სალომე უგულავა

723 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
7 წელი 7 თვე

მთავარი რედაქტორი. ტაბულაში მუშაობს მისი დაარსების დღიდან. 2016 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ნიუ იორკში. მანამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. ასწავლის GIPA-ში. 2013-2015 წლებში თანამშრომლობდა AFP-სთან. სალომე დაჯილდოვებულია სახალხო დამცველის მიერ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის.

სტატიები

გიგი უგულავა: თავისი ხიბლი აქვს ოპოზიციაში ყოფნასაც

არ­­­ჩევ­­­ნე­­ბის შემ­­­დ­­­გომ შექ­­­მ­­­ნილ ახალ პო­­ლი­­ტი­­კურ რე­­ა­­ლო­­ბა­­ზე, ქვე­­ყა­­ნა­­ში მიმ­­­დი­­ნა­­რე და მო­­სა­­ლოდ­­­ნელ პრო­­ცე­­სებ­­­ზე, ახა­­ლი ხე­­ლი­­სუფ­­­ლე­­ბის პო­­ლი­­ტი­­კა­­სა და მიდ­­­გო­­მებ­­­ზე, ძლი­­ე­­რი ოპო­­ზი­­ცი­­ის მნიშ­­­ვ­­­ნე­­ლო­­ბა­­სა და ნა­­ცი­­ო­­ნა­­ლუ­­რი მოძ­­­რა­­ო­­ბის პერ­­­ს­­­პექ­­­ტი­­ვებ­­­ზე ტა­­ბუ­­ლა...

თბილისის მოსახლეობის განწყობები და მოლოდინები

კვლევითმა ორგანიზაცია ACT-იმ 15-16 ნოემბერს სატელეფონო ინტერვიუებით დედაქალაქის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება იკვლია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მათი 67% დადებითად აფასებს განვითარებულ მოვლენებს. წინა კვლევებთან შედარებით, 21%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც პასუხის გაცემა უჭირთ. ACT-ში მიიჩნევენ, რომ თბილისელების ეს ნაწილი...

მაია ხასია: ყველაზე დიდი პრევენციული ღონისძიება არის საზოგადოებრივი მონიტორინგის არსებობა

სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე არეულობაზე - პატიმრებისა და მათი ახლობლების პროტესტზე, პენიტენციარულ სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე, დაგეგმილ ამნისტიასა და სხვა მომიჯნავე საკითხებზე ტაბულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს, მაია ხასიას, ესაუბრა. ბოლო პერიოდში საპატიმროებში არეულობაა, როგორ გესახებათ წესრიგის დამყარება? როცა დავინიშნე, მაშინ...

დევნილები და სოციალურად დაუცველები სხვადასხვა ობიექტებს იკავებენ

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრებას წარმოადგენენ, სულ უფრო მზარდი რაოდენობით იკავებენ როგორც დევნილები, ასევე სოციალურად დაუცველები. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებასა და საცხოვრებელი ადგილების გადაცემას ითხოვენ. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ობიექტებში ამ ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად სხვებიც იჭრებიან. ამჟამად მიმდინარეობს ამ ადამიანების აღრიცხვა და მათი საჭიროებების გარკვევა. საკითხის გამოკვლევის საჭიროებაზე საუბრობს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა სამთავრობო გეგმაში

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავრობასა და მის პროგრამას ნდობა გამოუცხადა. სამთავრობო პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას მოიცავს. მასში მნიშვნელოვანი ყურადღება სტრუქტურულ ცვლილებებს ეთმობა. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, „აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და მისი სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება“.  ასევე აუცილებლად ცხადდება პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა....

NATO: საქართველომ ტესტი ჩააბარა

საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და ამ ტესტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, გასულ კვირას თბილისში ვიზიტისას. NATO-ს წარმომადგენლებმა არჩევნებამდეც თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიისთვის ერთგვარ გამოცდად განიხილავდნენ. მას შემდეგ კი, რაც ეს არჩევნები NATO-ს მხრიდან წარმატებად და ქვეყნის დემოკრატიულ...

სისხლის სამართლისა და პროკურატურის რეფორმა სამთავრობო პროგრამაში

 საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობასა და მის პროგრამას - ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის - ნდობა გამოუცხადა. მანამდე პარლამენტში პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და პროგრამა განიხილეს. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, სისხლის სამართლის სისტემის და პროკურატურის რეფორმებსაც მოიცავს. სამთავრობო პროგრამა, მათ შორის ამ საკითხებში, დებულებების სახითაა მოწოდებული. შედარებით ვრცლად, ეს საკითხები კოალიციის საარჩევნო პროგრამაში იყო განხილული...

არდამტკიცებულ კაბინეტში უკვე ცვლილებებია

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის დარჩენილი კანდიდატები დაასახელა, სამინისტროებში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გაგვაცნო და ჯერ არდამტკიცებულ მთავრობაში რამდენიმე გადაადგილებაც განახორციელა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, ფინანსთა მინისტრობის – ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება, დევნილთა – დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის კი – ხათუნა გოგალაძე. კახა კალაძე, რომელიც თავიდან რეგიონული განვითარების და...

ხმის მიცემა საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინათ: უნდა ყოფილიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე; უნდა გაევლოთ საარჩევნო რეგისტრაცია შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანში. 11 სექტემბერს, კანონით განსაზღვრულ ვადაში, საარჩევნო სიების კომისიამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების...

ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა

ცოტა ხნის წინ ბლოკმა ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება საარჩევნო პროგრამა წარუდგინა ამომრჩეველს. ის სხვადასხვა საკითხებთან ერთად კოალიციის საგარეო პოლიტიკურ ხედვებსაც გვაცნობს. ქართული ოცნება რომ ეკლექტური პოლიტიკური ძალაა, სიახლე არავისთვისაა – მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. კოალიცია დეკლარირებულად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს და პროგრამაც ამასვე გვამცნობს, თუმცა მისი ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები და შეხედულებები არცთუ იშვიათად მოდის...