სალომე უგულავა

672 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

მთავარი რედაქტორი. ტაბულაში მუშაობს მისი დაარსების დღიდან. 2016 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ნიუ იორკში. მანამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. ასწავლის GIPA-ში. 2013-2015 წლებში თანამშრომლობდა AFP-სთან. სალომე დაჯილდოვებულია სახალხო დამცველის მიერ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის.

სტატიები

დევიდ ბოუის საკულტო სახეები 1963 წლიდან გარდაცვალებამდე - ფოტოები

8 იანვარს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი არტისტის, დევიდ ბოუის დაბადების დღეა. მან არა მხოლოდ მუსიკაში შექმნა ეპოქა, ასევე დიდი კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიაზეც. დევიდ ბოუი სცენაზე 1960-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. 1968 წლიდან 1971 წლამდე მან Space Oddity-ის და Hunky Dory-ის ერა შექმნა. 1972 წელს კი მისი ახალი პერსონაჟი, ზიგი სტარდარსტი დაიბადა. ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი, ახლაი პერსონაჟი გაჩნდა - The Thin White Duke. ამას ბერლინის...

ანაცვლებს თუ არა გართობა ტრადიციულ ჟურნალისტიკას facebook-ის გავლენით

ეს ჟურნალისტიკა აღარ არის, რა თემებზე წერთ, ასე უცბად როგორ გადაკეთდით გასართობად გამოცემად? - დღეს მომხმარებლები ამ და მსგავს პრეტენზიებს ყველაზე რესპექტაბელური და გავლენიანი მედიაგამოცემების facebook თუ ვებ გვერდებზე ტოვებენ. მკითხველი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გემოვნებასა და ხარისხს შეაჩვიეს, იმედგაცრუებას გრძნობს.მაგალითად, ისტორია თუ როგორ აჭამეს ხანძარს გადარჩენილი გოჭები მეხანძრეებს მადლიერების ნიშნად, ცოტა ხნის წინ ისეთმა გამოცემებმა გააშუქეს, როგორიც Washington Post და BBC-ია....

ტრამპის ამერიკა, რუსეთი და გადაბრუნებული ურემი

ტრამპის ამერიკა საზღვარზევე ვიგრძენით. აეროპორტში მესაზღვრესთან ამდენ ხანს არასდროს მისაუბრია - ბევრი კითხვა დამისვა. ჩემი მეგობარი კი, ვისთან ერთადაც ამერიკაში არაერთხელ მიფრენია უპრობლემოდ, საერთოდაც ცოტა ხნით გაუჩინარდა. მივხვდი, რომ შესამოწმებლად წაიყვანეს. გადავწყვიტე, ღელვას არ ავყოლოდი და სწორადაც მოვიქეცი, 15-20 წუთში გამოჩნდა. შესაძლოა, ტრამპის ამერიკა არაფერ შუაშია და ზუსტად იგივე რამდენიმე წლის წინაც შეგვმთხვეოდა. ასეთები 9/11-ის შემდეგ უჩვეულო ნამდვილად არაა, თუმცა, უფრო მძაფრად...

დავით ბაქრაძე - არჩევნები უნდა გავხადოთ შემობრუნების წერტილად

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმერის საშუალებით გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიის სახელით არჩევნებში კენჭს წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იყრის. ტაბულა მას საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებზე, საარჩევნო პრიორიტეტებზე, წინა ხელისუფლების შეცდომებსა და წარმატებებზე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივებზე ესაუბრა.უპირველესად, მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა...

საპრეზიდენტო მარათონი გაიხსნა

ოქ­ტომ­ბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე უკ­ვე ცნო­ბი­ლია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი – პრე­მი­ე­რის პი­რა­დი ფა­ვო­რი­ტი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვილს კან­დი­და­ტის შერ...

საუნივერსიტეტო უტოპია

განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის სამთავრობო კომისიამ, ფიზიკოს გია დვალის, ბიოლოგ ზაზა კოკაიას, ფიზიკოს ვაჟა ბერეჟიანისა და პალეონტოლოგ დათო ლორთქიფანიძის შემადგენლობით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია მოამზადა. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის შექმნის თაობაზე ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა და შესაბამისი ჯგუფი კონცეფციას თვეების განმავლობაში ამზადებდა. ავტორთა მტკიცებით, კონცეფციის ღერძი აკადემიური თავისუფლების პრინციპია...

ვანო მერაბიშვილი: ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ ტაბულა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ესაუბრა. ყოფილმა პრემიერმა და წარსულში ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მინისტრმა, პოსტსაარჩევნო ვითარება, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და პარტიის სამომავლო გეგმებიც მიმოიხილა. ახალი ხელისუფლების საქმიანობა რომ შევაფასოთ, კონკრეტულად...

არჩილ კბილაშვილი: გუშინ თუ სავლე იყავი, დღეს პავლედ რატომ გადაიქეცი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პროკურატურა ყურადღების ცენტრშია. მან, სხვადასხვა ბრალდებით, რამდენიმე ათეული პირი დააკავა, მათ შორის – ქალაქის ვიცემერი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და სხვები. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე....

შეტევა თვითმმართველობაზე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში ქართული ოცნების სასარგებლოდ ცვლილებები დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც. დღესდღეობით 31 მუნიციპალიტეტში გვაქვს განსხვავებული სურათი – 25 მათგანში გამგებელი, ხოლო 15 მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა. საკრებულოს წევრები სულ უფრო მზარდი რაოდენობით ტოვებენ ნაციონალური მოძრაობის...

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პირველად გამოაქვეყნა. მოსახლეობას მიმდინარე და აქტუალური საკითხების შეფასება სთხოვეს. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ქვეყანაში ამნისტიაა, რომლის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხელისუფლება ამნისტიის...