოდ პაპს შეჰფერის იმპერიული ნიშნები”, „მხოლოდ პაპს უნდა ემთხვიონ ფეხზე...

ატამან აშინოვის ნამდვილი ისტორია

არსებობს აკაკი წერეთლის ერთი მოგონება, რომელიც 1935 წელს გაზეთ „კომუნისტში” გამოაქვეყნა იოსებ გრიშაშვილმა. იმხანად, - იგონებს მგოსანი, მაგრამ არ აზუსტებს, როდის, - თბილისში ჩამოსული იყო „ახალ ერმაკად” წოდებული კაზაკთა ატამანი აშინოვი. რუსული გაზეთების მიერ ნაქები ატამანი „ივერიას” სასაცილოდ აუგდია. გაბრაზებული აშინოვი რედაქტორთან, სერგეი მესხთან შევარდნილა და ბოდიშის მოხდა მოუთხოვია. იქვე ყოფილან აკაკი და ვაჟა-ფშაველა. როცა აშინოვის თავხედობა ზღვარს გადავიდა...

ევროპული პოლიტიკის შნო ანუ წინასაარჩევნო შეგონება

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპული პოლიტიკა საერო და საეკლესიო ძალაუფლებათა შორის საუკუნოვანი ურთიერთობის, უფრო ზუსტად კი, კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბდა, ნელ-ნელა დაიხვეწა და, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკის სახელწოდებაც დაიმსახურა... ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპას ახსოვს, შორეულ 1301 წელს მიიღეს. მაშინ საფრანგეთის ტახტზე ფილიპე იჯდა, ლამაზად წოდებული. ლამაზს იმიტომ ეძახდნენ, რომ მსუქანი იყო და ღაჟღაჟა ლოყებით უჩვეულოდ გამოირჩეოდა შუა საუკუნეების უფრო დამახასიათებელ...

ჟამი ჭეშმარიტებისა, ანუ იავ-ნანკა, ვარდო-ნანკა

XIX საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე ჯონ სტიუარტ მილი წერდა, რომ შეუძლებელია დიდი მიზნების განხორციელება პატარა ადამიანების მეშვეობით. ვისაც ამ სიტყვებში ეჭვი ეპარება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საყურებლად ვიწვევ. ჩვენ კი ტელეკომპანია იმედის ეთერი ჩავრთოთ... აქ კვირაში ერთხელ, საღამოობით, გადის თიბისი-სტუდიოს მიერ მომზადებული გადაცემა “სიმართლის დრო”. გადაცემის წამყვანი ჯერ შალვა რამიშვილი იყო, მაგრამ მერე გამოცვალეს. გამოცვლის მიზეზი, როგორც ამბობენ, იყო შეკითხვა:...

დიდი სქიზმა

პირველ ათასწლეულში საუკუნეთა განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრისტიანოს შორის ურთიერთობა წმინდად თეორიული იყო. რომის ეპისკოპოსსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის არავითარი კავშირი არ არსებობდა. მოგზაურობა ხანგრძლივი და რთული იყო, ხოლო არაბული ექსპანსიის შემდეგ სრულიად შეუძლებელი გახდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალიფების დამპყრობლური ჟინი შესუსტდა, შეძლეს შეხვედრა დასავლელმა და აღმოსავლელმა ქრისტიანებმა. მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთის ცნობა გაუჭირდათ... ჯერ ერთი, უკვე სხვადასხვა ენაზე...

საბჭოთა იდეალის ისტორია

იყო და არა იყო რა... იყო ერთი ციმბირელი ბიჭუნა (რამდენი წლისა იყო, არავინ იცის, რადგან წყაროები 11-დან 15-მდე ასაკს ანიჭებენ), პავლიკ მოროზოვი. არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა (წლების განმავლობაში გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არაა მისი ნამდვილი ფოტო)... ასე ამბობენ, რუსი იყოო, მაგრამ სინამდვილეში იყო ბელორუსი - მისი ოჯახი დასავლეთიდან ციმბირში გადაასახლეს. ამბობენ, პიონერი იყოო, მაგრამ პიონერული რაზმი იმ დროს საერთოდ არ არსებობდა სოფელ გერასიმოვკაში, რომლის ზუსტ მდებარეობასაც არ...