ნინო მაჭარაშვილი

1195 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

პოსტები ბლოგიდან

ვინ ქმნის ამინდს? მოქალაქეთა მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში

CRRC-საქართველოს მიერ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისათვის (NDI) გასული წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 95%-ს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია მოქალაქეთა მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში. ამასთან, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის დონე ჯერ კიდევ დაბალია.სამოქალაქო ჩართულობა, ანუ მოქალაქეთა მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანებს სურთ, არ იყვნენ...

სამართლიანობის აღდგენა უმაღლეს განათლებაში

უნივერსიტეტებისთვის „რეალური ავტონომიის" მინიჭების ეგიდით, მთავრობა მათი ავტონომიის შეზღუდვისკენ მორიგ ნაბიჯებს დგამს – პარლამენტში უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომიის მოპოვებას მათ საქმეებში სახელმწიფოს „დროებითი ინტერვენციის" გზის გავლით სთავაზობს. ამ გზაზე კი უნივერსიტეტები, მნიშვნელოვან ასპექტებში, კიდევ უფრო იზღუდებიან. მათ შორის, იზრდება სახელმწიფოს როლი სასწავლებლის უმაღლეს მმართველობაში: ცვლილება, რომლის...

მერაბიშვილის პროცესი

საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მაისის თვე მოვლენებით და ემოციებით გამორჩეულად დატვირთული აღმოჩნდა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის დაკავებაა. ოქტომბრის შემდეგ ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა პროკურატურის თამამი სვლა განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ გასულ თვეში განვითარებული მოვლენების ფონზე და მათთან კავშირში იძენს.ვანო მერაბიშვილი და...

შაშკინის საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს

გასულ თვეში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად საკითხი სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საგამომცემლო ბიზნესის აწმყოსა და მომავალს ეხება.ინიციატივის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს და წიგნები სკოლების საკუთრებაში დარჩება. თანხების დაზოგვისა და მოქალაქეების ჯიბეზე ზრუნვის არგუმენტით, სახელმწიფო სახელმძღვანელოებს თავად დაბეჭდავს – მათზე საავტორო...