შოთა ტყეშელაშვილი

4846 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 2 კვირა

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტი. მაინტერესებს ეკონომიკა და ტექნოლოგიები.

სტატიები

პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო ლაშქრობა მიგრაციის წინააღმეგ

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველო ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანიაც. მეორე დღეა, რაც საარჩევნო კამპანიაში გამოიკვეთა ახალი საკითხი - ესაა მიგრაცია, მასზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი. საზოგადოებაში არსებული ანტიმიგრაციული და ქსენოფობიური განწყობების პოლიტიკური მონეტიზაცია და მისი საარჩევნო ხმებად გარდაქმნა, ქართული ნოუ-ჰაუ არაა და მას პოპულისტური...

საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს...

ვის გადაარჩენს თამბაქოს რეგულაციები?

"შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება", - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.ქართული ოცნების დეპუტატის, აკაკი ზოიძის განცხადება იმ კანონის შესახებ, რომელიც სკვერებსა და სადარბაზოებში კრძალავს თამბაქოს მოხმარებას შთამბეეჭდავია, თუმცა მეორეს მხრივ ჩნდება კითხვა რამდენად სანდოა ეს განცხადება და უმაგრებს თუ არა მას რაიმე მეცნიერული მტკიცებულება...

WHO-მ შეცდომა აღიარა - საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკუთარი შეცდომა გამოასწორა - თუ ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს დავუჯერებდით, საქართველოს ჰაერი იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით ყველაზე მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას იწვევდა. ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. ეს მონაცემები აშკარად მცდარი იყო, რადგანაც ქვეყანაში, სადაც არც წარმოება...

საქართველოში ერთ მოსახლეზე ორჯერ მეტი ბიუროკრატი მოდის, ვიდრე იაპონიაში

საქართველოს საჯარო სექტორი გაბერილია. ქვეყნის გადასახადის გადამხდელები ინახავენ ათობით საჯარო დაწესებულებას, რომლებიც სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ. საქართველოს ბიუროკრატიული აპარატი სწრაფი ტემპებით იბერება. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2017 წელს 12,000-ით გაიზარდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მან 283,000-ს გადააჭარბა.მეტიც, საჯარო მოსამსახურეთა ასეთი დიდი რაოდენობით ერთ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში საქართველო არაერთ ქვეყანას ასწრებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და...

თვეები, როდესაც თქვენი გარდაცვალების ალბათობა ყველაზე მაღალია

შეიძლება ფიქრობთ რომ დღე როდესაც ესა თუ ის ადამიანი კვდება სრულიად შემთხვევითია და ის შეიძლება წლის ნებისმიერ დღეს დადგეს. თუმცა სინამდვილეში სიკვდილიანობა წლის განმავლობაში თანაბრად განაწილებული არაა და არსებობენ თვეები, როდესაც გარდაცვალების შანსი უფრო მაღალია. სამწუხაროდ უნდა გითხრათ რომ, თქვენი გარდაცვალების ალბათობა სტატისტიკურად უფრო მაღალი ზამთარშია - ამის უკეთ დანახვა შესაძლებელია თუ ბოლო 18 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს სეზონების მიხედვით...

როგორ გაურთულებს ახალი რეგულაცია ერთ მილიონამდე ადამიანს სესხის აღებას

დღეიდან, 7 მაისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.რას გამოიწვევს...

რა გავლენა აქვს ქართული საზღვრიდან გაბრუნებული ასობით ვიზიტორის მონაყოლს ტურიზმზე

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. მხოლოდ 2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ უცხოელი ვიზიტორებიდან $561 მილიონის შემოსავალი მიიღო. 2017 წელს კი ტურისტულმა შემოსავლებმა $2.2 მილიარდს გადააჭარბა.მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობაც, ვისაც საქართველოს საზღვარზე შემოსვლაზე უარი უთხრეს. კანონმდებლობის მიხედვით, საზღვრიდან გაბრუნება ხდება მაშინ, როდესაც ვიზიტორს თან სათანადო დოკუმენტაცია არ აქვს.ინდურ მედიაში, ასევე ტურისტულ...

მითები და ტყუილები ბანკების მოგების შესახებ

"ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით, მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას. ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ პოლიტიკას", - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი."ბანკების მიერ ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული მოსახლეობისთვის თავზე სესხების მოხვევაში", - ამბობს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.რატომ ღირს სესხი იმდენი, რამდენიც ღირს?დავუშვათ, გაქვთ 10,000 ლარი და ფიქრობთ...

რუბლი ეცემა, ოლიგარქებმა $16,000,000,000 დაკარგეს - სანქციების შედეგები

აშშ-ის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა რუსული რუბლი. დღეის მდგომარეობით ერთი აშშ დოლარი  63.7 რუბლი ღირს. სანქციები პუტინის უახლოეს წრეს ეხება.ბოლო 48 საათში რუსმა ოლიგაქრებმა ჯამში $16 მილიარდი დაკარგეს. 8.3%-ით დაეცა მოსკოვის საფონდო ბირჟის წამყვანი ინდექსი MOEX-ი. ეს 2014 წლის შემდეგ ერთ დღეში მომხდარი ყველაზე მკვეთრი დაცემაა.კონკრეტული ოლიგაქრებისთვის დანაკარგები ასე გამოიყურება:ოლეგ...