სერგი კაპანაძე

10 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 5 თვე

სტატიები

სააკაშვილს მიაჩნია, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს პარტია უკრაინიდან

დღეს, მე, ბევრ ჩემს თანაგუნდელთან ერთად ვემშვიდობები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. რეალურად ენმ გაიყო. დამრჩენები - დარჩნენ. ჩვენ კი ერთად ვქმნით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ ძალიან მალე. ამ გაერთიანებაში იქნებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დათო ბაქრაძე, ლაკა ხოშტარია, ოთო კახიძე, გიორგი ტუღუში, სერგო რატიანი და ბევრი სხვა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ასევე ბრძოლაში გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელთაც უნდათ ქვეყნის წინსვლა, და რომლებმაც ბევრი რამ...

რა უნდა ქნას საქართველომ ყარაბაღში ომის განახლების შემთხვევაში

ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. დიდი შანსია, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ ომი გაჩაღდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?...

რამდენიმე მოსაზრება თსუ-ს რეფორმირებასთან დაკავშირებით

ამას წინათ სტატუსი დავწერე, რომ თსუ-ში შეიძლება "დიდი ბაკქანალიის" ხანა დაწყებულიყო. გულის სიღრმეში მაინც იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, და რომ ყოველი კრიზისი შეიძლება გარდაქმნილი იქნას შესაძლებლობად.ბოლო თვეებია ყურადღებით ვადევნებ თვალს თსუ-ში მიმდინარე პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დროის დიდი ნაწილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო სკოლას (სადაც სახელმწიფო სკოლის დეკანი ვარ) და GRASS-ს (სადაც დირექტორი ვარ) ხმარდება, თსუ ჩემდა სამწუხაროდ, მაინც ძვირფასია ჩემთვის. ჩემი აზრით...

საგარეო პოლიტიკაზე საპარლამენტო რეზოლუციის ანატომია

წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსზე. ამ რეზოლუციას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი არ წასულა. ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე პოლიტიკური კოაბიტაციის უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ამ დოკუმენტის მიღებით ორივე მხარე მოგებული...

აფხაზური რკინიგზა

საუბარი იმაზე, კარგია თუ არა აფხაზური რკინიგზა, წააგავს კითხვას – „კარგია თუ არა სამკუთხედი?” კონტექსტიდან გამომდინარე, ის შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ბერმუდის სამკუთხედი, მაგალითად, „ცუდია”, ხოლო „სირპინსკის სამკუთხედი” – ლამაზი. რეალურად, პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნებისთვის იყენებ ამ სამკუთხედს, და რა ეფექტი შეიძლება მოიტანოს მან. ზუსტად ასე ვუყურებ რკინიგზასაც. იმის გასაანალიზებლად, კარგია თუ არა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა, უნდა დავსვათ კითხვა – რა შედეგის...

საქართველოს ახალი მთავრობა და საგარეო პოლიტიკის 100 დღე

მალე ასი დღე გავა, რაც ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბარა. შევეცდები მოკლედ გავაანალიზო, თუ რა მოხდა ამ ასი დღის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, როგორია ტენდენციები და რა დასკვნების გამოტანა, თუ რჩევების მიცემა შეიძლება მთავრობისა და საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი პრიორიტეტები მთავრობის მიერ...

რა შეიძლება ვისწავლოთ პალესტინის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისგან?

ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მედიასივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გაეროში ჩატარებულმა კენჭისყრამ პალესტინის რეზოლუციის შესახებ. საქართველოს დელეგაციამ გენერალურ ასამბლეაზე „მწვანე” შუქი აანთო, ანუ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – ეს გადაწყვეტილება მართებულია თუ არა? რატომ გადაწყვიტა ასე საქართველოს ხელისუფლებამ და...

რაზე შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთი და საქართველო?

ბევრ რამეზე. თუმცა შეთანხმებისთვის საჭიროა კეთილი ნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩანს. მოსკოვიდან კი ჩანს მხოლოდ სურვილი, მიიღოს უფრო მეტი. მახსენდება დასავლელი დიპლომატების მიერ აღწერილი რუსული სტილი – „რაც ჩემია – ჩემია, რაც შენია – მასზე შეიძლება მოვილაპარაკოთ”. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღების, მანამდე კი სოჭის ოლიმპიადისადმი პოზიტიური დამოკიდებლების გამოხატვის პასუხად, მოსკოვმა მხოლოდ ის აღნიშნა, ზურაბ აბაშიძეს ვიცნობთო და...