შოთა კაკაბაძე

9 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 5 თვე

სტატიები

„მტრედების“ პროტესტი საფრანგეთში

სოციალური ქსელები სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობისა და პროტესტის იარაღი. ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ყველაფერი 28 სექტემბერს, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმის წარმოდგენით დაიწყო. ამას ძალიან მალე მოჰყვა გაზეთ La Tribune-ში ჟან-დავიდ შამბორედონის მიერ დაწერილი სტატიის გამოქვეყნება, რომელშიც ახალი საბიუჯეტო გეგმა სასტიკადაა გაკრიტიკებული. განსაკუთრებით გადასახადების გაზრდა, რაც,...

დესტაბილიზაციის მოლოდინში

წელს ლიბანში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. გასულ ორშაბათს, ლიბანში გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა დერეკ პლუმბლიმ, ქვეყნის პრემიერთან, ნაჯიბ მიკატთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების დროულად ჩატარების აუცილებლობას და ადგილობრივ პოლიტიკოსებს სირიაში მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა. ჯერ კიდევ ივნისში, ლიბანის ძირითადი პოლიტიკური ძალების ლიდერები მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებაზე შეთანხმდნენ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან 18 თვის შემდეგ პირველად...

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება იტალიაში

ივნისში გავრცელებულმა ინფორმაციამ იტალიის ყოფილი პრემიერისა და პარტია თავისუფლების ხალხის (PdL) დამაარსებლის, სილვიო ბერლუსკონის შესაძლო დაბრუნების შესახებ, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა 9 ოქტომბერს, მის მფლობელობაში მყოფ ტელეარხ Canale 5-თან ინტერვიუში ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ არ აპირებს გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში პარტიის კანდიდატობას და...

ინდონეზია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მედიაში უკვე ფართოდ გაიშალა დისკუსია პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატზე – ქარიზმატული პრაბოვო სუბიანტო, ყოფილი გენერალი და ექსპრეზიდენტ სუჰარტოს სიძეა. ის ამავდროულად დიდი ინდონეზიის მოძრაობის პარტიის (Gerindra) დამფუძნებელიცაა. როგორც Wall Street Journal-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 1998...

ეთიოპიის ბუნდოვანი მომავალი

ეთიოპიას, ქვეყანას, რომელსაც 1930 წლიდან დღემდე მხოლოდ სამი ლიდერი ჰყავდა (იმპერატორი სელასიე, პოლკოვნიკი მენგისტუ ჰაილე მარიამი და მელეს ზენავი), სელასიეს კორონაციის შემდეგ პირველად გაუჩნდა ხელისუფლების კანონიერად გადაცემის შანსი. 20 აგვისტოს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ეთიოპიის მოქმედი პრემიერმინისტრი მელეს ზენავი. იგი ქვეყანას 21 წლის განმავლობაში მართავდა, ჯერ...

33-წლიანი პატიმრობა ექიმს, რომელმაც ამერიკას ბინ ლადენი აპოვნინა

ავღანეთში NATO-სა და ამერიკის სამხედროებისათვის პაკისტანის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების აღდგენასთან დაკავშირებული შეთანხმების ჩავარდნიდან ცოტა ხანში ოფიციალურ ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ახალი კონფლიქტი მომწიფდა. პაკისტანის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ადგილობრივ ექიმს, შაქილ აფრიდის, რომელიც ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენაში მთავარ ფიგურად სახელდება. ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ შარშან პაკისტანში დაწყებული პოლიომიელიტის...

'მისი უწმინდესობა' ვატიკანში აგორებული სკანდალი

რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს მსახურთუფროსის პაოლო გაბრიელეს დაკავება ვატიკანისათვის სკანდალური კვირის კულმინაცია აღმოჩნდა. ეს ალიაქოთი გასულ კვირას გამოქვეყნებული წიგნით დაიწყო, სადაც ავტორმა, ჯანლუიჯი ნუძიმ, ვატიკანიდან გამოჟონილ დოკუმენტებს მოუყარა თავი. ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციის საიდუმლო დოკუმენტები ვატიკანის სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ინტრიგებს აღწერს. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გაბრიელეს დაკავებისას მის მაგიდაზე საეჭვო დოკუმენტები...

თურქეთმა ჩიკაგოს სამიტზე ისრაელის მიწვევა დაბლოკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილ NATO-ს სამიტში ისრაელი მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, ამას არაფერი აქვს საერთო გავრცელებულ ინფორმაციასთან, თითქოს თურქეთმა სამიტზე ოფიციალური იერუსალიმის ყოფნა დაბლოკა. მიზეზი უფრო ისაა, რომ ისრაელი ალიანსის სამხედრო მისიების მონაწილე არ არის. ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება თურქეთის მკაცრი პოზიცია სამიტში ისრაელის მონაწილეობაზე. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები ოფიციალურ პირებზე...

გერმანელი პოლიტიკოსები ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებენ?!

წინა კვირას გავრცელდა მოშიმშილე იულია ტიმოშენკოს სურათები, რომელზეც ნათლად ჩანს ყოფილი პრემიერმინისტრის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები. როგორც ტიმოშენკო ირწმუნება, მას ციხის დაცვის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლის, ვადიმ გორანის თქმით, სისხლჩაქცევებს მუცელში ჩარტყმასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ბლაგვ საგნებთან შეჯახებით არის გამოწვეული. მიუხედავად უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებისა, გავრცელებულ ინფორმაციას საკმაოდ მკაცრი რეაქცია...