რომან გოცირიძე

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
3 წელი 11 თვე

სტატიები

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ფარატინა ქაღალდად დარჩება

1. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი წყარო არის მთავრობის მიერ მკვდრადშობილი პროგრამა, „საქართველო 2020“, რომელიც თავის დროზე თაროზე შემოდეს, და მთავრობის ეგრეთ წოდებული ოთხპუნქტიანი გეგმა. ეს უკანასკნელი, სხვა არაფერია, თუ არა პრესრელიზი - მოკლე და ზოგადი განცხადება, საიდანაც არ ჩანს, კონკრეტულად თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა, როგორ და როდის. ამ დოკუმენტს მთავრობის...

ორი წელი ფეისბუკში ანუ ერთგული და მტრული „მეგობრების“ გარემოცვაში

მეც მიკვირს, რომ ასე ცოტა ხნის წინათ გავხდი ამ თანამეგობრობის წევრი. მეგონა, რომ მთელი ათწლეულია, რაც აქ ვარ. სინამდვილეში მხოლოდ ორი წელი გასულა. უამრავი მოსაზრება დამიგროვდა ფეისბუკზე. ერთ დისერტაციას ნამდვილად ეყოფა. შეიძლება შევეჭიდო ამ საკითხს ჰობის სახით.როცა ამ ოცი წლის წინათ ბრიტანულმა „ეკონომისტმა“ ბიგ-მაკის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰამბურგერის ფასი იყო ერთმანეთთან შედარებული, მსგავსი სიახლე ალბათ ყველამ ღიმილით მიიღო. დღეს უკვე ამ ინდექსზე...

ლაშა

ლაშას გაზეთმა მორიგი პასკვილი გამოაქვეყნა ჩემზე.ასავალ-დასავალი ხომ გაგიგონიათ? უმეტესობა იტყვის, რომ კიო. ლაშა ნადარეიშვილს თუ იცნობს ვინმე? ალბათ არა.ლაშა ამ შავრაზმული გაზეთის წითელრაზმელი რედაქტორია. რატომ წითელრაზმელი? მიმიხვდით, რომ მეტაფორაა.ლაშა ახალგაზრდობაში საბჭოთა სუკის აგენტი იყო!უნივერსიტეტში ერთ დროს ვსწავლობდით. მანამდე ერთად ვიყავით მოსამზადებელ კურსებზე. ის ფილოლოგი და დამწყები პოეტი, მე ფილოსოფოსობაზე მეოცნებე, რომელიც შემდეგ ეკონომისტი გახდა. არ ვნანობ! ეკონომისტობას!ლაშაზე...

რუსული ტანკები ვაშლის ბაღებში

რაში სჭირდება რუსეთს ვაშლის ბაღებში გატარებული გზა. ვინმეს ჰგონია, რომ მანდ მანქანები ივლიან? სჭირდებათ პოლიტიკური დაძაბულობის გრადუსის შესანარჩუნებლად. ისევე, როგორც ქორწინების შესახებ კონსტიტუციური ცვლილებები, ანტიქართული ( პრორუსული რომ ვთქვა ზედმეტი პატივია, რაღაც პოლიტკორექტულად ჟღერს) პარტიის შექმნა შევარდნაძისდროინდელი, კორუფციაში მხილებული, რუსეთში გადახვეწილი თუ ევროპაში თბილად მოწყობილი პირების მიერ, სექსსკანდალები, პოლიტიკოსებზე ფიზიკური თავდასხმები, მუშათა გაფიცვები, უნივერსიტეტში...

დანომრილი ბოძებიდან ფრონტერას მაღალ აფიორამდე

ჩემს სტუდენტობაში ერთი მეტად გახმაურებული და სასაცილო კრიმინალური მოვლენის მომსწრენი გავხდით, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა პრესა ჩვეული პათოსით გვამცნობდა. თუმცა სანამ გაზეთის ფურცლებზე მოხვდებოდა ეს ამბები, ამ ისტორიის დასაწყისის მომსწრე მეც ვიყავი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვეულებისამებრ რაჭაში გავემგზავრე. სასიხარულო ინფორმაცია დამხვდა: ჩემი ბებია-ბაბუის საახლობლოში გიგანტური ნავთობის მარაგი აღმოუჩენიათ და მალე მოპოვებაც უნდა დაეწყოთ. სად მქონდა მაშინდელ სტუდენტს იმდენი მიხვედრილობა, რომ ამ ლამაზი...

სავალუტო კრახი აზერბაიჯანში: სასწავლო გაკვეთილი ხელისუფლებას

აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისი მძვინვარებს. იქ განვითარებული მოვლენები კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ასეთ ვითარებაში. გასკვირი ის არის, რომ ეს ეტაპი ერთხელ უკვე გაიარა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმაც, მაგრამ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა.აზერბაიჯანში აკრძალეს ყველა სავალუტო პუნქტის მუშაობა. ათასობით ადამიანი დატოვეს ერთ დღეში უმუშევარი. ამით კიდევ უფრო დაამძიმებენ მდგომარეობას.გაჩნდება შავი ბაზარი და ვალუტის ორი კურსი, როგორც ძველ დროში....

ვარდნილი ლარის წლის შედეგები და ფრთხილი მოლოდინი

გასული 2015 წელი მძიმე გამოდგა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებისათვის. ამის მთავარი მიზეზი ლარის დევალვაცია იყო. მიუხედავად დაბალი ეკონომიკური ზრდისა და სხვა ნეგატიური პროცესებისა, რომელიც აღინიშნებოდა ქვეყნის ეკონომიკაში, რომ არა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება, მისი შედეგები არ იქნებოდა ასე საგრძნობი.ლარმა გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში მისმა გაცვლითმა კურსმა ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1,95 ლარი შეადგინა, თუმცა თვის ბოლოსათვის 1,86-...